Shopen Posted May 25, 2013 Posted May 25, 2013 კომპანია Pioneer Computers-მა წარადგინა ახალი ნოუთბუქი DreamBook Power P15HW რომელიც დაფუძნებულია კომპანია Intel-ის მეოთხე თაობის პროცესორზე(Intel Haswell). შედარებით ძვირიან ნოუთბუქს გააჩნია 4-ბირთვიანი Core i7-4930MX პროცესორი 22 ნანომეტრიულ ჩიპზე დაფუძნებული, ტაქტიკური სიხშირე შეადგენს 3,0GHz-ს(გააჩნია ტურბო რეჟიმიც). გრაფიკულ გამოსახულებას უზრუნველყოფს GeForce GTX780M ვიდეო ბარათი 4Gb მეხსიერებით. კომპიუტერში შესაძლებელია 32Gb-მდე ოპერატიული მეხსიერების ჩადგმა, SSD-მოდული mSATA 256Gb მოცულობის და ორი HDD თითოეული 1Tb მოცულობის. ასევე შესაძლებელია DVD ან Blu-Ray დისკწამყვანის დამონტაჟებაც. Crystal Bright ტიპის დისპელეის ზომა შეადგენს 15,6 დიუმს და გააჩნია FullHD გაფართეობა(1920x1080), შესაძლებელია მონიტორთან დაკავშირება DisplayPort და HDMI პორტების საშუალებით. აქვს Wi-Fi და Bluetooth მოდულები, ქარდრიდერი, 3x USB 3.0 პორტი, 2Mp ვებ-კამერა. იმართება Windows 8 ოპერაციული სისტემით, ბატარეის ხანგრძლივობა შეადგენს 5საათს. იწონის 3,3კგ-ს ხოლო მისი გაბარიტებია-375x268x22–45მმ. DreamBook Power P15HW-ის ფასი იწყება $1900-დან. 5 Quote
სოსო Posted May 25, 2013 Posted May 25, 2013 ტაქტიკური სიხშირე შეადგენს 3,0MHz-ს(გააჩნია ტურბო რეჟიმიც). 3GHz ალბათ Quote
Shopen Posted May 25, 2013 Author Posted May 25, 2013 ტაქტიკური სიხშირე შეადგენს 3,0MHz-ს(გააჩნია ტურბო რეჟიმიც). 3GHz ალბათ ჩავასწორებ Quote
Barca Posted May 25, 2013 Posted May 25, 2013 აუფ რა მხეცი კონფიგია , ერთადერთი დიზაინი არ ვარგა , კლავიატურა ცუდათაა განლაგებული Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.