Grendy Posted June 4, 2013 Posted June 4, 2013 მოგესალმებით ჩემი ტელეფონისთვის მინდა რომ საკუთარი ROM გავაკეთო. უფრო სწორად მაქვს Costum ROM მაგრამ რაღაც ცვლილებების შეტანა მინდა. მაგალითად, zip ფაილი რომ ამოვაარქივო და ბუთის ანიმაცია ჩემი სასურველით შევცვალო და მერე ისევ თავიდან დავზიპო იმუშავებს? ასევე მინდა ქართული კლავიატურა ჩავამატო, 4,2,2-ზე არის მაგრამ ახლა 4,0,4 მიყენია და იმაზე არ არის.
gio_kiborg Posted June 5, 2013 Posted June 5, 2013 არა, არ იმუშავებს, უბრალო zip არაა, საკუთარი სტრუქტურა აქვს, რომელიც ამოარქივება/დაარქივებისას ირღვევა, xda developer-ის ფორუმზე არის ROM Cooking-ზე ზოგადი მითითებები, თუმცა გარკვეულ ცოდნას და გამოცდილებას მოითხოვს პროგრამირებაში ბუთ ანიმაციას რაც შეეხება ცალკე არის ხოლმე zip ფაილები დასაფლეშად, მაგრამ კარგად უნდა დააკვირდე შენს ROM-ს და მის კერნელს თუ აქვს custom bootanimation-ის მხარდაჭერა აქაა ნსტრუქცია თუ როგორ გააკეთო შენი ანიმაცია: http://forum.xda-developers.com/showthread.php?p=30691312#post30691312 ქართული კლავიატურა კი რაღა მაინცდამაინც 4,2,2 გინდა? დააყენე Smart Keyboard Pro
Grendy Posted June 6, 2013 Author Posted June 6, 2013 ანიმაცია მაქვს სხვა ROM-დან და ვიფიქრე იმაში შევცვლი და თავიდან დავზიპავ-მეთქი. ცუდია თუ არ მოხერხდება. სისტემური ფაილების შეცვლა არ მინდა რაღაც მინიმალურის. რამე მარტივი პროგრამა არ არის გამზადებული, ოღონდ ამოარქივებული, ROM რომ ისევ დაზიპოს მუშა გადახოს? რამდენიმე კლავიატურა დავაყენე, მაგრამ სტანდარტული მირჩევნია ყველას. Smart Keyboard Pro ეს არ მიცდია, ვნახავ ამას. მადლობა
gio_kiborg Posted June 6, 2013 Posted June 6, 2013 Smart Keyboard Pro ყველას ჯობია მართლა, ერთი ნაკლია Swype-ს მხარდაჭერა არ აქვს (ჯერ) Prediction ბიბლიოთეკები ძირითადი ენებისთვის შეგიძლია მარკეტიდან გადმოიწერო, ქართული ჯერ არ არის, თუმცა ძალიან კარგი შესწავლის ფუნქცია აქვს (დეტალურად ნახე ქართული კლავიატურის თემაში ამავე განყოფილებაში) თუ მაინცდამაინც სტოკი გინდა, Nexus 4-ის მფლობელებს თხოვე აგიტვირთონ კლავიატურის APK და დააყენე მერე შენ, წესით უპრობლემოდ იმუშავებს ბუთანიმაციაზე როგორც გითხარი, ჯერ ნახე შენს კერნელს თუ აქვს მხარდაჭერა, თუ აქვს, მონახე გამზადებული ანიმაციები (რექოვერიდან იფლეშება პატარა zip ფაილები) და დააყენე
Recommended Posts