X-treme user Posted September 29, 2011 Posted September 29, 2011 კომპანია AMD აპირებს Bulldozer-ზე FX-8170, FX-6120 და ასევე ჰიბრიდული А8-3870K და А6-3670K პროცესორების გამოშვებასაც. პირველ მათგანი იქნება FX-8150-ზე უფრო მაღალი წარმადობის მქონე მოდელი. ის მიიღებს რვა გამომთვლელ ბირთვს და II და III დონის კეშ-მეხსიერებას, თითოეულზე 8 მბ ოდენობით. მისი ტაქტური სიხშირე, აღნიშნულ CPU-სთან შედარებით, 200 მჰზ-ით მეტია - 3,8 გჰზ-იდან (ნომინალური) 4,4 გჰზ-მდე (მაქსიმალური). FX-6120-ის შესახებ ინფორმაცია ბევრი არ არის: მხოლოდ იმას იტყობინებიან, რომ მის შემადგენლობაში შევა 6 ბირთვი, II დონის 6 მბ და III-ის 8 მბ კეშ-მეხსიერება. ზუსტად მსგავსი მონაცემები გააჩნია 12 ოქტომბერს გამომსვლელ FX-6100-საც, ასე, რომ ამ მხრივ, ის (FX-6120) არანაირ სიახლეს არ შემოიტანს. ხოლო თუ ლოგიკურად ვიმსჯელებთ, როგორც FX-8170-ის შემთხვევაში, FX-6120-ის სიხშირეც 200 მჰზ-ით მაღალი იქნება, ანუ 3,5 გჰზ სტანდარტულ და 4,1 გჰზ ტურბო-რეჟიმის დროს. AMD FX პროცესორების ოფიციალური დებიუტი უნდა შედგეს 12 ოქტომბერს, ხოლო ახალი FX-8170 და FX-6120 გამოჩნდებიან მომდევნო წლის პირველ კვარტალში. რაც შეეხება APU А8-3870K და А6-3670K-ს, მათი პრემიერა შედარებით უფრო ადრე, ამ წლის IV კვარტალშია დაგეგმილი (საორიენტაციოდ, ოქტომბრის ბოლო - ნოემბრის დასაწყისში). ორივე მოდელის მამრავლი გახსნილი იქნება, რაც გაზრდის მათ ღირებულებას ენთუზიასტებსა და აჩქარების მოყვარულთა შორის. მათგან უფროსის ტაქტური სიხშირე გაუტოლდება 3 გჰზ-ს და მის კომპლექტაციაში შევა GPU Radeon HD 6550D, ხოლო უმცროსის ეს მაჩვენებელი 300 მჰზ-ით ნაკლები იქნება, ხოლო ინტეგრირებული გრაფიკული ბარათის როლში წარმოგვიდგება Radeon HD 6530D. ორივე APU-ს TDP 100 ვ-ია. 2 Quote
zV1 Posted September 29, 2011 Posted September 29, 2011 ააა რაც ლიანოებს ჰქონდათ ამ "K" პროცესორებსაც იგივე ექნებათ? Quote
სოსო Posted September 29, 2011 Author Posted September 29, 2011 3,8 გჰზ-იდან (ნომინალური) 4,4 გჰზ-მდე (მაქსიმალური). სიხშირეები ძალიან გიჟია მაგრა მაინტერესებს რეალურად რა წარმადობა ექნება პლუს ესენი ჰაერზე 5გჰზ დადებენ Quote
IkaMac Posted September 30, 2011 Posted September 30, 2011 ეჰ ფიქრობთ ხო უკვე რატო გადავყარეთ ამხელა ფულიო ხო? :D :sarcastic_hanend: Quote
პირატა Posted September 30, 2011 Posted September 30, 2011 http://www.amazon.com/GIGABYTE-GA-990FXA-UD3-990FX-SATA-Motherboard/dp/tech-data/B0055QYKQO/ref=de_a_smtd ამ მაზერზე რა აზრის ხართ? SLI X16-ში იმუშავებს თუ X8-ში? http://www.amazon.com/GIGABYTE-GA-970A-UD3-AM3-SATA-Motherboard/dp/tech-data/B0055Q88EO/ref=de_a_smtd ამაზე? სერიოზულად დავიწყე ფიქრი ბულდოზერზე :spiteful: Quote
Geosa25 Posted September 30, 2011 Posted September 30, 2011 2 x PCI Express x16 slot running at x16 დაფიქრდი აბა? იმუშავებს მგონი. 3 წლის წინანდელი მაზერი მაქვს P5E3 Pრო და ამაზე მუშაობს 2 ივე სლოტი X16 ში... ახალზე თუ არ იმუშავა და ამ ფირმების ჯმოტი ტუუუ მე :D Quote
სოსო Posted September 30, 2011 Author Posted September 30, 2011 http://www.gigabyte.com/products/product-page.aspx?pid=3894#ov Multi-display support with 2 way SLI™ and 2 way CrossFireX Flexible graphics capabilities - Up to 2 VGA cards are supported for either 2 way CrossFireX™ or 2 way SLI™ action (running at two x16 bandwidth), Quote
პირატა Posted September 30, 2011 Posted September 30, 2011 სოსო ბატონო, სარაზგონოდ როგორი იქნება ხომ ვერ მეტყვით? და SATA 6 -ს HDD ბევრად უფრო სწრაფია? Quote
სოსო Posted September 30, 2011 Author Posted September 30, 2011 სარაზგონოდ მშვენიერი იქნება და სატა 600 ვაბშე არაფერს იძლევა HDD-ზე სატა 300 აქვს 300მბიტი წამში გამტარობა ხოლო სატა 600 - 600 მბიტი ძალიან აკრგი HDD გამტარობა კიდე 120 მბიტს არ სცდება ! ასე რომ გინდა 300 ქონია და გინდა 1000 სატა 600 კარგია SSD-სთვის ისიც იმ შემთხვევაში თუ გამტარობა 300-ზე მეტი აქვს Quote
zV1 Posted September 30, 2011 Posted September 30, 2011 წესით კარგი უნდა იყოს,ყოველშემთხვევაში 1155 სოკეტის კონკურენიცა გაუწიოს Quote
im pac Posted September 30, 2011 Posted September 30, 2011 აუ მინდა რა , 3 - 4 თვეში ვიყიდი თუ გაამართლა მოლოდინი თან იქამდე ფასიც დაბალანსდება და შეილება უკეთესი ვერსიებიც წამოაწიონ. Love AMD :wub: Quote
George Posted October 1, 2011 Posted October 1, 2011 Biostar launches the TA990FXE motherboard http://guru3d.com/news/biostar-launches-the-ta990fxe-motherboard/ Quote
ailamo Posted October 3, 2011 Posted October 3, 2011 უკვე შემდეგ თაობაზეა საუბარი. barcelona-ს სუნი მცემს. Quote
სოსო Posted October 3, 2011 Author Posted October 3, 2011 უკვე შემდეგ თაობაზეა საუბარი. barcelona-ს სუნი მცემს. კი ვიტყოდი ცოტა ადრეა მაგაზე საუბარი მეთქი მაგრამ უფრო სწორი ფორმულირება იქნება თუ ვიტყვით რომ ძალიან ადრეა მაგაზე საუბარი :) Quote
Barca Posted October 3, 2011 Posted October 3, 2011 უკვე შემდეგ თაობაზეა საუბარი. barcelona-ს სუნი მცემს. ჩემი ? ეგ არქიტექტურას ერქმევა >? როდის გამოვა ? :bliss: Quote
ailamo Posted October 3, 2011 Posted October 3, 2011 კი ვიტყოდი ცოტა ადრეა მაგაზე საუბარი მეთქი მაგრამ უფრო სწორი ფორმულირება იქნება თუ ვიტყვით რომ ძალიან ადრეა მაგაზე საუბარი იმედია ვცდები, მაგრამ სიმპტომები უკვე ბლომად არის. ჩემი ? nope L) ეგ არქიტექტურას ერქმევა >? როდის გამოვა ? უკვე გამოსულია. დააგვიანა გამოსხვლა, წარმოებაზე პრობლემები იყო, წარამდობა დაბალი ქონდა მოსალოდნელთან შედარებით და საკმაოდ ცუდი bug-ი ქონდა რომლის გამოსწორებასაც კიდევ ზემოდან შეეწირა წარმადობა. Quote
Barca Posted October 3, 2011 Posted October 3, 2011 იმედია გაასწორებენ მაგის ბაგს და გაამართლებს როგორც სხვა რამეში ამართლებს ეგ სახელი საღოლ AMD რა კარგი სახელი დაურქმევია მაგაზე მე დავწერ რევიუს, რომ გამოვა :dabolili: Quote
T a S o T T i Posted October 3, 2011 Posted October 3, 2011 იმედია გაასწორებენ მაგის ბაგს და გაამართლებს როგორც სხვა რამეში ამართლებს ეგ სახელი საღოლ AMD რა კარგი სახელი დაურქმევია მაგაზე მე დავწერ რევიუს, რომ გამოვა ჰეჰე თუ შევძელი აუცილებლად გადავალ barca-ზე უკვე მოფერებით ვეძახი ნუ გააჩნია როგორი იქნება მარტო სახელის გამო არ ვიყიდი მარა მაზერის გამოცვლა არ მინდა :@ ისე გამოუშვან ისეთი რომ სულ 1 სოკეტი იყოს :D Quote
ailamo Posted October 3, 2011 Posted October 3, 2011 იმედია გაასწორებენ მაგის ბაგს და გაამართლებს როგორც სხვა რამეში ამართლებს ეგ სახელი საღოლ AMD რა კარგი სახელი დაურქმევია მაგაზე მე დავწერ რევიუს, რომ გამოვა barcelona უკვე წარსულია და კი bug-ები გაასწორეს. Quote
Barca Posted October 3, 2011 Posted October 3, 2011 barcelona უკვე წარსულია და კი bug-ები გაასწორეს. რა ცუდია AMD ში რომ არ ვერკვევი :xelitavi: Quote
X-treme user Posted October 4, 2011 Posted October 4, 2011 ინფორმაციულ წყარო - Micro Center-ს, ინტერნეტ-მაღაზიის ბმულთან ერთად მოჰყავს ცნობები, რომ AMD Bulldozer პროცესორების გამოსვლა უკვე მომდევნო კვირას შედგება, ზუსტად კი - 12 ოქტომბერს. მიუხედავად იმისა, რომ ამ პროდუქტების ანონსი არაერთხელ იქნა გადატანილი, ადრე ამ თარიღს ასახელებდა თურქული საიტი - DonanimHaber-იც, რაც ამ ინფორმაციას უფრო დამაჯერებელს ხდის. ისვე აღნიშნავს, რომ ახალი არქიტექტურის მქონე ფლაგმანი გახდება FX-8150, ნომინალურ 3,6 და Turbo რეჟიმზე - 4,2 გჰზ სიხშირით. სავსებით შესაძლებელია, რომ მომდევნო წლის პირველ კვარტალში, ლიდერობა უკვე სხვა მოდელს, FX-8170-ს ერგოს. Nordic Hardware, IXBT Quote
George Posted October 4, 2011 Posted October 4, 2011 AMD Bulldozer FX-Series Launch Date Confirmed http://guru3d.com/news/amd-bulldozer-fxseries-launch-date-confirmed/ 12 ოქტომბერს უნდა გამოვიდნენ წესით მართლა Quote
fashisti Posted October 4, 2011 Posted October 4, 2011 ვა ძალიან კარგია როგორც იქნა რა ისა და დღეს რა რიცხვიაა? :D Quote
zV1 Posted October 4, 2011 Posted October 4, 2011 დიდი მოთმინებით ველოდები,ჩემთვის მთავარია ნორმ რაზგონდებოდეს და თამაშებში იყოს კარგი და ბულდოზერი მგონი მართლა კარგი გამოსავალია თან კარგად რაზგონდება :spiteful: 8.429გჰზ-ო! Quote
ailamo Posted October 5, 2011 Posted October 5, 2011 reviewer-ების გარკვეულმა ნაწილმა უკვე მიიღო ჩიპები, ეს იმას ნიშანვს რომ 7-10 დღის განმავლობაში გამოვა, ამჯერად აღარ გადაიდება. Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.