Jump to content

Recommended Posts

Posted

ესეიგი იქიდან დავიწყოთ როცა არ იყო directx / opengl და შეიდერები. ამის გამო პროგრამისტებს არ ჰქონდათ პირდაპირი წვდომა ვიდეოკარტებთან (სხვათაშორის არც ეხლაა, თUმცა პირობები გაუმჯობესდა).

directx 8 რომ გამოჩნდა პირველად... გაჩნდა შეიდერი, რომელიც არის პროგრამული კოდი, ის 'იხსნება' ვიდეო პროცესორზე და აკონტროლებს/ქმნის ვერტექსებს, პიქსელებს ან რამე სხვა გეომეტრიულ პროცესებს. ანუ directx 8 შეიცავდა იმ ბიბლიოთეკებს სადაც გარკვეული წვდომა ენიჭებოდათ პროგრამისტებს ვიდეოკარტებში. თუმცა ყველაფერი ძალიან დალიმიტებული იყო, რადგან ძნელია ასეთი ტიპის ბიბლიოთეკებსი დამუშავება/შექმნა.

directx 9 როცა გამოჩნდა ნუ ეს იყო ლეგენდა :D დღესაც ყველაზე პოპულარული ვერსიაა. ამ ვერსიაში ვერტექსების დამუშავების სრულიად ახალი პაიპლაინი აქვს და ბიბლიოთეკაც გამდიდრდა sophisticated ფუნქციებით :D

მე-10 ვერსიის დაბადებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა გრაფიკული კარტების ინდუსტრიაში საერთოდ. გეიმინგში ... კი ნაკლებად, რადგან ვისუალურად საოცარი განსხვავება არ იყო წინამდებარე ვერსიისგან. განსხვავება იყო პაიპლაინში (ანუ ასევთქვათ ერთი მოქმედება მეორეს როგორ მიყვება, თანმიმდევრობის პონტ) და + შეიქმნა ცალკე unified shader architecture - ეს უკანასკნელი არის ცალკე გამოყოფილი ბირთვები რათა შეიდერები მათზე 'გადანწილდეს' და ამიტომაც მას shader core ეწოდება. nVidiam მას CUDA უწოდა, ATI-მ stream processors...

ანუ ეს იმიტომ მოვყევი, რომ ჩვენ ვიდეოკარტასთან პირდაპირი წვდომა არ გვაქვს. მასთან წვდომისათვის არის საჭირო დრიავერის დაყენება + ბიბლიოთეკები, რაც არ არის ოპტიმალური და ამიტომაც ველოდებით ხოლმე როდის გამოვა ახალი დაირექტი რომ იქნება და გაუმჯობესდეს ვიზუალები. ფაქტობრივად შეიდერების გარეშე ვერც ვერაფერს ვერ ვაკეთებთ :( პირდაპირ GPU-ზე გამოთვა არ არის ადვილი, მაგიტომაცაა რომ ძნელია პროგრამის ახლიდან გადაწერა CUDA-ზე რომ აქსელერაცია მიაწოდონ.

ადრე საკამოდ ვრცელი სტატია წავიკითხე, რომ თამაშების chief დეველოპერები იმაზე საუბრობენ რომ დაირექტის მაგივრად რამე უკეთესი შექმნან რადგან ბიბლიოთეკბზე დამოკიდებულება რეალურ შესაძლებლობას კარგავს. ვიდეოკარტას ბევრად უფრო რეალური რენდერეი შეუძლია, უბრალოდ არ ვიცით ეს როგორ მივაღწიოთ ჯერ. თუმცა როგორც ვიცი უკვე მაგ საკითხზე მუშაობენ...

იმედია რამე გაგაგებიენ ჩემი ნაბოდვარიდან :D

ვერაფერი ვერ გავიგე მაგრამ მაინც მადლობა :D

ალბათ პროგრამირება უნდა მესმოდეს მაგას რომ მივხვდე

ერთი რაც გავიგე ძალიან შორს არის პროგრამები ვიდეო კარტებთან ოპტიმიზაციისგან და რეალურად რომ მოარგონ პროგრამისტებმა ვიდეო კარტას პროგრამები ბევრად მაღალი მაღალი ხარისხის იქნება გამოსახულება

  • Replies 86
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

Barca

დღეს წარმოგდგენთ კომპანია Intel ის ახალ High-End CPU სოკეტს რომლის შესახებ ჯერ მხოლოდ მცირე ინფორმაცია და რამოდენიმე ფოტო სურათი არსებობს რომელიც ინტერნეტში კომპანია MSI მ გაავრცელა ,ეს გახლავთ MSI ი

გათი

ესეიგი იქიდან დავიწყოთ როცა არ იყო directx / opengl და შეიდერები. ამის გამო პროგრამისტებს არ ჰქონდათ პირდაპირი წვდომა ვიდეოკარტებთან (სხვათაშორის არც ეხლაა, თUმცა პირობები გაუმჯობესდა). directx 8 რ

გათი

კი დაახლოებით მასეა. უშუალო კავშირი არ არსებობს დეველოპერსა და ვიდეოს შორის. აი პროცესორს ჩააყენებ და ვსო, ოპერებსაც მასე. არანაირი მედიატორი დრაივერები. ვიდეოს კიდე დრაივერიც უნდა და ათასი ჯანდ

Posted

მოკლედ - low-level კოდი არ აქვს და მაგიტომ არის მასე.

Posted

გათი მართალი ხარ :)

დღემდე რაც ჰაი ენდ ბარათები გამოდის პრაქტიკულად ყველას დალიმიტერბული DX 11 აქვს

Posted

ვერაფერი ვერ გავიგე მაგრამ მაინც მადლობა :D

ალბათ პროგრამირება უნდა მესმოდეს მაგას რომ მივხვდე

ერთი რაც გავიგე ძალიან შორს არის პროგრამები ვიდეო კარტებთან ოპტიმიზაციისგან და რეალურად რომ მოარგონ პროგრამისტებმა ვიდეო კარტას პროგრამები ბევრად მაღალი მაღალი ხარისხის იქნება გამოსახულება

კი დაახლოებით მასეა. უშუალო კავშირი არ არსებობს დეველოპერსა და ვიდეოს შორის.

აი პროცესორს ჩააყენებ და ვსო, ოპერებსაც მასე. არანაირი მედიატორი დრაივერები.

ვიდეოს კიდე დრაივერიც უნდა და ათასი ჯანდაბა...

  • Upvote 1

100% მართალი ხარ დრაივერებზეა დამოკიდებული წარმადობა... ხან მეტია ხან ნაკლები და ათასი მაიმუნობა აი დრაივერი რომ არ იყოს (შეიძლება იყოს მაგრამ გაცილებით ნაკლები გავლენით) ვიდეო კარტის სრულ შესაძლებლობებს გამოვიყენებდით როგორც პროცესორს ვწურავთ ბოლომდე

ნეტა თუ აკეთებენ DX-ზე რამე უკეთესს მალე გააკეთონ რა

შენ წარმოიდგინე პირველი ეგ იდეა დაებადა და მგონი უკვე რაღაცებს გეგმავს..ვინ? AMD-ს :D და მერე ამბობენ ასი წელი ვერ დაეწევა ნვიდიასო...

ამდ-ში უნდათ ახლა რამე low level კოდით შეცვალონ ყოლიფერი.

პ.ს.

low level - ნიშნავს მანქანურ კოდთან რაც შეიძლება ახლოს, თუმდაც მანქნაურ ენაზე მყოფი კოდი და არა "დაბალი დონის" როგორც ზოგჯერ ჰგონიათ ხოლმე :D

Posted (edited)

ანუ ამდ გეგმავს დაირექტის ის ალტერნატივის შექმნას? ეს თუ გამოუვიდა ამდ არ მისცემს უფლებას ნვიდიას ეს თავისი გამოგონება გამოიყენოს და ამის შედეგად ამდ ს კარტები გაცილებით შედეგიანები იქნებიან ვიდრე ენვიდიასი? :ugly_confused2:

Edited by sauron
Posted

შენ წარმოიდგინე პირველი ეგ იდეა დაებადა და მგონი უკვე რაღაცებს გეგმავს..ვინ? AMD-ს :D და მერე ამბობენ ასი წელი ვერ დაეწევა ნვიდიასო...

ამდ-ში უნდათ ახლა რამე low level კოდით შეცვალონ ყოლიფერი.

პ.ს.

low level - ნიშნავს მანქანურ კოდთან რაც შეიძლება ახლოს, თუმდაც მანქნაურ ენაზე მყოფი კოდი და არა "დაბალი დონის" როგორც ზოგჯერ ჰგონიათ ხოლმე :D

მანქანურ კოდში ორობითი სისტემა იგულისხმება?

ყველაზე low level პროგრამირების ენა ასამბლერია როგორც მე ვიცი

Posted

მანქანურ კოდში ორობითი სისტემა იგულისხმება?

ყველაზე low level პროგრამირების ენა ასამბლერია როგორც მე ვიცი

კი ორობითი იგულისხმება. ზოგჯერ 8ობითიც და 16ობითიც (რადგან ამ 3ს შორის 'გადაყვანა' მანქანისთვის ადვილია)

ყველაზე low level ენა ასემბლია (assembly), ასემბლერი ის 'გარემოა' სადაც ასემბლის კოდი იკვრება.

ეგ რომ ამდ-მ მართლა შექმნას ვერ დაუშლის ნვიდიას, მაგის დაპატენტება არ მოხერხდება ალბათ, რადგან ბიბლიოთეკის გამოყენება დეველოპერებისთვის აუცილებელია ამიტომ ეს ტექნოლოგია უნდა ყველასთვის ხელმისაწყვდომი იყოს.

დღესდღეობით შეიდერების კოდს C-ზეც წერენ, ძალიან იშვიათად ასემბლიზე. აი დრაივერები მაგალითად იქმნება C-ენაზე მაგრამ უმთავრესი კომპონენტები ასემბლიზე კეთდება. თUმცა მთლიანობაში მაინც C-ია.

ნუ ჯერ ადრეა მაგაზე ლაპარაკი, უფრო თეორიაა ვიდრე პრაქტიკა ჩვენთვის.

ისე ტეხამს რომ X79-ზე მარტო 3 პროცი გამოვა. და ისიც ძვირები... :შ

Posted

კი, ამდ-მ აიმაღლა ხმა DirectX-თან დაკავშირებით რამდენიმე კვირის წინ და თქვა, რომ DirectX დეველოპერებს სერიოზულად ზღუდავს GPU-ს სრულად გამოყენების მხრივო. მე ასეთი რამ საერთოდ არ მეგონა, თუ API ასე ზღუდავდა GPU-ს.

მაგრამ რამდენიმე დღეშივე გააკეთა მეორე კომენტარი AMD-მ, რომ ისევ DirectX-ის ერთგულად რჩებოდა.

გათი, შენ მოგეპოვება ეგ ინფორმაცია, რომ სხვა კოდს ქმნის AMD? ბევრი რამ გავიგე შენი პოსტებიდან. საიდან, პროგრამირების, ამდენი ცოდნა? : )

საინტერესოა ნამდვილად, რადგან Microsoft-ის მონოპოლიის დამსხვრევა მოუწევს. ეს კი არ მგონია ასე ადვილად შეძლოს, მითუმეტეს, რომ მეორე კომენტარი ლოიალური იყო DirectX-თან დაკავშირებით. http://www.3dnews.ru/news/amd-po-prezhnemu-ostaetsya-priverzhennoy-directx

BTW, გეიმინგის განყოფილებაშიც დავდე ეს ინფო ადრე.

არამარტო ამდ, სხვებიც ცდილობენ. თუმცა უკეთესი ბორბლის ახლიდან გამოგონება საკმაოდ ძნელია.

ეგ მართალია რომ კონსოლებზე 10ჯერ უკეთესი გრაფიკა შეუძლია.

საბოლოო ბევრ რამეზეა დამოკდიებული თამაშის შედეგი - დრაივერის ხარისხი (რამდენად კარგი კავშირია მომხმარებელსა და ვიდეოს შორის), დაირექტის ბიბლიოთეკა სადაც მთავარი Direct3D ფუნქციებია და თამაშის ძრავა - ამ უკანასკნელზეც საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა მოდის რადგან რენდერერზეა ბევრი რამე დამოკიდებული. ერთი და იგივე თამაში სხვადასხვა ძრავში სხვადასხვანაირად დარენდერდება. წარმომიდგენია crytek რას იზავდა უშუალო კავშირით ვიდეოსთან :D

SNB-E-ს არ ექნება Quick Sync ტექნოლოგია, ეს იმით აიხსნება რომ ასეთი სისტემის ყიდვის დროს შენ უნდა გქონდეს იმდენი ფული რომ დისკრეტული იყიდო :D

აივი ბრიჯი კიდე გამოსვლისთანავე მხოლოდ მეინსტრიმს დაიკავებს, მგონი მაგის ექსტრიმ სეგმენტში ჩადება ჯერ არ იგეგმება.

Posted

საბოლოო ბევრ რამეზეა დამოკდიებული თამაშის შედეგი - დრაივერის ხარისხი (რამდენად კარგი კავშირია მომხმარებელსა და ვიდეოს შორის), დაირექტის ბიბლიოთეკა სადაც მთავარი Direct3D ფუნქციებია და თამაშის ძრავა - ამ უკანასკნელზეც საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა მოდის რადგან რენდერერზეა ბევრი რამე დამოკიდებული. ერთი და იგივე თამაში სხვადასხვა ძრავში სხვადასხვანაირად დარენდერდება. წარმომიდგენია crytek რას იზავდა უშუალო კავშირით ვიდეოსთან :D

რას და კრიზის 2 მინი თამაში იქნებოდა დაბალი გრაფიკით :D

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.