Jump to content

Recommended Posts

Posted

ვინ ხართ ახალი ქსელების აბონენტები? ინტერნეტის სიჩქარესთან დაკავშირებით მინდა რაღაც გკითხოთ.

მოკლედ, ტელეფონი მეც მაგ ქსელის მაქვს (ადრე კავკასუსი მქონდა, მაგრამ მერე ახალ ქსელებზე რომ გადავედი, კავკასუსი გამიუქმდა) და ინტერნეტის ჩართვა რომ დავაპირე, შემოთავაზებულ პაკეტებს გავეცანი და სახარბიელო ვერაფერი ვნახე, კერძოდ, მე გლობალი უფრო მაინტერესებდა და 128კბ ჰქონდათ (იწერდა 20-25კბ/წმ-ით), ლოკალს არაუშავდა - 5მბ და იწერდა 500-600-ით, საღამოობით ვარდებოდა სისწრაფე და მაგის გამო არ დავაყენე, თან ქართულ საიტებზეც რაღაც ლიმიტები ჰქონდათ და მაქსიმალური სისწრაფით მხოლოდ თავისი საიტიდან იწერდა (simsim.ge), მერე მეზობლისგან 70 მეტრი კაბელი გამოვჭიმე და სილკნეტი დავდგი.

ეხლა რა ხდება, ჩემს უბანში მხოლოდ 2 კაცს გვაქვს სილკნეტი, დანარჩენები ყველა ახალ ქსელზე არიან, ჰოდა, 2 კაცთან შევამოწმე და ლოკალზე 700-800-ით იწერს და გლობალზე ადრე, რომ 20-25-ით იწერდა, ეხლა 500-ზე ადის, შევედი მაგათ საიტზე და პაკეტებს გადავხედე, მეზობლებს თითქმის ყველას უყენია 17 ლარიანი პაკეტი, საიტზე მაგ პაკეტს უწერია 1,5მბ გლობალი, დავურეკე ოფისში და ვკითხე - სისწრაფე გაიზარდათქო, 500 იწერს გლობალსთქო და ისეთი ღლეობა მიპასუხეს (წესით 120კბ-ის ფარგლებში უნდა იწერდეს, ეტყობა მაგათ (მეზობლებს) კარგი ტელეფონის ხაზი აქვთო), მოკლედ, ლაპარაკის გაგრძელება აღარ ღირდა და დავემშვიდობე (სხვათაშორის, თავაზიანად :yes:), ხოდა, იქნებ თქვენ მითხრათ, გამოსწორდა გლობალ-ლოკალი? და ისიც ამიხსენით, პაკეტს რომ უწერია 1,5მბ გლობალს, მაქსიმუმ რამდენით შეიძლება იწერდეს?

თუ მართლა გამოსწორდა ხარისხი, გადასვლას ვფიქრობ და იქნებ ცოტა ამომწურავად მიპასუხოთ, არ მინდა, რომ შევცდე და 2 დღეში უკმაყოფილო ვიყო.

Posted

მეც ეგ 17 ლარიანი პაკეტი მაქ და ჩემთან ცუდი სიტუაციაა. სიჩქარეები ძაან განსხვავებულია. ლოკალი ადრე 920 მქონდა ეხლა მაქ 730. ერთ დღეს გაითიშა და დავრეკე მეთქი გათიშულია თქო და გააკეთეს ერთ საათში ჩართეს და 730 ქონდა უკვე ლოკალი. რო დავრეკე და ასე და ასეა მეთქი. სტაბილური რო იყოს მაგიტო დავაკელითო სიჩქარეო. გლობალი რაც იყო ის დამრჩა 250-300-ით მოაქ ტორენტებიდან. youtube-დან ვიდეო 300-350-თ მოდის ხოლმე. აი ბიძაჩემს (კედლის გვერდზე ცხოვრობს) 730 ლოკალი და გლობალი 500-აქვს. ერთადერთი სხვაობა არი მოდემი ჩემი planet-ს შავი მოდელია მას თეთრი უყენია. ამის გამო არამგონია მასე იყოს. არადა ძმაკცსაც აქ ზუსტად ეგეთი მოდემი და სიჩქარეც ეგეთი. მაგათთან 720 p ბევრ ვიდეოს უყურებენ ეგრევე youtube-ზე და ზოგ 1080-საც ქაჩავს მე კიდე max 480 p-ს ვუყურო. რამდენჯერმე დავრეკე და მეთქი რატო აქვს ერთიდაიგივე ნეტი ზოგს სხვა სიჩქარით და ზოგს სხვა და რა მითხრეს. გვითხარითო ვის აქვსო (ტელეფონის ნომერი) მეტი სიჩქარეო და დავუკლებთო. მეთქი მაგათ კი არ დაუკლოთ მე მომიმატეთ თქო. dropbox-ს ლინკებს რო დებენ ხოლმე აქ პროგრამების რაზდელში მაქედან 80-100-თ მოაქ max 150-თ. უბრალოდ იძულებული ვარ ეს ნეტი მქონდეს თორე სიხარულით გადავიდოდი ჯელინკზე. ეხლა ვაპირებ 100 ლარად 40 ლარიანი პაკეტის გაყვანას მეზობელთან გაყოფით. თორე ეს ნეტი ტანჯვაა იმენა.

Posted

თქვენ რა ცუდ დღეში ყოფილხართ, ვიზიარებ :user: საშინელებაა დღესდღეობით 10მბ-ზე ნაკლების ქონა, ისე იძახიან ოპტიკა ნორმალური აქვსო ახალ ქსელებს, არ მოუღწევით ჯერ თქვენამდე?

Posted

მე მაქვს ახალი ქსელების 17 ლარიანი, და კმაყოფილი ვარ

მაქსიმალური სიჩქარე აქვს ჩემთან 840, ქართული საიტებიდან მაგდენით ვიწერ და რუსული ტორენტ საიტებიდანაც მაგდენია ზუსტად

თავიდან მქონდა პრობლემები ითიშებოდა და თურმე აღმოჩდა რო იმატ ქონიათ რაღაც პრობლემა და გაასწორეს , და მაგის მერე ყველაფერი კარგადაა

და დოვნლოად მენეჯერით თუ ვიწერ მაშინ უფრო იმატებს სისწრაფე

c1acad5440f5.png

ესეც rutor.org-იდან გადმოწერა

a9bed872065a.png

Posted

და იქნებ დაგეწერათ ვინ სად ცხოვრობთ რადგან მგონი უბნების მიხედვიტაა სიჩქარები განსხვავებულიი..

Posted

თქვენ რა ცუდ დღეში ყოფილხართ, ვიზიარებ :user: საშინელებაა დღესდღეობით 10მბ-ზე ნაკლების ქონა, ისე იძახიან ოპტიკა ნორმალური აქვსო ახალ ქსელებს, არ მოუღწევით ჯერ თქვენამდე?

ჯერ არა, მგონი ეხლა გაყავთ.

ხო, დღეს უკვე, როცა თამაშების ზომა 10გბ+ ჩვეულებრივი ამბავია, ძალიან სუსტია 400-500კბ/წმ-ით გადმოწერა, მაგიტომაც მინდა შევცვალო... ადრე სამსახურში 100მბ ინტერნეტი მქონდა და 8-9მბ/წმ-ით ვიწერდი, მაგის გამო მაგრა მეკიდა სახლის ნეტის სისწრაფე, თუ რამე მინდოდა სამსახურიდან ვიწერდი, მაგრამ უკვე რამოდენიმე თვეა, რაც ლიმიტი დაადეს და 1გბ-ზე დიდ ფაილს არ გაწერინებს, სისწრაფე კი აქვს კარგი, მაგრამ რათ მინდა ეგეთი სისწრაფე, თუ 1გბ ზომის ფაილს ვერ ავცდები? მუსიკის და ენვიდიას დრაივერის გადმოსაწერად, ჩემი 400კბ-ც მყოფნის, მაგრამ ძნელია თამაშის და დიდი ფაილის გადმოწერას რომ 10 საათი უნდა ელოდო :(

Posted

1.5 მეგაბიტი ისე სადღაც 192კბ.სეკ-ია ანუ მაგდენით უნდა იწერდეს რაღაცას თუ არ იტყუებიან, ჩემთან უკვე 100მეგაბიტით უბერავს თითქმის სიჯისიზე რუსთავში ლოკალ-გლობალი, თუმცა ჩემთანაც მარტო 750კბ.სეკ-ი იყო 1 თვის უკან სადღაც გლობალზე

Posted

1.5 მეგაბიტი ისე სადღაც 192კბ.სეკ-ია ანუ მაგდენით უნდა იწერდეს რაღაცას თუ არ იტყუებიან, ჩემთან უკვე 100მეგაბიტით უბერავს თითქმის სიჯისიზე რუსთავში ლოკალ-გლობალი, თუმცა ჩემთანაც მარტო 750კბ.სეკ-ი იყო 1 თვის უკან სადღაც გლობალზე

ხოდა, მეც ზუსტად ეგ მიკვირს, თუმცა ამ შემთხვევაში "იტყუებიან" ცოტა ნე ტოტ ჟღერს, რადგან თავის სასარგებლოდ კი არა, ჩემს სასარგებლოდ გამოსდით ტყუილი, არადა ფაქტია, რომ 2 სხვა და სხვა კომპზე შევამოწმე და ორივეგან 500-ით უბერავს გლობალს.

Posted

კახა კავკასუსმა ვერ მოაღწია თქვენთან?

Posted

კახა კავკასუსმა ვერ მოაღწია თქვენთან?

კავკასუსი 2001 წლიდან მქონდა, მაგრამ რაც ატეესი ახალ ქსელზე გადაკეთდა, სხვა პროვაიდერებთან აღარ გააფორმეს ხელშეკრულება და თავისი ინტერნეტი გააკეთეს.

ეხლაც ისეთი პონტია რა, ვისაც ძველი შემორჩენილი ჰქონდა კავკასუსი (ვინც არ გადავიდა ახალ ქსელებზე) იმათ დარჩათ, რა ვიცოდი, თორემ არც მე გადავიდოდი, თან მაშინ ტონალური ატეესები ახალი შემოსული იყო და ვიფიქრე კარგი ხაზი მექნებათქო, ხაზი კი კარგი გამოდგა, მაგრამ ინტერნეტი დავკარგე :(

Posted

ეხლა რო შემოიყვანო არა?

Posted

რამდენადაც ვიცი დსლ აღარ აყენებს მეტს კავკასუსი ან ოპტიკა ან საერთოდ არაფერი თუ ოპტიკა არა ჯერ თქვენ უბანში, ეგ რუსთავსაც ეხება არა მარტო თბილისს

  • Barca locked this topic
Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.