lomsa Posted June 25, 2013 Posted June 25, 2013 ყველაფერზე გვაქ თემა, ავტომობილებზე , ბოდიბილდინგზე , ლიტერატურამ რა დააშავა. აქ ვისაუბროთ ჩვენ საყვარელ წიგნებზე , მწერლებზე და ა.შ ვურჩიოთ ერთმანეთს რომელი წიგნი წავიკითხოთ და რავი. ეხლა ვკითხულობ გაბრიელ გარსია მარკესის "მარტოობის ასი წელიწადი"
nika_2 Posted June 25, 2013 Posted June 25, 2013 კარგი თემაა, საინტერესო.... ეხლა ტარლეს , ნაპოლეონს ვკითხულობ , საინტერესო წიგნია ძალიან , ტარლეს შეხედულებებიც მომწონს... და ასევე ვკითხულობ, ანტონოვსკაიას, გიორგი სააკაძეს , ნუ ფაქტები ბევრი შეცვლილია, მხატვრულია...
lomsa Posted June 25, 2013 Author Posted June 25, 2013 1-2 დღეში დავამთავრებ ამ წიგნს და ალბათ ჩარლზ დიკენსის "დევიდ კოპერფილდს" წავიკითხავ.
nika_2 Posted June 25, 2013 Posted June 25, 2013 ჩარლზ დიკენსის "დევიდ კოპერფილდს" წავიკითხავ. ჰო , დამავიწყდა დაწერა , ასევე ვკითხულობ ჯაბა იოსელიანის სამ განზომილებას. საინტერესო წიგნია , ძალიან კარგადაა აღწერილი იმდროინდელი სიტუაცია... მაგრამ სუბიექტურადაა ასე თუ ისე დაწერილი... ტარლლეს ამ დღეებში დავამთავრებ ვფიქრობ, დიდი წიგნი არაა , ჯაბასაც.... ამის მერე დათა თუთაშხიას წავიკითხავ ხელახლა ალბათ... სხვათაშორის ამასწინათ წავიკითხე დაკარგული ფურცლები , ვინმე მერაბ რატიშვილის დაწერილი , გაგრძელებაა დათა თუთაშხიას... აშკარად ეტყობოდა რომ ნაჩქარევადაა დაწერილი ... მიუხედავად ამისა საინტერესოა იმდენად რომ გირჩევთ წაკითხვას... .
SileNt. Posted June 25, 2013 Posted June 25, 2013 კარგი თემაა. დევიდ კოპერფილდი არც მე მაქვს წაკითხული , მითუმეტეს ქართული პდფ ვნახე და ჩავუჯდები ახლა. პ.ს კარგი იქნება თუ დაწერთ ხოლმე ესა თუ ის წიგნი ქართულად თ მოიპოვება პდფ.-ში.
lomsa Posted June 26, 2013 Author Posted June 26, 2013 . დევიდ კოპერფილდი არც მე მაქვს წაკითხული , მითუმეტეს ქართული პდფ ვნახე და ჩავუჯდები ახლა. კი კარგი წიგნი ჩანს
პითონი Posted August 29, 2013 Posted August 29, 2013 ჯინსების თაობა წავიკითხე ბოლოს ახლა მივიწყებულ მკვლელობას ვკითხულობ
GIBSON Posted August 29, 2013 Posted August 29, 2013 აქტიური თემაა, აშკარად უყვართ ამ ფორუმზე კითხვა :D
korkotadze111 Posted August 29, 2013 Posted August 29, 2013 თქვენი არ ვიცი მაგრამ მე მიყავს კითხვა ეხლა წავიკითხე 2 ნაწილი ამბავი მეფე ართურის ზეობისა ძნელი საკითხავი კია მაგრამ მომეწონა წიგნი ადამიანურ ღირსებებზეა და რწმენაზე განსაკუთრებით მორე ნაწილის პირველი თავი "წმინდა გრაალი" ქვია ვისაც წაკითხული აქვს მიხვდება
korkotadze111 Posted August 29, 2013 Posted August 29, 2013 nika_2 ვახ ეგ წიგნი მარტო მე არ მაქ წაკითხული უნდა წავიკითხო გამოვართმევ ჩემ ძმაკაცს აქვს 1 საათში მოვრჩები
nika_2 Posted August 29, 2013 Posted August 29, 2013 ვა პოსტი დავწერე და მარტო ის რატო გამოიგზავნა ტო ანუ ჯინსების თაობა ვფიქრობ ნებისმიერ ქართველს უნდა ქონდეს წაკითხული, აუცილებელია რა... გუშინ წავიკითხე, ჯონ ჰანტერის მონადირე. კარგი კაცი იყო აშკარად რა ჰანტერი და მაგრი მონადირე... ბოლოს რაღაცნაირად მეწყინა რო დაბრუნდა შოტლანდიაში და შეცვლილი რო დახვდა ყცველაფერი... ამ თემის ჩაძირვა ტეხავს რა...
Shopen Posted August 29, 2013 Posted August 29, 2013 აქტიური თემაა, აშკარად უყვართ ამ ფორუმზე კითხვა ხო აშკარად
chinchara Posted August 29, 2013 Posted August 29, 2013 გვერდით მიდევს "ეშმაკნი" და ვერა და ვერ დავიწყე
ilia uneli Posted February 19, 2014 Posted February 19, 2014 ეს თემა არ ვიცოდი რომ არსებობდა https://www.goodreads.com/ ინგლისური ლიტერატურა დათარსული კაცი ,,დამევასა. და რა თქმა უნდა უკვდავი ჰოლმსი. გავაქტიურდეთ ცოტა
Recommended Posts
Archived
This topic is now archived and is closed to further replies.