Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია AMD აპირებს Bulldozer-ზე FX-8170, FX-6120 და ასევე ჰიბრიდული А8-3870K და А6-3670K პროცესორების გამოშვებასაც. პირველ მათგანი იქნება FX-8150-ზე უფრო მაღალი წარმადობის მქონე მოდელი. ის მიიღებს რვა გამომთვლელ ბირთვს და II და III დონის კეშ-მეხსიერებას, თითოეულზე 8 მბ ოდენობით. მისი ტაქტური სიხშირე, აღნიშნულ CPU-სთან შედარებით, 200 მჰზ-ით მეტია - 3,8 გჰზ-იდან (ნომინალური) 4,4 გჰზ-მდე (მაქსიმალური).

FX-6120-ის შესახებ ინფორმაცია ბევრი არ არის: მხოლოდ იმას იტყობინებიან, რომ მის შემადგენლობაში შევა 6 ბირთვი, II დონის 6 მბ და III-ის 8 მბ კეშ-მეხსიერება. ზუსტად მსგავსი მონაცემები გააჩნია 12 ოქტომბერს გამომსვლელ FX-6100-საც, ასე, რომ ამ მხრივ, ის (FX-6120) არანაირ სიახლეს არ შემოიტანს. ხოლო თუ ლოგიკურად ვიმსჯელებთ, როგორც FX-8170-ის შემთხვევაში, FX-6120-ის სიხშირეც 200 მჰზ-ით მაღალი იქნება, ანუ 3,5 გჰზ სტანდარტულ და 4,1 გჰზ ტურბო-რეჟიმის დროს.

AMD FX პროცესორების ოფიციალური დებიუტი უნდა შედგეს 12 ოქტომბერს, ხოლო ახალი FX-8170 და FX-6120 გამოჩნდებიან მომდევნო წლის პირველ კვარტალში.

რაც შეეხება APU А8-3870K და А6-3670K-ს, მათი პრემიერა შედარებით უფრო ადრე, ამ წლის IV კვარტალშია დაგეგმილი (საორიენტაციოდ, ოქტომბრის ბოლო - ნოემბრის დასაწყისში). ორივე მოდელის მამრავლი გახსნილი იქნება, რაც გაზრდის მათ ღირებულებას ენთუზიასტებსა და აჩქარების მოყვარულთა შორის. მათგან უფროსის ტაქტური სიხშირე გაუტოლდება 3 გჰზ-ს და მის კომპლექტაციაში შევა GPU Radeon HD 6550D, ხოლო უმცროსის ეს მაჩვენებელი 300 მჰზ-ით ნაკლები იქნება, ხოლო ინტეგრირებული გრაფიკული ბარათის როლში წარმოგვიდგება Radeon HD 6530D. ორივე APU-ს TDP 100 ვ-ია.

  • Upvote 2
  • Replies 807
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

სოსო

საინტერესო და სასიხარული ინფორმაცია AMD-ს ფანებისთვის. Athlon სერიის, ძველი K8 სერიის პროცესორების შემდეგ AMD-ს დიდი ხანია უჭირს Intel-თან ერთი ერთზე შეჯიბრი წარმადობაში. თუმცა როგორც წინასწარი ცნობე

AVENGER

მაგიტომ მიყვარს ამდ რომ ინტელს უწევს კონკურენციას და ყოველი ახალი პროციკის გამოსვლისას ინტელი იძულებულია ფასები დააგდოს თავის პროდუქტზე ATI-იც მაგიტომ მიყვარს რომ Nvidia-ს უწევს კონკურენციას :

ailamo

ოთხი მოდული, თითოში 2 ბირთვი, გარკვუელი საერთო ელემეტებით, მოდულის მაქსიმალური ეფექტურობა ორივე ბირთვის დატვირთვის დროს თეორიულად 180%. (თეორიული 200%-იდან რომელიც რომელსაც სრულყოფილი ბირთვები მოგვცემ

Posted

ააა რაც ლიანოებს ჰქონდათ ამ "K" პროცესორებსაც იგივე ექნებათ?

Posted

3,8 გჰზ-იდან (ნომინალური) 4,4 გჰზ-მდე (მაქსიმალური).

სიხშირეები ძალიან გიჟია

მაგრა მაინტერესებს რეალურად რა წარმადობა ექნება

პლუს ესენი ჰაერზე 5გჰზ დადებენ

Posted

ეჰ ფიქრობთ ხო უკვე რატო გადავყარეთ ამხელა ფულიო ხო? :D :D :sarcastic_hanend:

Posted

http://www.amazon.com/GIGABYTE-GA-990FXA-UD3-990FX-SATA-Motherboard/dp/tech-data/B0055QYKQO/ref=de_a_smtd

ამ მაზერზე რა აზრის ხართ? SLI X16-ში იმუშავებს თუ X8-ში?

http://www.amazon.com/GIGABYTE-GA-970A-UD3-AM3-SATA-Motherboard/dp/tech-data/B0055Q88EO/ref=de_a_smtd

ამაზე?

სერიოზულად დავიწყე ფიქრი ბულდოზერზე :spiteful:

Posted

2 x PCI Express x16 slot running at x16

დაფიქრდი აბა? იმუშავებს მგონი. :)

3 წლის წინანდელი მაზერი მაქვს P5E3 Pრო და ამაზე მუშაობს 2 ივე სლოტი X16 ში... :) ახალზე თუ არ იმუშავა და ამ ფირმების ჯმოტი ტუუუ მე :D

Posted

http://www.gigabyte.com/products/product-page.aspx?pid=3894#ov

Multi-display support with 2 way SLI™ and 2 way CrossFireX

Flexible graphics capabilities - Up to 2 VGA cards are supported for either 2 way CrossFireX™ or 2 way SLI™ action (running at two x16 bandwidth),

Posted

სოსო ბატონო, სარაზგონოდ როგორი იქნება ხომ ვერ მეტყვით?

და SATA 6 -ს HDD ბევრად უფრო სწრაფია?

Posted

სარაზგონოდ მშვენიერი იქნება და სატა 600 ვაბშე არაფერს იძლევა HDD-ზე

სატა 300 აქვს 300მბიტი წამში გამტარობა ხოლო სატა 600 - 600 მბიტი

ძალიან აკრგი HDD გამტარობა კიდე 120 მბიტს არ სცდება !

ასე რომ გინდა 300 ქონია და გინდა 1000 :)

სატა 600 კარგია SSD-სთვის ისიც იმ შემთხვევაში თუ გამტარობა 300-ზე მეტი აქვს

Posted

წესით კარგი უნდა იყოს,ყოველშემთხვევაში 1155 სოკეტის კონკურენიცა გაუწიოს

Posted

აუ მინდა რა :( , 3 - 4 თვეში ვიყიდი თუ გაამართლა მოლოდინი :) თან იქამდე ფასიც დაბალანსდება და შეილება უკეთესი ვერსიებიც წამოაწიონ.

Love AMD :wub:

Posted

Biostar launches the TA990FXE motherboard http://guru3d.com/news/biostar-launches-the-ta990fxe-motherboard/

Posted

უკვე შემდეგ თაობაზეა საუბარი. barcelona-ს სუნი მცემს.

amd2ndbulld_2a_dh_fx57.jpg

Posted

უკვე შემდეგ თაობაზეა საუბარი. barcelona-ს სუნი მცემს.

კი ვიტყოდი ცოტა ადრეა მაგაზე საუბარი მეთქი მაგრამ უფრო სწორი ფორმულირება იქნება თუ ვიტყვით რომ ძალიან ადრეა მაგაზე საუბარი :)

Posted

უკვე შემდეგ თაობაზეა საუბარი. barcelona-ს სუნი მცემს.

ჩემი ? :D

ეგ არქიტექტურას ერქმევა >? როდის გამოვა ? :bliss:

Posted

კი ვიტყოდი ცოტა ადრეა მაგაზე საუბარი მეთქი მაგრამ უფრო სწორი ფორმულირება იქნება თუ ვიტყვით რომ ძალიან ადრეა მაგაზე საუბარი :)

იმედია ვცდები, მაგრამ სიმპტომები უკვე ბლომად არის.

ჩემი ? :D

nope L)

ეგ არქიტექტურას ერქმევა >? როდის გამოვა ? :bliss:

უკვე გამოსულია. დააგვიანა გამოსხვლა, წარმოებაზე პრობლემები იყო, წარამდობა დაბალი ქონდა მოსალოდნელთან შედარებით და საკმაოდ ცუდი bug-ი ქონდა რომლის გამოსწორებასაც კიდევ ზემოდან შეეწირა წარმადობა.

Posted

იმედია გაასწორებენ მაგის ბაგს და გაამართლებს როგორც სხვა რამეში ამართლებს ეგ სახელი :D

საღოლ AMD რა კარგი სახელი დაურქმევია :miyvarxar: მაგაზე მე დავწერ რევიუს, რომ გამოვა :dabolili:

Posted

იმედია გაასწორებენ მაგის ბაგს და გაამართლებს როგორც სხვა რამეში ამართლებს ეგ სახელი :D

საღოლ AMD რა კარგი სახელი დაურქმევია :miyvarxar: მაგაზე მე დავწერ რევიუს, რომ გამოვა :dabolili:

ჰეჰე :D თუ შევძელი აუცილებლად გადავალ barca-ზე :D უკვე მოფერებით ვეძახი :D ნუ გააჩნია როგორი იქნება მარტო სახელის გამო არ ვიყიდი :D მარა მაზერის გამოცვლა არ მინდა :@ ისე გამოუშვან ისეთი რომ სულ 1 სოკეტი იყოს :D

Posted

იმედია გაასწორებენ მაგის ბაგს და გაამართლებს როგორც სხვა რამეში ამართლებს ეგ სახელი :D

საღოლ AMD რა კარგი სახელი დაურქმევია :miyvarxar: მაგაზე მე დავწერ რევიუს, რომ გამოვა :dabolili:

barcelona უკვე წარსულია და კი bug-ები გაასწორეს.

Posted

barcelona უკვე წარსულია და კი bug-ები გაასწორეს.

რა ცუდია AMD ში რომ არ ვერკვევი :xelitavi:

Posted

ინფორმაციულ წყარო - Micro Center-ს, ინტერნეტ-მაღაზიის ბმულთან ერთად მოჰყავს ცნობები, რომ AMD Bulldozer პროცესორების გამოსვლა უკვე მომდევნო კვირას შედგება, ზუსტად კი - 12 ოქტომბერს. მიუხედავად იმისა, რომ ამ პროდუქტების ანონსი არაერთხელ იქნა გადატანილი, ადრე ამ თარიღს ასახელებდა თურქული საიტი - DonanimHaber-იც, რაც ამ ინფორმაციას უფრო დამაჯერებელს ხდის.

ისვე აღნიშნავს, რომ ახალი არქიტექტურის მქონე ფლაგმანი გახდება FX-8150, ნომინალურ 3,6 და Turbo რეჟიმზე - 4,2 გჰზ სიხშირით. სავსებით შესაძლებელია, რომ მომდევნო წლის პირველ კვარტალში, ლიდერობა უკვე სხვა მოდელს, FX-8170-ს ერგოს.

Posted

AMD Bulldozer FX-Series Launch Date Confirmed http://guru3d.com/news/amd-bulldozer-fxseries-launch-date-confirmed/ 12 ოქტომბერს უნდა გამოვიდნენ წესით მართლა

Posted

ვა ძალიან კარგია როგორც იქნა რა :thumbsup: ისა და დღეს რა რიცხვიაა? :D

Posted

დიდი მოთმინებით ველოდები,ჩემთვის მთავარია ნორმ რაზგონდებოდეს და თამაშებში იყოს კარგი და ბულდოზერი მგონი მართლა კარგი გამოსავალია თან კარგად რაზგონდება :spiteful: :spiteful: 8.429გჰზ-ო!

Posted

reviewer-ების გარკვეულმა ნაწილმა უკვე მიიღო ჩიპები, ეს იმას ნიშანვს რომ 7-10 დღის განმავლობაში გამოვა, ამჯერად აღარ გადაიდება.

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now



×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.