Jump to content

Headphone & Sound


Recommended Posts

Posted

თქვენი თხოვნის და სურვილის გათვალისწინებით $#^#(|დები მოგაწოდოთ მცირედი ინფორმაცია ყურსასმენების, აუდიო ბარათების და ზოგადად ციფრული აუდიო სიგნალის შესახებ.

 

იდეალური აუდიო სიგნალის სმენის ორგანოებამდე მიყვანას ბევრი წვრილმანი აქვს. ჩვენ შემთხვევაში გვაინტერესებს უკვე მზა ციფრული აუდიო ფაილი , მისი დეკოდირება და პროცესინგი , სიგნალის მიტანა ყურსასმენამდე და შემდგომ ამ ყველაფრის ისე აჟღერება ,რომ რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგი გვქონდეს.

 

 

1. ციფრული აუდიო ფაილის მცირედი მიმოხილვა

 

ამ წუთისთვის ყველაზე გავრცელებული ფორმატი გახლავთ მპ3. ასევე ყველა ჩვენგანმა იცის რომ ინტერნეტში არსებული მპ3 ფაილების 95% და მეტი გადმოკოდირებულია იდეალურ შემთხვევაში კომპაქტ დისკებიდან. მპ3 ფაილის მაქსიმალური ოფიციალური ბიტრეიტი გახლავთ 320კბპს და დღევანდელი HDD ების ფასების გათვალისწინებით მინდა აქვე ყველას ვურჩიო , რომ არაფერი არ ჩამოწეროს რაც 256 კბპს-ზე დაბლაა. 1 მეგაბაიტის ეკონომია დიდ როლს თამაშობდა 10 წლის წინ.

დღეს უკვე ნებისმიერ ჩვენგანს აქვს 500GB+ HDD ,ასე რომ 128-192 კბპს ფაილებმა ჩემი აზრით მიზანი და გამართლება დაკარგეს.

 

ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ის ფაქტიც რომ აუდიო სიდი გახლავთ 16ბიტი/44.1 კილოჰერცზე სეიმპლი. აქედან გამომდინარე თვითონ აუდიო დისკი უკვე საგრძნობლადაა დაშორებული საწყისი ფაილისგან. თავმოყვარე ხმის სტუდიოში სეიმპლები 24ბიტი/192კჰც-32 ბიტი/384კჰც სეიმპლინგში აქვთ სამუშაოდ.

აქვე ვიტყოდი რომ, 16ბიტი/44.1 კილოჰერციანი სოურსიდან ფაილის FLAC-ად გადმოკოდირება მიმაჩნია სისულელედ და ერთადერთი სხვაობა რაც იარსებებს იქნება 15-20 კილოჰერციანი დამატებითი ზონა, რაც ყველას არ ესმის ისე ,რომ მუსიკაში შეიგრძნოს და ისიამოვნოს.

 

აქედან გამომდინარე ვიტყოდი იმას, რომ თუ აუცილებლად FLAC Lossles ფაილების ჩამოწერა გინდათ და პრეტენზია გაგაჩნიათ აუდიოფაილის სტატუსზე, მაშინ იზრუნეთ იმაზე ,რომ საწყისი წყარო იყოს სულ ცოტა 24ბიტი/96კჰც სოურსი.

 

 

შემდეგი საკითხია თუ რამდენად მოსმენადია 320კბპს მპს და Lossles ფაილებს შორის სხვაობა.

სპექტრული ანალიზის გაკეთება ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია. ანუ ვიღებთ ნებისმიერი წყაროს, ვაკოპიებთ მას მპ3 320 და Lossles -ად . მერე ვხსნით აუდიო პროგრამაში და ვაკვირდებით გამოყენებულ სპექტრს.

Lossles ფაილს ექნება შედარებიტ მეტი დაფარვა. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად გაიგონებთ ამ სხვაობას.

მპ3 შეიქმნა ზუსტად ადამიანის სმენის შესაძლებლობების გათვალისწინებით. ადამიანის ყურს არ შეუძლია ერთბაშად აღიქვას 50 ჰერციანი ბასი და 20 კილოჰერციანი თრებლი ერთდროულად. მპ3 კოდირება იყენებს ამ ხრიკს და საჭირო მომენტებში გუდავს დიაპაზონს ისე , რომ "მაინც ვერ გავიგონებდით" . რა თქმა უნდა არიან ადამიანები ,რომლებსაც ზებუნებრივი სმენა აქვთ და შეუძლიათ უფრო მეტის გარჩევა და მოსმენა ვიდრე ყველას. ალბათ 10 -დან 1 იქნება ასეთი, მაქსიმუმ 2.

 

ამას უნდა დავამატოთ ის ფაქტიც ,რომ ასაკთან ერთად კლებულობს მაღალი დიაპაზონის აღქმის უნარი.სადღაც 40 წლის ასაკში 20 კილოჰერცი თითქმის მკვდარი ზონაა. ნუ ამ წესს ყველაზე ვერ გამოვიყენებთ, მაგრამ ცნობილი ფაქტია და ეხება ადამიანების 80%-ს მაინც თუმცა დეგრადაცია 100%-ში დამტკიცებულია.

 

 

თუ ჩამოწერეთ ინტერნეტიდან მპ3 ფაილი და მერე შეადარეთ იგივე სიმღერას Lossles-ში, დიდი შანსია საერთოდ ვერაფერი გაარჩიოთ.მიზეზები უკვე დავწერე ზემოთ. ან არასწორი სოურსია გამოყენებული , ან უბრალოდ მიეკუთვნებით იმ 80%-ს ვისაც ნორმალური სმენა აქვს.

 

ძალიან ელემენტარული წარმოდგენა რომ შეგექმნათ აუდიო ფაილზე:

 

სიგნალი მოიცავს ადამიანის სმენის სრულ დიაპაზონს. 20-500 ჰერციან ზონას აღვიქვამთ როგორც ბასს , 500-7000 ჰერცი არის ე.წ. შუა ზონა სადაც ზოგადად ადამიანის სიმღერის ხმა ისმის.8-20 კილოჰერცი უკვე გახლავთ თრებლი , შიშინი-ფონი რაც დასდევს მუსიკას და რაც სამწუხაროდ ხშირად ბევრისგან აღქმება როგორც Fidelity-სისუფთავე.

 

თრებლის მაქსიმუმზე აწევა არ ასუფთავებს ხმას და თუ კარგად მოუსმენთ არასასიამოვნო ხდება მუსიკის მოსმენა!

თრებლი უბრალოდ არ უნდა იყოს შუა ზონაზე დაბლა და როგორც წესი ყველაზე ძვირფას ყურსასმენებშიც კი აქვს შედარებით მინიმალური დატვირთვა დაბალ და შუა ზონებთან შედარებით

 

 

ეს მცირედი ინფორმაცია შეეხებოდა ძირითადად იმ ციფრულ აუდიო ფაილებს რაც ყველა ჩვენგანს აქვს და აქტუალური თემაა.ახლა ცოტა $#^#(|დები სივრცულ ხმას და გეიმინგს შევეხო.

 

ტყუილად არ გეგონოთ,რომ რახან ყურსასმენია სივრცული ხმის სიმულირება შეუძლებელია.

სივრცული ხმა თვითონ სიმულაციაა და ზოგადად სივრცული ხმის აღქმის სიმულაცია ხდება ტვინის დონეზე. ასე რომ თუ ყურსასმენში სივრცული ხმა კარგადაა გადაწყვეტილი , ეს იქნება კარგი და სასიამოვნო ეფექტი. სულაც არაა აუცილებელი ზურგს უკან გედგას დინამიკი ამ ყველაფრისთვის.ნუ დაგავიწყდებათ ,რომ ყურსასმენი მთლიანად კეტავს სასმენ ორგანოს-ყურს და თეორიულად შეუძლია ყველა მიმართულებიდან შექმნას ხმის სიმულირება 360 გრადუსი/ 3 განზომილებაზე.

 

თუმცა ბაზარი სავსეა ნაგავი 5.1 ყურსასმენებით და დიდ დროს არ ხარჯავენ მანდ მწარმოებლები. ყურსასმენის სივრცული ხმის ხარისხი 80% დამოკიდებულია სოფთვეაზე ,თუ ვივარაუდებთ რომ თვითონ ყურსასმენს ხარისხიანი დამუშავება აქვს.

 

რაც შეეხება გეიმინგს აქ EAX ეფექტები თამაშობენ დიდ როლს. ასევე კრეატივმა დაამატა ახალი ფუნქცია სქაუტინგ მოუდ.

ეს სქაუტინგი სისულელეა.იგივე შეგიძლიათ თვითონვე გააკეთოთ ნებისმიერ საუნდ კარტაზე. სქატინგ მოუდი თვითონვე აგდებს ეკვალაიზერს ისე ,რომ მარტო ის დიაპაზონი წამოწიოს წინ ,სადაც მოძრაობის ხმა ისმის თამაშში.

 

EAX ეფექტები ნამდვილად აცოცხლებს თამაშს. აქ ხდება ეფექტების RE-პროცესინგი ,გაძლიერება,გამკვეთრება.

EAX ზე ნასროლი ტყვის ხმა მაგალითად არ გამოიყენებს მარტო თავის კონკრეტულ სიხშირეს, ემატება გვერდითი სიხშირე და ხდება უფრო ფართო დიაპაზონის ერთბაშად წინ წამოწევა, რასაც ჩვენ აღვიქვამთ უფრო მკვეთრ და ძლიერ გასროლად.

თუმცა ამ ყველაფრისგან რომ მაქსიმალური სიამოვნება მივიღოთ ,საჭიროა კარგი ყურსასმენი.

 

 

 

2. ყურსასმენები

 

დაყოფა ფორმის მიხედვით:

 

 

1. ღია ფორმა

ასეთი ფორმისაა ყურსასმენი , თუ მას არ აქვს გარემო ხმაურისგან არანაირი დაცვა და პირიქით.

ანუ რასაც ისმენთ ,ესმის ყველას გარშემო და რაც გარეთ ხმაურობს ასევე გესმით თქვენც

 

+ გახლავთ იდეალური სივრცული ჟღერადობა. საუკეთესო აკუსტიკა

გამოიყენება სახლში HIFI კატეგორიაში

 

-როგორც უკვე დავწერე იზოლირება არ აქვს. არ ვიცი რამდენად შეიძლება ეს მინუსად ჩაითვალოს. ღია ყურსასმენით გარეთ არც უნდა გახვიდეთ

 

 

2. ნახევრად ღია

 

ამ ტიპის ყურსასმენებს აქვთ მინიმალური იზოლირება გარემოსგან და პარალელურად ცდილობს ხმის სივრცული ჟღერადობა შეინარჩუნოს

 

+იდეალური ცენტრის პოვნა ღია/დაკეტილ ფორმებს შორის

 

- იშვიათად რომ ვინმეს რამე კარგი გამოუვიდეს ამ ფორმაში

 

 

3. იზოლირებული/დახურული + პასიური დახშობა

 

ამ ტიპის ყურსასმენებს აქვთ ძლიერი იზოლირება გარემოსგან.ასეთი ყურსასმენები იდეალურ შემთხვევაში არის სტუდიო მონიტორები. აქვთ ძლიერი დახშობა და შეიძლება პარალელურად ჩაწერა მიდიოდეს და მაინც შეძლოს ადამიანმა სეიმპლის მოსმენა/გარჩევა

 

 

+შეგიძლიათ ატაროთ ქუჩაში,მატარებელში და ასე შემდეგ. ხმა თითქმის არ გადის გარეთ და არც არაფერი შემოდის

 

-დახურულ ყურსასმენს ხშირად აქვს აბაზანის ეფექტი. აკუსტიკურად არაა იდეალური ფორმა და ამიტომ დაყრუებული ხმა ისმის ცოტა. იშვიათად მაგრამ მაინც არსებობს ძალიან კარგი ყურსასმენები ამ ფორმაში მაგალითად აუდიო ტექნიკა M50

 

 

 

4. დახურული + აქტიური დახშობა

 

ყველაფერი იგივეა რაც პასიურ ყურსასმენში, თუმცა დამატებით ამ ტიპის ყურსასმენებს აქვთ აქტიური იზოლირება. გარემო ხმის გამანეიტრალებელ სიგნალს ურთავს სიგნალში

 

- დამატებითი მინუსი ისაა რომ ასე თუ ისე დამატებითი ხმაური ემატება სიგნალს. იმის მიუხედავად რომ თითქმის არაა აღქმადი ,მაინც მე პირადად ვერ მოვიწონებ ამ გადაწყვეტას

 

 

 

 

ყურსასმენის ყიდვისას უნდა იცოდეთ პირველ რიგში რას ელით მისგან და რა წყაროზე იქნება მიერთებული. ყველა ყურსასმენი არ გამოდგება მაგალითად პორტატულ პლეერზე შესაერთებლად.ასევე ყველა ყურსასმენს ვერ შეაერთებთ HOME HIFI ზე. იდეალურ ყურსასმენად ითვლება საერთოდ ლინეარული ხმის გამოცემა ყველა დიაპაზონში. ანუ ყურსასმენს არ უნდა ქონდეს თავისი ნახტომები დავუშვათ ბასის ზონაში ან ნებისმიერ სხვა სიხშირეზე. ხმა უნდა მოდიოდეს მიახლოებით სწორხაზოვნად. ანუ ბასს იგივე რესპონსი უნდა ქონდეს რაც მაგალითად მიდლს და თრებლს.

ასეთი ყურსასმენის მოზებნას ტყუილად ნუ შეეცდებით 1000 დოლარის დაბლა. როგორც წესი უმეტესი ყიდულობს 10-300 დოლარის ფარგლებში. ყურსასმენისგან ,რომელიც ამ ფასის კატეგორიის მაღალ ეშელონში იყიდება , თავისუფლად შეგვიძლია მოველოდოთ მეტნაკლებად დაბალანსებულ დიაპაზონს ,თუმცა არა იდეალურს. როგორც უკვე ვთქვი იდეალური ლინეარული რესპონსი ძალიან ძვირი სიამოვნებაა და ხშირად ხელით ნარჩევი დრაივერი გამოიყენება. ეს კატეგორია გადის უფრო ჰაი ენდში და ყველა კარგი და ტავმოყვარე მწარმოებელი მიახლოებით 999 დოლარიდან იწყებს მსგავსი ტოპ მოდელების გაყიდვას.

 

 

ვისაც ყურსასმენისგან ძლიერი ბასი უნდა, აუცილებლად უნდა იყიდოს ისეთი მოდელი რომელსაც აქვს ეს თვისება. მარტო ის რომ ყურსასმენს ფართო დიაპაზონი აქვს , არ ნიშნავს იმას რომ ბასი შესაბამისად ძლიერი იქნება. ამ სტილს ზოგადად ქვია Basshead და გამოირჩევა დაბალი დიაპაზონის განსაკუთრებულად გაძლიერებული გამოცემით. კლასიკური ბასჰედი გახლავთ კოსის პორტა პრო. ეს ყურსასმენი მგონი უკვე 25 წელზე მეტია რაც არსებობს და სიმახინჯის მიუხედავად კლასიკად დარჩა.

ასევე ბასჰედები გახლავთ ბიითს ყურსასმენები ,სონის XB სერია, პიონერის დუალ დრაივერიანი ბასჰედ სერია და ა.შ.

ბასჰედებს ახასიათებთ სუსტი გარჩევადობა დეტალებში მაგრამ სასწაული ბაგაბუგი. მაგალიტად სონის XB 500 პირადად შემიძლია დავადასტურო რომ თავზე ხტუნაობს :D

 

 

ბასჰედებისგან განსხვავდება ე.წ. აკუსტიკური ყურსასმენები.რომლებსაც როგორც წესი ჩავარდნა აქვთ ბასის ზონაში. და რეალურად რა სიგნალიც არ უნდა გაუშვათ, მაინც ოდნავ რბილი და ღუღუნა ბასი ისმის. სამაგიეროდ შუა და მარალ ზონაში აქვთ ძალიან კარგი გარჩევადობა და ისმის მეტი დეტალები. ასეთ ყურსასმენს ძირითადად ამჯობინებენ პოლიფონიურ მუსიკაში. მაგალითად როდესაც უსმენთ ორკესტრს ყურსასმენში სადაც 20მდე სხვადასხვა ინსტრუმენტი უკრავს, საჭიროა ძალიან კარგი გარჩევადობა შუა-მაღალ ზონაში. ტიპიური მწარმოებლები გახლავთ AKG, სენჰაიზერი და შურე. ამ მწარმოებლებს ზოგადად არ ახასიათებთ ძლიერი დაბალი დიაპაზონი.

ბასჰედზე მიჩვეულ ადამიანს რომ ჰიპჰოპი მოასმენინო მაგალითად AKG 702 ში დიდი შანსია შორს მოისროლოს და გაეღიმოს ამაში 250 დოლარი როგორ უნდა გადაიხადოსო ადამიანმა. თუმცა იგივეს ვიტყოდი თუნდაც ჯაზის მსმენელის მხრიდან. ბასჰედში მოსმენილი ჯაზი ნამდვილად არაა შავი პილპილი ახალამოყრილ ხინკალზე.

 

 

აქვე შედარება

 

e4ccc22a33cc.jpg

 

 

დააკვირდით რომ AKG აკუსტიკური ყურსასმენი 20 დეციბელით სუსტია სონის ბასჰედ მოდელზე. უზარმაზარი სხვაობაა აქ ბასის ინტენსიურობაში.

თუმცა 80 ჰერციდან 9 კილოჰერცამდე AKG-ს მოდელს აქვს თითმის სწორხაზოვანი რესპონსი.სონი კი იწყებს ზეცაში,მერე ვარდება უფსკრულში. რა თქმა უნდა როდესაც ვიცით ამა თუ იმ მოდელის სისუსტეები ამის დაბალანსება შეIზლება მერე ეკვალაიზერით. მკვდარი ზონების ცოტა ამოწევა და გასწორხაზოვნება შესაძლებელია,მაგრამ ეს არ მისცემს ყურსასმენს დეტალებს და გარჩევადობას.

 

 

95c2c1116d47.jpg

 

აქ უკვე შედარებისთვის დავამატე 3000 დოლარიანი აუდეცე და 1000 დოლარიანი სენჰაიზერის ტოპ მოდელი HD800.

თუმცა აქ ბევრი სხვა რამეცაა გასათვალისწინებელი. ეს დიაგრამა მაგალითად იძლევა წარმოდგენას თუ როგორი ხმის გამოცემა აქვს ყურსასმენს კონკრეტულ სიხშირეზე და იდეალურ შემთხვევაში უნდა იყოს ლინეარული.

 

ასევე ყურსასმენს აქვს Distoriton და Stereo Crosstalk. ნუ პირობითად უშვებენ მაგ. 500 ჰერციან სიგნალს და აკვირდებიან სიგნალის გამოცემის პერიოდში არსებულ ხმაურს.

0.5 დეციბელის ფარგლებში ნორმალურია მაგრამ ყველაფერი უფრო ზემოთ საკმაოდ ბევრია. თუ წარმოვიდგენთ რამხელა ხმაური წარმოიქმნება რომ 20 კილოჰერცია დიაპაზონში ყველაფერს 0.5დბ დისტორშენი ქონდეს.

სტერეო ქროსთოქი სხვაობაა მარჯვენა-მარცხენა დრაივერს შორის. იდეალურ შემთხვევაში ორივე თანაბრად უნდა ჟღერდეს,თუმცა იაფიან მოდელებში საკმაოდ ხშირადად 5დბ მდე სხვაობა რასაც მაღალ ხმაზე ვერ აღვიქვამთ.

 

 

 

ყურსასმენის ყიდვისას როგორც უკვე ვთქვი დიდი მნიშვნელობა აქვს არამარტო იმას ,თუ რას უსმენთ, არამედ იმასაც, თუ რაში უსმენთ.

პორტატული ტექნიკის გამოყენების შემთხვევაში ზოგადად არავის ვურჩევდი 150 დოლარზე მეტის გადახდას ყურსასმენში

გადამწყვეტი ფაქტორებია იმპედანსი და მგრძნობელობა.

რაც დაბალია იმპედანსი და მაღალი მგრძნობელობა, მით უფრო მაღალი ხმა ექნება ამ ყურსასმენს თქვენ პორტატულ პლეერზე.

მპ3 პლეერს არ ეყოფა ელემენტებიდან მიღებული დენი, იმისთვის რომ მაღალი იმპედანსის ყურსასმენი ამოქოქოს.

გირცევთ იყიდოთ მოდელი ზუსტად თქვენი პლეერის გამომავალი სიგნალის მიხედვით. თუმცა 16-40 ომის ფარგლებში შეცდომას ვერ დაუშვებთ

 

ყურსასმენის მგრძნობელობა იგივე SPL db/mw. მაღალი მაჩვენებლის შემთხვევაში გექნებათ შესაბამისად მაღალი ხმოვანება შედარებით დაბალ გამომავალ სიგნალზე.

აქ გირჩევდით პორტატული აპარატურისთვის 99 და ზემოთ. 100 დბ/მვ და 110 დბ/მვ შორის მარტო ათიანი არ გეგონოთ ისე სხვაობა. განსხვავება გაცილებით დიდია ციფრებში. ყურისთვის რეალურად აღქმადია სხვაობა.

 

 

 

ყურსასმენები გამოირჩევიან ერთმანეთისგან ასევე გარჩევადობით. დიახ, როგორც მონიტორს აქვს 1920X1080 რეზოლუცია ასევე აქვს გარცევადობა ყურსასმენსაც.

იმის მიხედვით თუ რამდენად კარგია ყურსასმენი , შესაბამისად უფრო მეტი დეტალების მოსმენა შეიძლება. ნუ რა თქმა უნდა ეს დეტალები უნდა იყოს შემონახული აუდიო ფაილში. თუ კომპრესია იმდენად დიდია რომ დეტალები დაკარგულია ამას ვერანაირი ყურსასმენი ვერ უშველის.

ასევე არის მოდელები სადაც ერთზე მეტი დრაივერი გამოიყენება ყურსასმენში. აქ მცდელობაა რომ როგორც დინამიკში, მოხდეს სიხშირის დაყოფა და ყველა დრაივერს მიეცეს თავისი ზონა. ბაზარზე არის 1 , 2 , 3 , 4 დრაივერიანი ყურსასმენები თუმცა აუცილებლად გადამწყვეტი არაა ,რომ მაგალითად 4 დრაივერიანი უკეთესია 2 იანზე და ა.შ.

 

იგივე HD800 და აუდეცე სულაც ერთ დრაივერზე მუშაობენ და იდეალურად ახერხებენ გადასარევი რეზოლუციის გადმოცემას. აქ ისევ და ისევ სონის აქვს მარკეტინგი ჩართული და პატარა ყურსაცობებს ყიდის 3-4 დრაივერით.

 

 

ასევე დავამატებ ჰედსეტებზე. ზოგადად ჰედსეტი არაა აუცილებლად სტერეო ყურსასმენზე ნაკლები. არის კარგი ჰედსეტები, რომლებიც ნამდვილად კარგად ასრულებენ თავის დანიშნულებას. თუმცა უმეტესობაზე არ იტქმის ეს. სანამ 200 დოლარს ჰედსეტში გადაიხდიტ ,ჯერ აჯობებს რევიუები კარგად წაიკითხოთ. კარგი ჯღერადობის პოვნის შანსი ჰედსეტში გაცილებიტ დაბალია, თუმცა არაა გამორიცხული.

 

 

 

იმპედანს

 

 

იმპედანსი იდეაში თითქმის იგივეა რაც წინაღობა , მაგრამ მაინც ვერ შევხედავთ ამ თვისებას ,როგორც სუფთა წინაღობას. პირობითი მოჩვენებითი წინაღობა კონკრეტულ სიხშირეზე გამოხატული შესული ძაბვისა და საჭირო დენის ძალის თანაფარდობით.ნუ კარგი...გაუგებარი ახსნიდან გადავიდეთ ადამიანურ ენაზე :D

 

მოკლედ იმისთვის რომ დრაივერმა ხმა გამოსცეს აქვს უკან მაგნიტი, რომელსაც თავისი მხრივ აქვს მავთულის კოჭა დახვეული. როდესაც ყურსასმენი გათვლილია პორტატული პლეერისთვის ,უნდა შეძლოს დაბალ ძაბვაზე მარალი ხმის გამოცემა. ამიტომ იყენებენ უფრო დიდ კოჭას ,რომ რაც შეიძლება მეტი სიგნალი გადაიყვანოს მაგნიტზე. უმეტეს შემთხვევაში გამოიყენება ფოლადის მავთულების მსხვილი გროვა. შედეგი გვაქვს საკმაოდ ძლიერი მაგნიტი , რომელსაც შეუძლია მემბრანის აწევა-გამოძრავება და რადგანაც ჯამური გამტარი მოცულობა დიდია, შესაბამისად აქვს ნაკლები პირობითი მოჩვენებითი წინაღობა კონრეტულ სიხშირეზე.

 

როდესაც კეთდება მაღალ იმპედანსიანი ყურსასმენი, აქ ცდილობენ მემბრანა იყოს რაც შეიძლება მსუბუქი. თხელი და მსუბუქი მემბრანა ასევე უნდა მიაბან მაგნიტზე ,რომელსაც აქვს სპილენძის ან ალტერნატიული დაბალი შიდა წინაღობის მქონე მეტალის ძალიან წვრილი მავთულით. შესაბამისად რაც შეიძლება ნაკლები ხვეული.

 

პრინციპი ასეთია რომ მემბრანა რაც თხელია და მსუბუქი, მით უფრო ნაკლებ საკუტარ ვიბრაციებს გადასცემს გამოცემულ ხმას. სქელი მემბრანა და ფოლადის მავთულები თავის ხმასაც უმატებს. ელექტროსტატიკური ყურსასმენები იმიტომაა ასეთი მაღალი კლასის ,რომ რეალურად ამ ტიპის ხმის გამოცემაში არაფერი არ მოძრაობს მექანიკურად და თავის ხმას არ უმატებს სიგნალში.

 

ხოდა გადავიდეთ ისევ მაღალ ომიან ყურსასმენზე. წარმოიდგინეთ თხელი წვრილი სპილენძის მავთული, თხლად დახვეული ასევე მსუბუქ მემბრანის უკან. ეს ყველაფერი გაატარებს გაცილებიტ ნაკლებ დენს იმიტომ რომ როგორც ვთქვი ნაკლებად ახვევენ და წვრილი მავთული გამოიყენება. შესაბამისად წყარომ უნდა გაუწიოს კომპენსაცია ძაბვით.

 

შედეგია ის, რომ საჭირო ხდება წყარო ,რომელიც მეტ ძაბვას ჩააქსოვს სიგნალში.აქედან გამოირიცხება პორტატული პლეერები. რჩება მხოლოდ რეალური აპარატურა ძლიერი სიგნალით. მაღალი გამომავალი ძაბვა აკომპენსირებს ამ წარმოქმნილ სირთულეს და შედეგად ვიღებთ უმსუბუქეს და თხელ მემბრანას, რომელიც გაცილებით ნაკლებს მოძრაობს და გამოსცემს უფრო სუფთა ხმას , უფრო მინიმალური დისტორშენით, დანაკარგით და ა.შ.

 

 

მაღალ იმპედანსიანი ყურსასმენი უნდა გამოიყენოთ მხოლოდ სახლის ან სტუდიის აპარატურაზე ,რომელიც ასე უხეშად რომ ვთქვათ პირდაპირ დენზეა მიერთებული.

300 ომამდე იმპედანსი ასე თუ ისე უპრობლემოდ მუშAობს სტანდარტულ გამომავალ სიგნალზე სახლის/სტუდიის დევაისებიდან. აი, 500 ომი-5 კილოომი დევაისები აუცილებლად ითხოვენ გამაძლიერებელს

მე პირადად 250 ომსაც მხოლოდ გაძლიერებულ სიგნალზე შევაერთებდი.

 

 

 

ბოლოს დავამატებ ასევე ცოტას ჰაი ენდ კატეგორიიდან.

 

1991 წელს ფირმა სენჰაიზერმა გამოუშვა ორფეუსი , რომელიც დღემდე ითვლება რეფერენს კლასად ყველა ყურსასმენებს შორის.

300 ცალზე ლიმიტირებული ვერსია ტავის დროზე 30 000 გერმანულ მარკად გამოვიდა ბაზარზე და დღეს ნახმარები იყიდება მიახლოებით 10 000 დოლარის ფარგლებში.

მართალია დღესდღეობით უკეთესი გამაძლიერებლები არსებობს ვიდრე ორფეოსს მოყვება მაგრამ ეს ნივთი ზოგადად ხელოვნების ნიმუში უფროა ვიდრე ყურსასმენი

0872c68cbae7.jpg

 

ასევე აუცილებლად უნდა ვახსენო ფირმა სტაქსი. იაპონური ჰაი ენდ კლასი.

უშვებენ ელექტროსტატიკურ ყურსასმენებს.საჭიროა სპეციალური გამაძლიერებელი.

ყურსასმენისთვის მარტო 5000 მწვანე შეგიძლიათ იანგარიშოთ და როგორც მცოდნე ხალხი ამბობს ორფეოსს ბევრად არ ჩამოუვარდება სტაქსის მოდელები

 

2a44a99a9428.jpg

 

 

კარგი ყურსასმენების მწარმოებლები: Sennheiser, Beyerdinamic, Bose , Denon , Klipsch , Koss , Shure , AKG , Audio technica , Audeze , Sony , Philips , Harman , Stax , Westone

 

 

 

თემის ავტორს არ აქვს პრეტენზია მატერიის ზებუნებრივ ცოდნაზე. ამ თემის მიზანია მხოლოდ თქვენი დახმარება.

 

დიდი მადლობა

  • Replies 181
  • Created
  • Last Reply
Posted

უცბად გადავავლე თვალი და კარგად გიშრომია.

საინტერესო ჩანს.წავიკითხავ მთლიანად აუცილებლად.

Posted

მე მაგალითად 192-სა და 320-შორის ხარისხში სხვაობას ვერ ვგრძნობ. 128-ში კი.

Posted

კარგი თემაა

Posted

Xo 192 danac ver archevs bevri

Gansakutrebit hiphop danwlektroshi ver igrznob sxvaobas

Live chanacershi igrznoba udro

Shecdoma gamparvia 256 magivrad 356 miceria

Posted

მშვენიერი გზამკვლევია დამწყებთათვის :)

იმ თემას რომ დაურთო არ ჯობია, კარგი შესავალი ექნება.

კარგი ყურსასმენების მწარმოებლები: Sennheiser, Beyerdinamic, Bose , Denon , Klipsch , Koss , Shure , AKG , Audio technica , Audeze , Sony , Philips , Harman , Stax ,

Westone რატომ დამიჩაგრე :cry:

Posted

დალოცვილო კიდე ბევრი გამომრჩა მასე :)

ჩაამატე შენც და დავამატებ სიაში :)

დავით კორეგირებასავით გააკეთე თუ გინდა,მომწერე და ჩავამატებ

Posted

არადა ფილიპსი მარტო ფიდელიოს ორი მოდელის გამო დავამატე

ჩასამატებელია ის რომ მაღალი კლასის სიაში სამყოფად სონის ძველი ტრადიციები უშვებს ჩემი აზრით

და აქვთ რამდენიმე მართლა სასწაული მოდელი

ფილიპსი კი ფიდელიო L1 და X1 ით მართლა კარგად გამოჩნდა ბაზარზე

ორივე მაქ მოსმენილი და ძალიან კარგი ყურსასმენებია

Posted

ამხელა თემა მგონი პირველად წავიკითხე თავიდან ბოლომდე :D საინტერესოა, მაგრამ ძალიან იშვიათად ვხმარობ ყურსასმენებს და შესაბამისად 20ლარზე მეტის გადამხდელი არ ვარ :D. ისე დინამიკების შერჩევაზეც რომ გააკეთოთ თემა კარგი იქნება. :)

Posted

ჰმ...კაკრაზ ბანის კანდიდატი ყოფილხარ ამ კომენტარის მერე

გადავხედავ სადმე გექნება რამე წესი დარღვეული

:D :D :D

Posted

:D :D

ისე ეს დინამიკები მაქვს და რას იტყვი? 5 წლის წინ ვიყიდე ორიონ ტექნოლოჯიში. მაგარი კმაყოფილი ვარ.

Posted

ვერ ვერკვევი კარგად და ეს ყურსასმენები კარგია მონაცემებით? ერთი წლის წინ ვიყიდე ვევე-ში.

http://www.overclock...emcs3=SP-009-WM

Posted

მაგარი თემაა.. საღოლ!!

ბევრი რამ გავიგე :))

მაგალიტად სონის XB 500 პირადად შემიძლია დავადასტურო რომ თავზე ხტუნაობს :D

მალე ჩემ თავზეც ახტუნავდება ეგ :D :D

ხმის ბარათებზეც იქნება ინფოო??

ერთი შეკითხვა: აი მაგალითად XB 500-ის ტექნიკური მონაცემები

  • Headphone Type: Closed supra-aural
  • Driver Unit: Dynamic 30mm, dome type
  • Frequency Response: 5 - 22,000Hz
  • Impedance: 24 Ohms
  • Sensitivity (db): 106 dB/mW
  • Power Handling Capacity: 1000mW

აქედან mpedance: 24 Ohms ნიშნავს გამტარობას ხოო და რომელი ჯობია ყიდვის დროს მაღალი გამტარობის თუ დაბალი??

და იგივე შიკითხვაც ამაზე Sensitivity (db): 106 dB/mW :)) თუ შეგიძლია რომ მიპასუხო :))

Posted

ვერ ვერკვევი კარგად და ეს ყურსასმენები კარგია მონაცემებით? ერთი წლის წინ ვიყიდე ვევე-ში.

http://www.overclock...emcs3=SP-009-WM

ამ თემის ავტორობა არ ნიშნავს რომ ყველა ყურსასმენი პირადად მაქვს გატესტილი

მე არ ვიყიდდი მაგას

მაგარი თემაა.. საღოლ!!

ბევრი რამ გავიგე :))

მალე ჩემ თავზეც ახტუნავდება ეგ :D :D

ხმის ბარათებზეც იქნება ინფოო??

ერთი შეკითხვა: აი მაგალითად XB 500-ის ტექნიკური მონაცემები

  • Headphone Type: Closed supra-aural
  • Driver Unit: Dynamic 30mm, dome type
  • Frequency Response: 5 - 22,000Hz
  • Impedance: 24 Ohms
  • Sensitivity (db): 106 dB/mW
  • Power Handling Capacity: 1000mW

აქედან mpedance: 24 Ohmsნიშნავს გამტარობას ხოო და რომელი ჯობია ყიდვის დროს მაღალი გამტარობის თუ დაბალი??

და იგივე შიკითხვაც ამაზე Sensitivity (db): 106 dB/mW :)) თუ შეგიძლია რომ მიპასუხო :))

eg araa XB 500is monacemebi

1500 mwt akvs XB 500s

40ohm

1500mwt

4-24000hz

104 db/mw

Posted

http://www.amazon.co...ductDescription

აი აქედან დავაკოპირე და XB300 ყოფილა :))

ანუ რაც უფრო მაღალი გამტარობის არის უფრო კარგია ხოო??

და Sensitivity-ს შემთხვევაში როგორ არის??

Posted

Impedansi gamtaroba ggonia?

Rac ufro lagali mgrznobeloba ak mit ifro dabali deni eyofa magali xkis gamosacemad

Eg sachiroa portatuli devaisebistvis

Visac amplifier akvs imiatvis didibazri ara ak

Aheushvebs met dens da egaa

Gamtarobashi ra gesmis?

Posted

ამ თემაში არ არის სასურველი იკითხოთ რჩევები კონკრეტულ მოდელის შესახებ!

ამისთვის არსებობს

Posted

Shecdoma gamparvia 256 magivrad 356 miceria

ჰუჰ, თორემ გაუგებრობაში ვიყავი :D

სულ წავიკითხე :fuckyeah:

ძალიან მაგარი თემაა მართლაც, სულ მაინტერესებდა აკუსტიკასთან დაკავშირებით რაღაცეები

ისე ზურა, შენ ან სხვას, თუ შეუძლია, ასეთი ტიპის თემის დაწერა საუნდკარტებთან დაკავშირებით

მაგალითად მე ვიცნობ ერთ საკმაოდ კარგად გარკვეულ პიროვნებას აუდიო სფეროში და მეუბნება, რომ კომპზე, თუ პროფესიონალი არ ხარო, არ გჭრიდება 50$-ზე მეთი ღირებულების საუნდკარტაო. სხვაობას ვერ ნახავო რა აუდიო სისტემაც არ უნდა გქონდესო. true?

Posted

მე საუნდ კარტა საერთოდ არ მაქვს. ინტეგრირებულზე მაქვს შეერთებული 5.1 დინამიკები და ცუდია?

Posted

იმპედანს

იმპედანსი იდეაში თითქმის იგივეა რაც წინაღობა , მაგრამ მაინც ვერ შევხედავთ ამ თვისებას ,როგორც სუფთა წინაღობას. პირობითი მოჩვენებითი წინაღობა კონკრეტულ სიხშირეზე გამოხატული შესული ძაბვისა და საჭირო დენის ძალის თანაფარდობით.ნუ კარგი...გაუგებარი ახსნიდან გადავიდეთ ადამიანურ ენაზე :D

მოკლედ იმისთვის რომ დრაივერმა ხმა გამოსცეს აქვს უკან მაგნიტი, რომელსაც თავისი მხრივ აქვს მავთულის კოჭა დახვეული. როდესაც ყურსასმენი გათვლილია პორტატული პლეერისთვის ,უნდა შეძლოს დაბალ ძაბვაზე მარალი ხმის გამოცემა. ამიტომ იყენებენ უფრო დიდ კოჭას ,რომ რაც შეიძლება მეტი სიგნალი გადაიყვანოს მაგნიტზე. უმეტეს შემთხვევაში გამოიყენება ფოლადის მავთულების მსხვილი გროვა. შედეგი გვაქვს საკმაოდ ძლიერი მაგნიტი , რომელსაც შეუძლია მემბრანის აწევა-გამოძრავება და რადგანაც ჯამური გამტარი მოცულობა დიდია, შესაბამისად აქვს ნაკლები პირობითი მოჩვენებითი წინაღობა კონრეტულ სიხშირეზე.

როდესაც კეთდება მაღალ იმპედანსიანი ყურსასმენი, აქ ცდილობენ მემბრანა იყოს რაც შეიძლება მსუბუქი. თხელი და მსუბუქი მემბრანა ასევე უნდა მიაბან მაგნიტზე ,რომელსაც აქვს სპილენძის ან ალტერნატიული დაბალი შიდა წინაღობის მქონე მეტალის ძალიან წვრილი მავთულით. შესაბამისად რაც შეიძლება ნაკლები ხვეული.

პრინციპი ასეთია რომ მემბრანა რაც თხელია და მსუბუქი, მით უფრო ნაკლებ საკუტარ ვიბრაციებს გადასცემს გამოცემულ ხმას. სქელი მემბრანა და ფოლადის მავთულები თავის ხმასაც უმატებს. ელექტროსტატიკური ყურსასმენები იმიტომაა ასეთი მაღალი კლასის ,რომ რეალურად ამ ტიპის ხმის გამოცემაში არაფერი არ მოძრაობს მექანიკურად და თავის ხმას არ უმატებს სიგნალში.

ხოდა გადავიდეთ ისევ მაღალ ომიან ყურსასმენზე. წარმოიდგინეთ თხელი წვრილი სპილენძის მავთული, თხლად დახვეული ასევე მსუბუქ მემბრანის უკან. ეს ყველაფერი გაატარებს გაცილებიტ ნაკლებ დენს იმიტომ რომ როგორც ვთქვი ნაკლებად ახვევენ და წვრილი მავთული გამოიყენება. შესაბამისად წყარომ უნდა გაუწიოს კომპენსაცია ძაბვით.

შედეგია ის, რომ საჭირო ხდება წყარო ,რომელიც მეტ ძაბვას ჩააქსოვს სიგნალში.აქედან გამოირიცხება პორტატული პლეერები. რჩება მხოლოდ რეალური აპარატურა ძლიერი სიგნალით. მაღალი გამომავალი ძაბვა აკომპენსირებს ამ წარმოქმნილ სირთულეს და შედეგად ვიღებთ უმსუბუქეს და თხელ მემბრანას, რომელიც გაცილებით ნაკლებს მოძრაობს და გამოსცემს უფრო სუფთა ხმას , უფრო მინიმალური დისტორშენით, დანაკარგით და ა.შ.

მაღალ იმპედანსიანი ყურსასმენი უნდა გამოიყენოთ მხოლოდ სახლის ან სტუდიის აპარატურაზე ,რომელიც ასე უხეშად რომ ვთქვათ პირდაპირ დენზეა მიერთებული.

300 ომამდე იმპედანსი ასე თუ ისე უპრობლემოდ მუშAობს სტანდარტულ გამომავალ სიგნალზე სახლის/სტუდიის დევაისებიდან. აი, 500 ომი-5 კილოომი დევაისები აუცილებლად ითხოვენ გამაძლიერებელს

მე პირადად 250 ომსაც მხოლოდ გაძლიერებულ სიგნალზე შევაერთებდი.

Posted

დალოცვილო ცხოვრებაში არ მივლია კომპის კურსებზე თუნდაც

რარაცის მუღამი რომ გაქვს ნელნელა სწავლობ რა

მე ძირითადად ვსწავლობ ჩემ სეცდომებზებ და ზარალზე

Posted

ყოჩახ ზურა :thumbsup: :thumbsup: მე კიდე თქვენგან ვსწავლობ :დ დინამიკებზეც დაწერე რა თუ შეძლებ მერე.

Posted

გუშინ ერთ სპიკერზე ჩაწყდა ერთ-ერთი შნური და უკანა სპიკერებზე ხმა აღარ ქონდა, გადავაჭრევინე შნურიც ცოტათი სახელოსნოში და ახალი ჯეკი დავაყენებინე და ამუშავდა ისევე, 6 წელი კი გამოძლო inspire m5300, თუ ისევ კრეაიტივი ვერ გავქაჩე შემდეგ ჯერზე რამე მიკროლაბის 5,1 ავიღებ, X-Fi Xtreme gamer კარგათ მიდის ეგ 5,1 მითუმეტეს იგრებში სადაც EAX ან ოპენალის საპორტი აქვს 3დ ხმით და 128 ვოისით

Archived

This topic is now archived and is closed to further replies.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.