Popular Post NEIRON Posted July 25, 2013 Popular Post Posted July 25, 2013 გაგიმარჯოთ ! იმისთვის რომ თემიდან არ გავიქცეთ , ჯერ ვნახოთ შედეგი: ყველაფერი ლატუნის მილით და სპილენძის ფურცლით დაიწყო დავჭერი მილი სასურველ ზომებზე: როგორ დავამზადოთ მსგავსი სფეროები: დაგვჭირდება მეტალის ბურთი და მილი, რაშიც გამოვჭედავთ სპილენძს ბურთს ვათავსებ მილის პროექციაზე და ვიწყებთ დარტყმით მოძრაობებს: გამოვშტამპე, მაგრამ მე მჭირდება, რომ გამოჭრა არ მომიწიოს ნახევარსფეროსი ამიტომ, არ ვინდობთ და ბოლომდე ვაჩაქუჩებთ: მივიღეთ შედეგიც: რადგან ფლეშის თავი-ბოლო უკვე დავამზადე, დამრჩა მირჩილვა, ამისთვის სარჩილავი აპარატი დაგჭირდებათ და მცირედი თეორია, ზუსტად, მირჩილვის ხაზის გარეშე მირჩილვისთვის(ჰუჰ, დავიღალე მირჩილვების წერით და კიდევ ბევრი მაქვს საწერი) ზედაპირებს გავუქლიბავთ მისარჩილ ზედაპირებს, შევათანასოვნებთ, რომ ვნახოთ არის თუ არა მათ შორის არე, თუ არ არის, მოვკალავთ ორივე ზედაპირს და ზეწოლის ქვეშ (მაგ:პლასკაკუცი ან პინცეტით) გავაცხელებთ სარჩილავი აპარატით(პაიალნიკით). ვიღებთ მსგავს შედეგს (დამუშავების შემდგომ) : არის მირჩილვის ხაზი?! არა, ამიტომ ზედაპირი კარგად მოარგეთ მირჩილვამდე მოვარგე მინის მილს: ახლა ვამზადებ ფლეშის ხუფს: სურათზე ხუფი უკვე 60%-ით დასრულებულია ხუფის ბოლო, რაც ხელშია სპილენძ-ფოსფორის "პრიპოითაა" მირჩილული, რადგან კალით რომ მიმერჩილა ორივე, ხან 1 გაძვრებოდა, ხან მეორე მირჩილვისას, ასე კი, დნობის ტემპერატურას შორის დიდი სხვაობაა(890 გრადუსია საჭირო მყარი მირჩილვისას) და არაა საშიში, რომ მირჩილული დეტალი დაშორდება ერთმანეთს. ფლეშზე მსგავს ხუფს ესაჭიროება ჩამკეტი( რომ არ გამოვარდეს) ამიტომ, უჟანგავი ლითონისგან ვაკეთებ ჩამკეტს, რომელსაც მივარჩილავ ზემოთხსენებული მეთოდით. ვამზადებ დეტალს: დამაგრება, რომ არ გადაიწიოს მირჩილვისას: ესეც მირჩილული : ახლა ვახდენ ფიქსატორის კალით მირჩილვას: დამუშავება: ზუმფარით დამუშვება და საბოლოოდ პოლირება: რაც შეეხება მინის ჩაწებებას ხუფებს შორის, გამოვიყენე ბიზონკიტის 2 კომპონენტიანი ებოქსიტი (თქვენც მსგავსს გირჩევთ) მივიღე საბოლოოდ ეს: 18
anzori88 Posted July 25, 2013 Posted July 25, 2013 ძალიან მაგარია. ყოჩაღ. თავსახური როგორ არის დამაგრებული ფლეშკის თავზე. შიგნით რამე რეზინა გაქვს და რკინას უჭირს შესვლა თუ უბრალოდ ადევს თავსახური?
NEIRON Posted July 25, 2013 Author Posted July 25, 2013 გაიხარეთ, მადლობა შეფასებისთვის! ძალიან მაგარია. ყოჩაღ. თავსახური როგორ არის დამაგრებული ფლეშკის თავზე. შიგნით რამე რეზინა გაქვს და რკინას უჭირს შესვლა თუ უბრალოდ ადევს თავსახური? უჟანგავი ლითონის ფირფიტა როა ზემოთ დაჭრილი, ხელში რომ მაქვს მავთულით დაბმული, ეგ არის თავსახურის ჩამკეტი ზამბარასავით დრეკადია უჟანგავი და კეტავს, გამოძრობას მსგავსი ძალა უნდა, როგორც ჩვეულებრივ ფლეშზე.
ოთო Posted July 25, 2013 Posted July 25, 2013 გაიხარეთ, მადლობა შეფასებისთვის! უჟანგავი ლითონის ფირფიტა როა ზემოთ დაჭრილი, ხელში რომ მაქვს მავთულით დაბმული, ეგ არის თავსახურის ჩამკეტი ზამბარასავით დრეკადია უჟანგავი და კეტავს, გამოძრობას მსგავსი ძალა უნდა, როგორც ჩვეულებრივ ფლეშზე. ეს ხომ? არ ჩხაპნის?
NEIRON Posted July 25, 2013 Author Posted July 25, 2013 ეს ხომ? არ ჩხაპნის? აქედან ახლა უხეშად ჩანს, მაგრამ ფიქსირება არ ხდება მჭიდროდ, ეგ მასალაც პოლირებული უჟანგავი ლითონია, ისეთია, რეალში უნდა ნახო, სხვაგვარად ვერ აგიხსნი , რკინის როა, ახლა ალბათ ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ მაგრად კეტავს, +ხუფის ფიქსირების სიძლიერის რეგულირებაც შეიძლება. და თავ-ბოლოში სამაგრები აქვს, ხუფი რომ არ დაკარგოს მფლობელმა.
NEIRON Posted July 25, 2013 Author Posted July 25, 2013 არ მოხვედით მოდინგის ხასიათზე ?! ჰოდა, ვინ არ დაამოდინგებს რამეს, ვორნი ჩემგან საჩუქრად 1
გიაჩხეო Posted July 25, 2013 Posted July 25, 2013 გამარჯობა ყველას,ჩემი აზრით ამ ყველაფერს მოდინგი აღარ ქვია ეს უკვე ბევრად მეტია.ნიკა შენ ძალიან ნიჭიერი და რაც მთავარია გამრჯე კაცი ხარ და არ დაკარგო ეგ თვისებები,ორივე ერთად იშვიათად აქვს ადამიანს. გაკეთება ერთია და მოწოდებული როგორაა თემა იმასაც ხომ აქვს მნიშვნელობა. ჩათვალე რომ შენი ფანკლუბის ერთგული წევრი ვარ 1
AVENGER Posted July 25, 2013 Posted July 25, 2013 მშვენიალურია ნიკა ძველებური ტელევიზორის ლამპებს მაგონებს ყვითელი დიოდი დახატავდა მაგ ვარიანტში
NEIRON Posted July 25, 2013 Author Posted July 25, 2013 მშვენიალურია ნიკა ძველებური ტელევიზორის ლამპებს მაგონებს ყვითელი დიოდი დახატავდა მაგ ვარიანტში იისფერი დიოდი აქვს გივი , ეგ რეტრო ქმნილებები, ისტორიისთვის 3 ცალი მაქვს შემონახული გამარჯობა ყველას,ჩემი აზრით ამ ყველაფერს მოდინგი აღარ ქვია ეს უკვე ბევრად მეტია.ნიკა შენ ძალიან ნიჭიერი და რაც მთავარია გამრჯე კაცი ხარ და არ დაკარგო ეგ თვისებები,ორივე ერთად იშვიათად აქვს ადამიანს. გაკეთება ერთია და მოწოდებული როგორაა თემა იმასაც ხომ აქვს მნიშვნელობა. ჩათვალე რომ შენი ფანკლუბის ერთგული წევრი ვარ გაიხარე გია, ვცდილობ რომ რამე გამოვიდეს, უცხოურ საიზე რომ შევდივარ, მსიამოვნებს ხოლმე რომ ახალგაზრდები აკეთებენ ხელით ბევრ რამეს და ჩვენთანაც მინდა იყოს ასე .
მიშო Posted July 25, 2013 Posted July 25, 2013 ძაან მაგარია. მსოფლიოს ბაზარზე ვერ გააღწიე? იბეიზე რომ გაიტანო ან რამე.
NEIRON Posted July 28, 2013 Author Posted July 28, 2013 მადლობთ ! ესეც პროპორციისთვის და განათება არ გადამიღია, მიმავიწყდა და ახლა მივამატე :
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now