Jump to content

Recommended Posts

Posted

იმდენად მოხშირდა გათიშვები, უშუქობა ძალიან დავიღალე უკვე, თანაც მუშაობაშიც ხელი მეშლებოდა და არც კომპს მოწონს ასე პირდაპირ გამორთვები. ეს power station დავითრიე. https://extra.ge/product/ecoflow-delta-3-portatuli-eleqtrosadguri/1101825 ზუსტად იგივე მოდელი იგივე ფასად ედო ალტას და მანდ ვიყიდე. მაგარი ფასდაკლებაა ვისაც გინდათ იჩქარეთ.

passthrough mode აქვს UPS-ს ფუნქციაც აქვს 10 ms -ში რთავს შუქის წასვლის შემთხვევაში. გუშინ გავტესტე და ჩემი mini pc + მონიტორი + მაგიდა (რომელიც ზემოთ ქვემოთ მატორით ადის ჩამოდის, უსბ პორტები და უკაბელო დამტენი აქვს, ამათ ვიყენებ ხოლმე) + როუტერი 9 საათი ამუშავა. 100-დან 4%-მდე.

220-ზე გადაყვანისას აქვს რათქმაუნდა დანაკარგი. ისე კარგი იქნება მონიტორები და ზოგადად ესეთი ტექნიკა თუ გადავა usb type C-ზე. 240 W-იანი კაბელებიც კია მანდ და დამტენები და რაღად უნდათ ეს 220-იან და 110-იან კვების ბლოკებს რომ აყოლებენ? გააკეთონდ ბარემ პირდაპირ type C და მსგავსი power station-ები პირდაპირ type C-დან კვების მიწოდების შემთხვევაში კიდევ უფრო დიდხანს გაძლებენ.

იმდენი ფუნქცია აქვს ჯერ ბოლომდე არც შემისწავლია. მზის ელემენტი მინდა ვიყიდო 500 W-თ შეუძლია დატენვა მაგით. იდეალურ ვარიანტში 2.5 საათში მაქსიმუმ 0-დან 100 მდე მზით დაიტენება მხოლოდ. ისე დენზე 1.5 kw-თ საათზე ნაკლებში დაიტენა. ეხლა 15-85%-ებზე შევზღუდე და კვებაც 500 w-ზე დავალიმიტე. არც ნელა და არც ჩქარა რომ არ დაიტენოს. მასე დალიმიტებულიც კი იმდენ სამუშაო დროს მომცემს რომ კისრამდე მეყოფა. თუმცა შიდა ბატარეები მაინც ძალიან გამძლეებია 4000 ციკლის მერე 80% ტევადობას ინარჩუნებს. 5 წელი მაგიტომ აქვს ალბათ გარანტია რომ საკმაოდ გამლეა.

ხო უკან პორტი აქვს დამატებით ელემენტის შესაერთებლად. ესეთი მაგალითად 1 kwh-იანი https://extra.ge/product/ecoflow-delta-3-extra-battery-portatuli-eleqtrosadguri/1101867

მაქსიმუმ 4 KWH-ს ელემენტის დამატება მოსულა ანუ შიდა 1 KWH-ს ჩათვლით 5 გამოვა. ლოლ ეგეთი 45 საათს ეყოფოდა ჩემს სეთაფს.

1.8 KWH-ს გასცემს და x-boost mode-თ 2.6-ც შეუძლია და მოკლე დროით 3.6-მდეც ადის. თმის ფენი დავსვი x boost-ს გარეშე 1865 W მიქონდა და არ გამორთულა. ანუ სახლში მაცივარი და ტელევიზორიც თავისუფლად დაჯდება ერთდროულად კომპიუტერულ ტექნიკასთან ერთად. მაცივარს კი გააჩნია ისე. პრინციპში კომპსაც ზოგს 1.2 kw-იანი კვება და შესაბამისი ნაწილებიც უდევს შიგნით :D ინვერტორული თანამედროვე მაცივრები შედარებით პატარები საკმაოდ მცირე ენერგიას მოიხმარენ.

ფენი უყენია მაგრამ გინდა მუშაობდეს გინდ არა ხმა არ ისმის საერთოდ. ისე კი 600 w-ზე მეტ დატვირთვაზე ირთვება მხოლოდ. ანუ ჩემ შემთხვევაში არასოდეს :D

საკმაო ხანია ups სოლუშენს ვეძებ. lifepo4 აკუმლატორის ბაზაზე ჩემით აწყობა მქონდა გადაწყვეტილი, აი ამით https://www.amazon.com/LiFePO4-Battery-Perfect-Applications-Warranty/dp/B084DB36KW/ref=sr_1_1?crid=3NNPN2UIXQT51&dib=eyJ2IjoiMSJ9.UuV9ob9UYZWTj3pIKfjNrckz0--59F6m8i8NM6QcZb8V0XKV-YQxF9GBp1hjdSYWQtbYIGgNQeHRCmTXe4GZFspedGrGUWV1U16RAprXGPIYgB0qxTCjPEH3jRho0XQBT-SnRK_1dKtu5IPu7BYZGYnp7W6pyUwvPiEb6vBuGdNY0ZEU3PF2YvAPUg41DfySf7p_48D-zz8aA42mtmRuS2eiEP1nzCmv7gA71Zjp478.JSoaszTZc4RxfDChCRV0is8SWaPRMBRCmW2mCHj0v48&dib_tag=se&keywords=litime%2B12v%2B100ah&qid=1750985650&sprefix=litime%2B12%2B100ah%2Caps%2C230&sr=8-1&th=1

მაგრამ ბოლოს ამაზე ძვირი დამიჯდებოდა ალბათ და თან არ იქნებოდა კომპაქტური და ლამაზი მაინც და ფუნქციონალიც არ ექნებოდა დახვეწილი როგორც ამას. wifi-ც აქვს და  BT-ც და აპლიკაციიდან აკონტროლებ.

ისე ამ ალუმლატორის მიერთება შეიძლება პირდაპირ მზის ელემენტის დამტენის ადგილას. ვნახე აკეთებენ მასეც და რათქმაუნდა იზრდება უკვე ტევადობა, მაგრამ მერე მაგ აკუმლატორისთვის მაინც გინდა ცალკე დამტენი რომ დატენო. ამიტომ ისევ მზის ელემენტის ყიდვა ჯობია.

მოკლედ recommended!

Posted

ჩემთან პირიქით, იყო ერთი პერიოდი ხშირათ რუსთავში მე სადაც ვცხოვრობ შუქის გათიშვები, მაგრამ ეხლა ძალიან იშვიათათ, თვეების უკან გაითიშა ბოლოს მგონი, მალევე მოდის თუ ითიშება ხოლმე, გრძელვადიანი გათიშვები საერთოდ აღარ ყოფილა წელზე მეტია მგონი, რაღაცეები გაარემონტეს ეტყობა, ამიტომ ეგ პრობლემა ჩემთან აღარაა აშკარათ, დენის ფილტრზე მაქვს სულ უბრალოზე მე მიერთებული, მაგას კი ჯერ არ გაუბერია და გამართულათ მუშაობს, კვებაც ნორმალური მიყენია იაპონური შიგნეულობით თერმალტეიკის გოლდია 650 ვატიანი, ეგ ადვილათ არ გააცხობს სულს, მე ისე ფასტბუტი მაინც გამორთული მაქვს ბიოსიდან და ვინდოუსიდან, აგრეთვე ვთიშავ დენის ფილტრის კნოპკას როცა ვიძინებ, არ ვტოვებ ხოლმე ჩართულს არასდროს, მაინც ეგრე ჯობია რომ იყოს ალბათ, არაფერი არ უბერავს უკვე კარგა ხანია მაგრამ მაინც, ისე როუტერი რაც გადავიყვანე დენის ფილტრზე უფრო გამართულათ მუშაობს ყველაფერი, თუმცა მაგას არ ვთიშავ სულ ჩართულია, მაგრამ შტეფსელის მაგივრათ ეგეც დენის ფილტრზე დავსვი და უფრო კარგათ მუშაობს მასე, რესეტები და ეგეთები ფაქტიურათ არა აქვს ჩემთან სილკის ოპტიკურზე, არც წამიერი გათიშვების და პაკეტ ლოსების პრობლემა მაქვს, ერთადერთი ვაიფაის მაგივრათ მე 1გბპს კაბელით მაქვს როუტერიდან ჩემ კომპამდე მიერთებული, სტროგათ აკაჩავებს 65მბპს აპზე და დაუნზე, არაფერი აკლდება დიდათ და მე ეგ სისწრაფე მაკმაყოფილებს 37 ლარიან პაკეტზე რაცაა ეხლა რეგიონებში+ iptv 170 კანალზე გადახვევებით, არ გამომიცვლია ისე როიტერი და დეკოდერი, რაც დააყენეს ეგ დავტოვე, კი ვაიფაი სუსტია, მაგრამ კუხნაშიც კი აქვს სიგნალი მაგ 3 ანტენიან უბრალო როუტერზე, სმარტფონზე კარგათ იწერს ყველაფერს მეორე ოთახში 4გ-ზეც კი, მეტი არ მჭირდება დიდათ და მე პირადათ ვაიფაის არც ვხმარობ, ისე ჩემთან ადრე 10 წელზე მეტი მეყენა 650 ვატიანი კორსარის ბრონზა, მაგ კვებით არცერთხელ არ დამწვარა არაფერი წლების მანძილზე როცა მართლა ცუდი სიტუაცია იყო და ძალიან ხშირათ ითიშებოდა დენი და ქონდა სხვა პრობლემებიც წლების უკან, ალბათ ბანალურათ გამიმართლა, მაშინაც მარტო დენის ფილტზე მქონდა მიერთებული

  • 2 weeks later...
Posted

მინი სმარტ ups-ის Marsriva KP9 Pro მიმოხილვა რუსულათ: https://www.ixbt.com/supply/marsriva-kp9-pro-review.html

  • 5 months later...
Posted

CBR Essence ESN-1500 UPS მიმოხილვა რუსულათ: https://www.ixbt.com/supply/cbr-essence-esn-1500-review.html

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.