T a S o T T i Posted October 5, 2011 Posted October 5, 2011 reviewer-ების გარკვეულმა ნაწილმა უკვე მიიღო ჩიპები, ეს იმას ნიშანვს რომ 7-10 დღის განმავლობაში გამოვა, ამჯერად აღარ გადაიდება. გამოვიდეს რა დროზე დაეცეს ინტელის ფასები :P Quote
ailamo Posted October 5, 2011 Posted October 5, 2011 გამოვიდეს რა დროზე გამოვა დაეცეს ინტელის ფასები ეს მეეჭვება ბულდოზერის გამო მოხდეს, ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში გააიაფებს ინტელი პროცესორებს, როგორც ყოვეთვის, 10-15% max, თუ რათქმაუნდა საწყობის გაწმენდა არ მიდის, ამ შემთვევაში ცოდა მეტითაც. Quote
X-treme user Posted October 6, 2011 Posted October 6, 2011 აშშ-ს ერთ-ერთ მსხვილ სავაჭრო ქსელზე რამდენიმე საათით გაჩნდა შემოთავაზება, რომელიც გულისხმობდა FX-6100 პროცესორის ყიდვას - სისტემურ დაფასთან ერთად. ამჟამად ეს გვერდი უკვე წაშლილია, მაგრამ მაინც მოხერხდა სკრინშოტის გადაღება. ეს 6-ბირთვიანი მოდელი (3.3 გჰზ) ხელმისაწვდომი იყო Asus Sabertooth 990FX TUF-თან ერთად კომპლექტში - 380$-ად, რაც 10$-ით ნაკლებია - ორივე კომპონენტის ცალკეულად შეძენაზე. Overclockers.ru 2 Quote
George Posted October 6, 2011 Posted October 6, 2011 AMD Opteron 4200 series arrive http://guru3d.com/news/amd-opteron-4200-series-arrive/ Quote
X-treme user Posted October 7, 2011 Posted October 7, 2011 არა აქვს არსებითი მნიშვნელობა რომელ საიტზე იყო შემოთავაზება, მთავარია, რომ გამოსვლა უკვე აღარ გადაიდება. კიევის ინტერნეტ-მაღაზია Fixer-ზე უკვე გამოჩნდა 8-ბირთვიანი FX-8120 (FD8120FRGUBOX საქონლის კოდით) 1791 გრივნად, ანუ 221$-ად და თუ გავითვალისწინებთ ამ პროცესორის წინასწარი მონაცემებით გავრცელებულ საბითუმო ფას 205$-ს, აღნიშნული ნიშნული სავსებით მისაღებად გამოიყურება. მოხერხდა ზოგიერთი დეტალის გარკვევაც. კერძოდ კი, Fixer-ის საწყობში ის შემოტანილ იქნა ჯერ კიდევ ოთხშაბათს, 5 ოქტომბერს, ხოლო ფლაგმან FX-8150-ის გამოჩენა ჯერჯერობით არ არის მოსალოდნელი. პროდუქტის თავისებურებათა რიცხვში, უნდა გამოიყოს ტაქტური სიხშირე 3,1 გჰზ, 95 ვ-იანი თერმოპაკეტი და თავსებადობა AM3+ სისტემურ დაფებთან. Overclockers.ua 2 Quote
ailamo Posted October 7, 2011 Posted October 7, 2011 Houston we have a Problem. w7-ის scheduler-ი bd-სთან არ მეგობრობს. დანარჩენს ცოტახანში დავდებ. Quote
ailamo Posted October 8, 2011 Posted October 8, 2011 ვერ მივხვდი, ცოტაა ფპს? მოკლედ რომ ვთქვა, სრულ პოტენციალს ვერ ავლენს bd windows 7-ზე. წყლის გაგრილება ახალი სლაიდები და რაც მთავარია თუ შევადარებთ წინა ვარინატს ან ვიღაც მოიტყუა ან კონტრდაზვერვის მახეში გაება 7ghz საბილური დადო bd-მ, საბილურში იგულისხმეა starcraft-ის სათამაშოდ საჭირო საბილურობა. ვინმეს არ გინდათ ესეთი დამხმარე ? Quote
ailamo Posted October 8, 2011 Posted October 8, 2011 wow წყლის გაგრილება მოყვება ბოქსათ? კი, პირველადი ინფორმაციით იქნება ორნაერი retail box-ი, ერთი ჩვეულებრივი და მეორე წყლის გაგრილებთ. არამგოინა ამ გაგრილებამ რამე ნორმლაური შედეგი აჩვენოს. Quote
zV1 Posted October 8, 2011 Posted October 8, 2011 ვინმეს არ გინდათ ესეთი დამხმარე ? უმეტესობას, Quote
ailamo Posted October 8, 2011 Posted October 8, 2011 live-ში მასტერკლასი http://www.twitch.tv/amd We ran it stable for ~7 hours at 7GHz 7 საათის მერე პირველად დაიკრაშა რამდენი ln2-ი დაწვეს :D Quote
Barca Posted October 8, 2011 Posted October 8, 2011 ვინმეს არ გინდათ ესეთი დამხმარე ? უიჰ ეგ რომ დადგეს დასახმარებლად ვიღაც ეხსომება რაზგონი ,მაგის ხათრით პროცი თვითონ დარაზგონდება :bliss: Quote
zV1 Posted October 9, 2011 Posted October 9, 2011 მაგის ხათრით პროცი თვითონ დარაზგონდება :rofl2: Quote
ailamo Posted October 9, 2011 Posted October 9, 2011 preview/review http://lab501.ro/procesoare-chipseturi/amd-fx-8150-bulldozer-preview 1 Quote
sauron Posted October 9, 2011 Posted October 9, 2011 preview/review http://lab501.ro/procesoare-chipseturi/amd-fx-8150-bulldozer-preview :vis: 1 Quote
სოსო Posted October 9, 2011 Author Posted October 9, 2011 მაგარი სიმღერა გაიჩითა შენ გინდა თქვა რომ მაგ სიმღერასავით გრანდიოზული იქნება AMD-ს ბარსელონა? ვაიმე, ვაიმე FX 4170 სტოკზე 4.2-ია და ტურბოზე 4.3 წავიკითხავ ბოლომდე ჯერ ტაკს აბა ვინ თარგმნის ამას? შემიძლია მე ვთარგმნო მეხსიერების კონტროლერი ისევ არ უვარგა და pi დათვლა ვერ ისწავლა AMD-მ მაგრამ მე ვიტყოდი ინტელის 920 და 930 დონის არის და თუ რაზგონს გავითვალისწინებთ უკეთესი არჩევანიც 5ghz 1.475 ვოლტზე ძალიან მაგარი შედეგია Quote
ailamo Posted October 9, 2011 Posted October 9, 2011 მაგარი სიმღერა გაიჩითა შენ გინდა თქვა რომ მაგ სიმღერასავით გრანდიოზული იქნება AMD-ს ბარსელონა? არა, ბარსელონა იყო fail-ი, რა გრანდიოზულიც ეგ სიმღერაა ( <3 queen ), ეგეთი გრანდიოზული ოღონდ სიმღეისგან განსხვებით, fail-ი იქნება ბულდოზერი მაგარი სიმღერა გაიჩითა შენ გინდა თქვა რომ მაგ სიმღერასავით გრანდიოზული იქნება AMD-ს ბარსელონა? არა, ბარსელონა იყო fail-ი, რა გრადიზულიც ეგ სიმღერაა ( <3 queen ), ეგეთი გრადიოზული ოღონდ სიმღეისგან განსხვებით, fail-ი იქნება ბულდოზერი, stock-ზე რათქმაუნდა, მაგრამ ვნახოთ. ვაიმე, ვაიმე FX 4170 სტოკზე 4.2-ია და ტურბოზე 4.3 წავიკითხავ ბოლომდე ჯერ x4-ების ეხლანდელ top მოდელს ვერ აჯობებ ალბათ და pi დათვლა ვერ ისწავლა AMD-მ ეგ მოსალოდნეიც იყო. მაგრამ მე ვიტყოდი ინტელის 920 და 930 დონის არის და თუ რაზგონს გავითვალისწინებთ უკეთესი არჩევანიც არც ეხლანდელ thuban-ებს უჭირდათ მაგათან კონკურენცია, მითუმეტეს კარგ რაზგონზე, nb-ს სიხშირის მომატების მერე. 5ghz 1.475 ვოლტზე ძალიან მაგარი შედეგია amd-ს ერთადერთი იმედი Quote
sauron Posted October 9, 2011 Posted October 9, 2011 x4-ების ეხლანდელ top მოდელს ვერ აჯობებ ალბათ მოიცა მოიცა, ანუ ფენომებს ვერ აჯობებს fx 4000? fail-ი იქნება ბულდოზერი ახლა გამახსენდა ჩემი პოსტი, ბულდოზერი იგივე იქნება რაც thuban vs nehalem თქო, მაგრამ აღარ მახსოვს მართლა დავპოსტე თუ არა ვაიმე, ვაიმე FX 4170 სტოკზე 4.2-ია და ტურბოზე 4.3 ეგ ძალიან ცუდის ნიშანია :cry: Quote
zV1 Posted October 9, 2011 Posted October 9, 2011 ოთხშაბათს უნდა გამოვიდეს წესით,დაველოდები აბა მეტ ბენჩმარკებს Quote
X-treme user Posted October 10, 2011 Posted October 10, 2011 რუმინულმა ინტერნეტ-გამოცემა Lab501-მა, რომელმაც ტაივანში ჩატარებულ ოვერქლოქერების ტურნირ MSI MOA 2011-ზე ჩავიდა მომავალი გამარჯვებულების სახით (matose და Monstru), წარმოადგინა Intel Core i7-2600K და AMD FX-8150 პროცესორების შედარებითი ტესტირების შედეგები. მათგან მეორე მუშაობდა Asus Crosshair V Formula დაფაზე, რომელიც ამ მომენტისთვის ყველაზე უკეთესად არის ოპტიმიზირებული ახალ FX/Zambezi-ებზე. აქვე უნდა ითქვას, რომ საბოლოო დასკვნების გამოტანა აღნიშნულ ჩიპების შესახებ, UEFI-ს უახლესი ვერსიისა და ოფიციალური დრაივერის გამოსვლამდე არ ღირს. წინასწარი რეზულტატები კი გვიჩვენებს Sandy Bridge-ის მნიშვნელოვან უპირატესობას, რომელიც ზოგჯერ აჭარბებს ფასში სხვაობას (29%). ყველაზე ახლოს, FX-8150 - Core i7-2600K-სთან არის Handbrake (ვიდეოს დამუშავება) და Cinebench R11.5 (3D-გრაფიკა) ბენჩმარკებში და ჩამორჩება თამაშებში მეხსიერების გამოყენების სისწრაფეში. ნაკლები უკეთესია ნაკლები უკეთესია 1280 x 1024, 8xAA, მაქსიმალური დეტალიზაცია სხვა მხრივ, FX-8150 შესანიშნავია აჩქარების დროს: SuperPi 1M ტესტი წარმატებით იქნა გავლილი 5067 მჰზ სიხშირეზე - ყველა 8 ბირთვის გამოყენების პირობებში. რუმინელებმა ისიც აღნიშნეს, რომ პროცესორს სტაბილურად მუშაობა მხოლოდ 4700-4800 მჰზ-ზე შეუძლია, მაშინ, როდესაც Sandy Bridge-ის შემთხვევაში ეს ნიშნული 5,2 მჰზ-ია. Lab501 ერთდაერთი არ იყო, რომელმაც Bulldozer-ზე საკმაოდ სუსტი შედეგები მიიღო. Overclockers.ua-ს კონფერენციის წევრ blood angel-ს თავის თემაში მოყვანილი აქვს FX-8120-ის ტესტები, სადაც აღნიშნული პროდუქტი მხოლოდ Phenom II-ის კონკურენტის როლში თუ წარმოგვიდგება. Overclockers.ua 3 Quote
X-treme user Posted October 10, 2011 Posted October 10, 2011 ცოტაოდენი ინფო ზემოთმოყვანილ წყლის გაგრილებაზე: როგორც ჩანს, აღნიშნული სისტემა კონსტრუქტიულად იმეორებს Antec Kuhler H2O 920-ს (მისი მიმოხილვა ნახეთ აქ) და გააჩნია მისი მსგავსი ეფექტურობის დონე. ამიტომ, ამ მხრივ, მისგან საოცრებებს არ უნდა ველოდოთ. ამ პროდუქტს აგრეთვე მოყვება პროგრამული უზრუნველყოფა - ქარხნული ფენების ბრუნვების რეგულირებისთვის და აღჭურვილია სამი ფერის შუქდიოდური განათებით, რომლის მომართვაც ნებისმიერს თავისი სურვილის მიხედვით შეეძლება. ინტეგრირებული პომპის მქონე წყლის ბლოკს და მასიურ, ერთსექციან (120 მმ) ვენტილატორს დაეხმარება კიდევ ორი ხრახნი. ამ 'VIP-კომპლექტის' ფასი ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ სავარაუდოდ, თუ გავითვალისწინებთ AMD FX-8150-ის (255-260$) და Antec Kuhler H2O 920-ის ღირებულებას უკრაინაში (140$), ჯამში მივიღებთ 400$-ს ან ოდნავ უფრო ნაკლებს (უნდა გამოვრიცხოთ ჰაერის ქულერის ფასი). Overclockers.ua 3 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.