გუგაეონ Posted May 8, 2013 Posted May 8, 2013 შეგახსენებთ, რომ აპრილის ბოლოს სტუდია Techland-მა, რომელსაც ეკუთვნის ისეთი თამაშები, როგორებიც გახლავთ Dead Island და Call of Juarez, საკუთარი ახალი პროექტი, Hellraid ოფიციალურად დააანონსა. ამჯერად დეველოპერებმა თამაშის სადებიუტო თრეილერი გამოაქვეყნეს. Hellraid-ში წარდგენილია ოთხი სათამაშო კლასი (Warrior, Mage, Paladin და Rogue) დიდი რაოდენობით ცივი იარაღის გარდა, განსაკუთრებული ყურადღება მაგიურ შესაძლებლობებსაც დაეთმობა: ცეცხლი, ტელეკინეზი, ელვა და ა.შ. პროექტი მიმდინარე წელს გამოვა და სამივე პლატფორმის (РС, PS3 და Xbox 360) მხარდაჭერას მიიღებს.
baqradze1 Posted May 9, 2013 Posted May 9, 2013 სკაირიმს გავს რაღაცით მარა არამგონია ჯერჯერობით უახლოეს დროში რომელიმე თამაშმა აკოჯობოს სკაირიმს თავის ჯანრში
George Posted December 5, 2013 Posted December 5, 2013 2014 წლისთვისაა დაგეგმილი ვითომ პს-ზე და კონსოლებზე
zaqrinio Posted May 2, 2014 Posted May 2, 2014 Techland-ის გუნდმა გადაწყვიტა, რომ ხელახლა დაენონსებინა ახალი როლური თამაში - Hellraid. შემქმნელებმა გადაწყვიტეს, რომ ძველი კონსოლები ჩაენაცვლებინათ PlayStation 4-ით და Xbox One-ით. თავდაპირველად Hellraid დაანონსეს PlayStation 3-ზე და Xbox 360-ზე, მაგრამ ძრავის შეცვლასთან ერთად შეცვალეს პლათფორმებიც. PC-ს მფლობელებს შეეძლებათ შეიძინონ თამაში ადრეული წვდომის პროგრამით Steam-ში უკვე შემოდგომაზე. Hellraid ადრე იქმნებოდა Chrome Engine 5-ზე, რომელზეც შეიქმნა Dead Island. გუნდმა გადაწყვიტა, ძველი ძრავა შეეცვალა Chrome Engine 6-ით, რომელზეც შეიქმნა Dying Light. თამაშში ამ მოქმედებით გაჩნდება ბრძოლის ახალი სისტემა, მაგიის მექანიკა და შორიდან ბრძოლის სისტემა. თამაშში ასევე დაამატებენ კრაფტინგის სისტემას, სამ ახალ რეჟიმს და სხვადასხვა მახეებს. მოთამაშეებს შეეძლებათ გაიარონ როგორც ერთი მოთამაშის კამპანია, ასევე კოოპერატიული რეჟიმიც 4 ადამიანისთვის. Hellraid-ის რელიზის თარიღი არის 2015 წელი.
zaqrinio Posted June 12, 2014 Posted June 12, 2014 Techland-ის გუნდმა E3-ის გამოფენაზე მიიტანა როლური თამაშის Hellraid-ის ახალი თრეილერი. თამაშში იქნება სამი რეჟიმი: ისტორიის რეჟიმი, მისიის რეჟიმი და არენის რეჟიმი. გეიმერებს შეეძლებათ გაიარონ სიუჟეტურო ხაზი როგორც მარტომ, ასევე კო-ოპერატიულ რეჟიმში. შემქმნელებმა შეგვპირდნენ, რომ წარგვიდგენენ ბრძოლის უნიკალურ სისტემას, ბნელ ატმოსფეროს და ამაღელვებელ სპეცეფექტებს. Hellraid-ის გამოსვლა იგეგმება ახალი თაობის კონსოლებზე და პერსონალურ კომპიუტერებზე 2015 წელს.
Recommended Posts
Archived
This topic is now archived and is closed to further replies.