Jump to content

აბა ფიზიკოსებო მომეხმარეთ


Recommended Posts

Posted

1.მოცურავე,რომელიც ჩაყვინთავს,ყურებში ტკივილს შეიგრძნობს. რატომ?

2.კოშკურადან წყალში მხტომელი ყოველთვის ცდილობს წყალში შევიდეს ვერტიკალურად და არა ჰორიზონტალურად, რატომ?

3. რატომაა წელამდე წყალში ცურვა უფრო ადვილი, ვიდრე სიარული?

4. მყვინთავის ფეხსაცმელს უკეთებენ ტყვიის ლანჩს, მკერდზე და ზურგზე კი ტყვიის ფირფიტებს ამაგრებენ. რატომ?

5.მოცურავე წყლის ზედაპირზე ზურგით უძრავად წევს, როგორ და რატომ შეიცვლება მოცურავის სხეულის მდებარეობა წყლის ზედაპირის მიმართ,როცა იგი ღრმად ჩაისუნთქავს და ამოისუნთქავს?

6. წყლის ზედაპირზე დაეცა წითელი სინათლის შუქი, რა ფერის სინათლეს დაინახავს წყლის ფსკერზე მყოფი აკვალანგისტი?

7.წყლიდან ამოსული მოცურავე შეიგრძნობს სიცივეს და ეს შეგრძნება ქარიან ამინდში უფრო ძლიერია. რატომ?

8. ადგილიდან, გამორბენით და ტრამპლინიდან ხტომისას რა კუთხით უნდა ახტეს ჰორიზონტის მიმართ სპორტსმენი, რომ ყველაზე დიდი ნახტომი გააკეთოს?

9. წყალში მცურავ აკვალანგისტს ყოველთვის შეუძლია დაინახოს ნაპირზე მყოფი მეთევზე, მეთევზეს კი ყოველთვის არ შეუძლია მისი დანახვა. რატომ?

10. შეუძლია თუ არა მაშველ რგოლს შეაკავოს წყალში ადამიანების ნებისმიერი რაოდენობა?

 

Posted

დამაინტერესა ... 

Posted


კოშკურადან წყალში მხტომელი ყოველთვის ცდილობს წყალში შევიდეს ვერტიკალურად და არა ჰორიზონტალურად, რატომ?
არ შევა ვერტიკალურად და კაი ჩიტსაც დაიჭერს
Posted

მე არც ფიზიკოსი ვარ და არც დიდი მცოდნე მაგრამ მსგავსი კითხვები მეც მქონდა და მართალია ცოტა ფიზიკაც დამეხმარა და საკუთარი დაკვირვებითაც რაღაცეები გამოვარკვიე.

 

1. იმიტომ რომ წყალში ჩასვლისას წნევა იზრდება და შესაბამისად მეტი წნევით აწვება წყალი ყურის აპკს, რაც ალბათ წუილს გამოიწვევს.

2. დავიდისა თქმისა მართლა კაი ჩიტს დაიჭერს, გასკდება ფაშვივით, რადგან როცა ვერტიკალურად ხტები დაცემისას ზედაპირის ფართობი იზრდება (მართალია წნევა მცირდება), მაგრამ მაინც ალბათ ამიტომ.

3. მეამე ცოტა უცნაური რამაა :D

4. იმიტომ რომ არ მყვინთავმა ტივტივი არ დაწიყოს, ტყვია გამოირჩევა სიმკვირივით, მყვინთავი კი არქიმედეს ძალით უაზროდ ყველა ჩაყვინთვაზე არ ამოტივტივდება.

8. ალბათ 45 გრადუსი, იმასაც გააჩნია რა სიმაღლეა.

დანარჩენებსაც ვწვავ მარა :D ვერ ვაყალიბებ

Posted

2. დედა მოეტყ... და მაგიტომ :D

Posted

1.ზე გეტყვი რომ ატმოსფერული წნევა იმედია იცი რაც არის... ჯერ ატმოსფერული წნევა აწვება ადამიანს მერე კიდევ წყალში რომ ჩავა წყლის წნევაც ემატება (მყვინთავებს განსაზღვრულ დონემდე შეუძლიათ ჩაყვინთონ რადგან წნევის გამო თუნდაც ყურებმა არ შეაწუხოს შეიძლება უბრალოდ {{{დაგჭეჭყავ მოპარული ჟეშტივითო რო იციან ისე შეიძლება გაიჭყლიტოს) ყურები კი იმიტომ ტკივა რომ აპკს აწვება წნევა ძალიან 

Posted

მე 3 კითხვის პასუხი ალბათ არქიმედის კანონს ემორჩილება რომ წყალში ჩაძირულ სხეულზე( ანუ ამ შემთხვევაში ადამიანზე) მოქმედებს ამომგდები ძალა ამიტომაც სიარული ჭირს რადგან ამომგდებ ძალას ზევით მიყავს სხეული

2 კითხვა ალბათ ნიუტონის კანონს ემორჩილება ქმედებას აქვს მოდულით ტოლი უკუქმედება ანუ როდესაც ვერტიკალურად შედის წინაღობა ნაკლებია რადგან შეხების ფართობი ნაკლებია ამიტომ უკუქმედების ძალაც ნაკლებია ჰორიზონტალურად კი ფართობის გაზდით წინარობა იზრდება და შესაბამისად იზდება უკუქმედების ძალაც 

Posted

მე-4 პასუხი ისევ არქიმედეა სიმძიმეებს მიტომ უკეთებენ ალბათ რომ შეამცირონ ამომგდები ძალა და ყვინთვა უფრო მარტივი გახდეს

8 პასუხი ყველა ვარიანტში მართლაც 45 გარადუსია

10 ის პასუხი არა რათქმა უნდა ერთი მაშველი რგოლი ვერ შეაკავებს ადამიანების დიდ რაოდენობას თუ ის ერთ ადამიანზეა გათვლილი , რაც მეტი მოცულობა აქვს მით მეთ ადამიანს შეაკავებს ადრე მახსოვს დიდი მანქანა რომაა 'ბელაზი" ერქმა რაგაც უზარმაზარი კამერა ქონდა და მტელი სოფლის ბიჭები შემოვსხდებოდით ზედ მდინარეში და ტიტანიკზე გვეგონა თავი :rofl:

Posted

7-ის პასუხი აორთქლებასთან მგონია დაკავშირებული ანუ სველი რომ ამოდიხარ წყლიდან ეს წყალი ორთქლდება და რაც თავისთავად აცივებს სხეულს , ეს ეფექტი ქარიან ამიდში ალბათ ძლიერდება , მაგრამ რამდენად სწორია არ ვიცი

1 პასუხი წნევაა ნამდვილად რაც უფრო ღმად ჩადიხარ მით უფრო იზრდება წნევა ადამიანს ყურის აფკი კი გარკვეულ წნევაზეა გათვლილი  ამიტომაც წნევა აფკს აწვება და იგრძნობა ტკივილი რაც უფრო დაბლა ეშვები მით უფრო  და გარკვეული ზღვარია სადამდეც  შეიძლება ადამიანი ჩავიდეს აკვალანგის გარეშე ...

Posted

8. ადგილიდან, გამორბენით და ტრამპლინიდან ხტომისას რა კუთხით უნდა ახტეს ჰორიზონტის მიმართ სპორტსმენი, რომ ყველაზე დიდი ნახტომი გააკეთოს?

 

დიდში რა იგულისხმება სიმაღლე თუ სიშორე გადმოხტომის ადგილიდან ჩახტომის ადგილამდე? თუ სიმაღლე მაშინ მგონია რომ რაც შეილება ახლო 90 გრადუსთან, თუ სიგრძე მაშინ ალბათ 45 გრადუსი

Posted

1.მოცურავე,რომელიც ჩაყვინთავს,ყურებში ტკივილს შეიგრძნობს. რატომ?

2.კოშკურადან წყალში მხტომელი ყოველთვის ცდილობს წყალში შევიდეს ვერტიკალურად და არა ჰორიზონტალურად, რატომ?

3. რატომაა წელამდე წყალში ცურვა უფრო ადვილი, ვიდრე სიარული?

4. მყვინთავის ფეხსაცმელს უკეთებენ ტყვიის ლანჩს, მკერდზე და ზურგზე კი ტყვიის ფირფიტებს ამაგრებენ. რატომ?

5.მოცურავე წ%$&# ზედაპირზე ზურგით უძრავად წევს, როგორ და რატომ შეიცვლება მოცურავის სხეულის მდებარეობა წ%$&# ზედაპირის მიმართ,როცა იგი ღრმად ჩაისუნთქავს და ამოისუნთქავს?

6. წ%$&# ზედაპირზე დაეცა წითელი სინათლის შუქი, რა ფერის სინათლეს დაინახავს წ%$&# ფსკერზე მყოფი აკვალანგისტი?

7.წ#$%დან ამოსული მოცურავე შეიგრძნობს სიცივეს და ეს შეგრძნება ქარიან ამინდში უფრო ძლიერია. რატომ?

8. ადგილიდან, გამორბენით და ტრამპლინიდან ხტომისას რა კუთხით უნდა ახტეს ჰორიზონტის მიმართ სპორტსმენი, რომ ყველაზე დიდი ნახტომი გააკეთოს?

9. წყალში მცურავ აკვალანგისტს ყოველთვის შეუძლია დაინახოს ნაპირზე მყოფი მეთევზე, მეთევზეს კი ყოველთვის არ შეუძლია მისი დანახვა. რატომ?

10. შეუძლია თუ არა მაშველ რგოლს შეაკავოს წყალში ადამიანების ნებისმიერი რაოდენობა?

1. წნევა იზრდება წყალში.

2. წინაღობის გამო. გლეხურად რომ ვთქვათ პატარა ფართობის მქონე სხეულისთვის უფრო ადვილია სხვა სხეულში გავლა, რადგან ნაკლებ ფართობზე მეტი ძალა მოდის, დიდზე კიდე ნაწილდება. ისევ გლეხური მაგალითი: დანით კარაქის დაჭრა უფრო ადვილია ვიდრე მილით.

3. წინაღობა ბევრად მეტია წყალში სიარულისას ვიდრე ცურვის დროს. აქაც იგივე შემთხვევაა რაც ზევით. + წყალში მოქმედებს ამომგდები ძალა. მითუმეტეს თუ ზღვაში დარბიხარ.

4. ტყვია მძიმეა და ეხმარება მყვინთავებს რომ ტივტივი არ დაიწყონ წყალზე.

5. ჩასუთქვისას ზევით ამოიწევს სხეული რადგან ჰაერი მსუბუქია. ამოსუნთქვისას პირიქით. გასაბერი ბალიშის პრინციპია :)

6. წითელს ყველაზე მოკლე ტალღის სიგრძე აქვს ამიტომ სიღრმეში ყველაზე მეტად უფერულდება. ზუსტ პასუხს ვერ გაქცემ.

7. წყალი ორთქლდება ამოსვლისას. ქარის დროს უფრო სწრაფად. აორთქლება ტემპერატურის დაცემას იწვევს. იგივე პრინციპით მოქმედებს ოფლი. გამოიყოფა  იმიტომ რომ ორგანიზმი არ გადახურდეს.

8. არ ვიცი

9. მეთევზე ვერ დაინახავს ყოველთვის რადგან მზის სინათლეს ირეკლავს წყალი. სხეულების აღქმა კი ზუსტად არეკვლილი სინათლით ხდება.

10. გააჩნია მაშველი რგოლის ზომას.

Posted

5.მოცურავე %$&# ზედაპირზე ზურგით უძრავად წევს

 

საღოოლ მაგას   :blink:

Posted

გავაიასნე ბრად. აღარაა ასტრონავტები საჭირო :D იმ ორ კითხვასაც დავგუგლავ და ვნახავ.

Posted

 

არ შემიძლია ცუდი დიზაინი არ ავღნიშნო... ასევე ტექნუკარადაც... საშინელებაა ჯუმლა :D

Posted

9. წყალში მცურავ აკვალანგისტს ყოველთვის შეუძლია დაინახოს ნაპირზე მყოფი მეთევზე, მეთევზეს კი ყოველთვის არ შეუძლია მისი დანახვა. რატომ?

 

ეს სინათლის გარდატეხასთანაა კავშირში. ნაკლებად მკვრივი გარემოდან მეტად მკვრივ გარემოში სინათლის სხივის გადასვლისას სხვადასხვა კუთხით ხდება გარდატეხა. ნაპირზე მდგომი ადამიანი შეზღუდულია ამ დაცემის კუთხის შეცვლით მყვინთავი კი არა ჩაყვინთავს უფრო ღრმად და გამყოფ საზღვარს რაც უფრო დაშორდება მით უფრო გაზრდის დაცემის კუთხეს.

Posted

არ შემიძლია ცუდი დიზაინი არ ავღნიშნო... ასევე ტექნუკარადაც... საშინელებაა ჯუმლა :D

მე ბოდიში ეხლა უკეთესი რო არაა :D 

გავაიასნე ბრად. აღარაა ასტრონავტები საჭირო :D იმ ორ კითხვასაც დავგუგლავ და ვნახავ.

oks :D 

Posted

6. რაც უფრო ღრმად ჩადიხარ წყალში მზის სინათლის ფერები იფილტრება და გადადის ნაცრისფერისკენ. წითელი სინათლე წყალქვეშ ჩანს როგორც ნაცრისფერი ან მწვანე.

Posted

ადვილია ძალიან ცოტა ფიქრი უნდა

Posted

2.კოშკურადან წყალში მხტომელი ყოველთვის ცდილობს წყალში შევიდეს ვერტიკალურად და არა ჰორიზონტალურად, რატომ?

4. მყვინთავის ფეხსაცმელს უკეთებენ ტყვიის ლანჩს, მკერდზე და ზურგზე კი ტყვიის ფირფიტებს ამაგრებენ. რატომ?

5.მოცურავე წ%$&# ზედაპირზე ზურგით უძრავად წევს, როგორ და რატომ შეიცვლება მოცურავის სხეულის მდებარეობა წ%$&# ზედაპირის მიმართ,როცა იგი ღრმად ჩაისუნთქავს და ამოისუნთქავს?

 

2. წყლის წინაღობა ნაკლებია და იმიტომ ადვილად ჭრის წყლის მოლეკულებს იგივეა თვითმფრინავი ჰაერის მაგალითზე თუ დააკვირდები ცხვირი ყველას წვეტიანი აქ ან მომრგვალებული 

4. სავარაუდოდ სიმძიმის ცენტრი რომ არ დაირღვეს

5ჩასუნთქვის შემთხვევაში ჩაიძირება იმიტომ რომ დამძიმდება სხეული და ამოსუნთქვის დროს პირიქით მსუბუქდება და წყლის ამომგდებ ძალას არ გაუჭირდება შეკავება 

Posted

1.მოცურავე,რომელიც ჩაყვინთავს,ყურებში ტკივილს შეიგრძნობს. რატომ?

2.კოშკურადან წყალში მხტომელი ყოველთვის ცდილობს წყალში შევიდეს ვერტიკალურად და არა ჰორიზონტალურად, რატომ?

3. რატომაა წელამდე წყალში ცურვა უფრო ადვილი, ვიდრე სიარული?

4. მყვინთავის ფეხსაცმელს უკეთებენ ტყვიის ლანჩს, მკერდზე და ზურგზე კი ტყვიის ფირფიტებს ამაგრებენ. რატომ?

5.მოცურავე წ%$&# ზედაპირზე ზურგით უძრავად წევს, როგორ და რატომ შეიცვლება მოცურავის სხეულის მდებარეობა წ%$&# ზედაპირის მიმართ,როცა იგი ღრმად ჩაისუნთქავს და ამოისუნთქავს?

6. წ%$&# ზედაპირზე დაეცა წითელი სინათლის შუქი, რა ფერის სინათლეს დაინახავს წ%$&# ფსკერზე მყოფი აკვალანგისტი?

7.წყლიდან ამოსული მოცურავე შეიგრძნობს სიცივეს და ეს შეგრძნება ქარიან ამინდში უფრო ძლიერია. რატომ?

8. ადგილიდან, გამორბენით და ტრამპლინიდან ხტომისას რა კუთხით უნდა ახტეს ჰორიზონტის მიმართ სპორტსმენი, რომ ყველაზე დიდი ნახტომი გააკეთოს?

9. წყალში მცურავ აკვალანგისტს ყოველთვის შეუძლია დაინახოს ნაპირზე მყოფი მეთევზე, მეთევზეს კი ყოველთვის არ შეუძლია მისი დანახვა. რატომ?

10. შეუძლია თუ არა მაშველ რგოლს შეაკავოს წყალში ადამიანების ნებისმიერი რაოდენობა?

 

მარტივებია არ უნდა გაგჭირვებოდა პაუსუხის გაცემა

 

1) რაც უფრო ღრმად ჩადიხარ უფრო მაღალი წნევაა. შესაბამისად ყურს დიდი დატვირთვა აწვება და გტკიხვა

2) შეხების ზედაპირი რაც შეიძლება პატარა რომ იყოს, უფრო უმტკივნეულოდ ჩავა

3) წყალში ზოგადად სირაული ძნელია, მისი სიმკვრივის გამო

4) ისევ და ისევ მაღალი წნევისგან თავდასაცავად

5) ამოსუნთქვისას ცოტა ჩაიწევა, ჩასუნთქვისას ისევ ამოიწევა

6) რა ფერი ზუსტად არ მახსოვს, გარდატყდება სხივი და ფერი შეიცვლება ცოტა

7) წყლის აროთქლების გამო, აორთქლების პროცესში სითბოს გამოყობ და შესაბამისად გცივა

8) 45 ით

9) სინათლის შეღწავედობის გამო. როგორც წესი ზედაპირიდან სინათლე ცუდად ჩადის თან იდეალურად სუფთა არ არის წყალი, ქვემოდან კი ყველაზე მცირე შავად მაინც გამოჩნდება

10) არა

  • Barca locked this topic

Archived

This topic is now archived and is closed to further replies.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.