Jump to content

Hellraid


Recommended Posts

Posted

1367253324-hellraid-logo.jpg

 

შეგახსენებთ, რომ აპრილის ბოლოს სტუდია Techland-მა, რომელსაც ეკუთვნის ისეთი თამაშები, როგორებიც გახლავთ Dead Island და Call of Juarez, საკუთარი ახალი პროექტი, Hellraid ოფიციალურად დააანონსა.

 

ამჯერად დეველოპერებმა თამაშის სადებიუტო თრეილერი გამოაქვეყნეს.

 

Hellraid-ში წარდგენილია ოთხი სათამაშო კლასი (Warrior, Mage, Paladin და Rogue) დიდი რაოდენობით ცივი იარაღის გარდა, განსაკუთრებული ყურადღება მაგიურ შესაძლებლობებსაც დაეთმობა: ცეცხლი, ტელეკინეზი, ელვა და ა.შ.

 

 

პროექტი მიმდინარე წელს გამოვა და სამივე პლატფორმის (РС, PS3 და Xbox 360) მხარდაჭერას მიიღებს.

 

 

 

Posted

კარგი რაგაც ჩანს

Posted

სკაირიმს გავს რაღაცით მარა არამგონია ჯერჯერობით უახლოეს დროში რომელიმე თამაშმა აკოჯობოს სკაირიმს თავის ჯანრში:)

  • 3 weeks later...
  • 2 weeks later...
  • 5 months later...
Posted

2014 წლისთვისაა დაგეგმილი ვითომ პს-ზე და კონსოლებზე

  • 4 months later...
Posted

Techland-ის გუნდმა გადაწყვიტა, რომ ხელახლა დაენონსებინა ახალი როლური თამაში - Hellraid. შემქმნელებმა გადაწყვიტეს, რომ ძველი კონსოლები ჩაენაცვლებინათ PlayStation 4-ით და Xbox One-ით.

 

30165623.jpg

 

თავდაპირველად Hellraid დაანონსეს PlayStation 3-ზე და Xbox 360-ზე, მაგრამ ძრავის შეცვლასთან ერთად შეცვალეს პლათფორმებიც. PC-ს მფლობელებს შეეძლებათ შეიძინონ თამაში ადრეული წვდომის პროგრამით Steam-ში უკვე შემოდგომაზე.
 
Hellraid ადრე იქმნებოდა Chrome Engine 5-ზე, რომელზეც შეიქმნა Dead Island. გუნდმა გადაწყვიტა, ძველი ძრავა შეეცვალა Chrome Engine 6-ით, რომელზეც შეიქმნა Dying Light.

 

67675319.jpg

 

თამაშში ამ მოქმედებით გაჩნდება ბრძოლის ახალი სისტემა, მაგიის მექანიკა და შორიდან ბრძოლის სისტემა. თამაშში ასევე დაამატებენ კრაფტინგის სისტემას, სამ ახალ რეჟიმს და სხვადასხვა მახეებს. მოთამაშეებს შეეძლებათ გაიარონ როგორც ერთი მოთამაშის კამპანია, ასევე კოოპერატიული რეჟიმიც 4 ადამიანისთვის.

 

Zp0W70QEJOw.jpg

 

Hellraid-ის რელიზის თარიღი არის 2015 წელი.

  • 1 month later...
Posted

Techland-ის გუნდმა E3-ის გამოფენაზე მიიტანა როლური თამაშის Hellraid-ის ახალი თრეილერი. თამაშში იქნება სამი რეჟიმი: ისტორიის რეჟიმი, მისიის რეჟიმი და არენის რეჟიმი.

 

9ae3ba01e402.jpg

 

გეიმერებს შეეძლებათ გაიარონ სიუჟეტურო ხაზი როგორც მარტომ, ასევე კო-ოპერატიულ რეჟიმში. შემქმნელებმა შეგვპირდნენ, რომ წარგვიდგენენ ბრძოლის უნიკალურ სისტემას, ბნელ ატმოსფეროს და ამაღელვებელ სპეცეფექტებს.
 
Hellraid-ის გამოსვლა იგეგმება ახალი თაობის კონსოლებზე და პერსონალურ კომპიუტერებზე 2015 წელს.

 

  • Barca locked this topic

Archived

This topic is now archived and is closed to further replies.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.