Jump to content

some peoole vs ID ბარათი

Recommended Posts

Posted

სკოლაში იყო ამის შესახებ ფილმის ჩვენება. ერთ სურათზე ეწერა ეს საიტი http://bolojamze.ge/ და შევედი რაც მამაომ ილაპარაკა იგივე წერია.

თქვენ რას ფიქრობთ?

სხვა სათაური ვერ მოვიფიქრე და იქაც შეცდომა დავისვი

:D:facepalm:

Posted

ჩიპებეეე

ჩიპი,666, სატანა, ლუციფერი, მასონები,ილუმინატები კიდე რა.... არ მახსენდება რაც შეიძლება მივუსადაგო ID ბარათს :rofl:

Posted

სისულელეა. იმის გამო, რომ ზოგი ესე ფიქრობს არ შევიკავებდი თავს მისი აღებისგან. მითუმეტეს, რომ რეალურად პრაქტიკულია და არც ბიბლიის სწავლებებთან მოდის კონფლიქტში. მაგ "მამაო"-ს ლოგიკით ვაჭრობაც სატანურია, რადგან ნებისმიერი შტრიხკოდი შეიცავს სამ ექვსიანს, მაგრამ სანთლებს, ხატებს, ჯვრისწერას, ნათლობას და ა.შ. კი კარგად ყიდიან ეკლესიაშიც და მის გარეთაც.

მოკლედ მემგონი აჯობებს დაიხუროს ეს თემა, რადგან უაზრო დისკუსიეს და კამათს გამოიწვევს. მითუმეტეს, რომ ამ ფორუმზე არაფერი ესქმება ასეთ თემას.

Posted

მე ის ვიცი რომ არაფერი არ ვიცი

რელიგიური და ჰაი ჰუი არ ვიცი, მარა ამის საფრთხე ნელნელა დგება

http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%A1%D0%B5%D1%82%D1%8C_(%D1%84%D0%B8%D0%BB%D1%8C%D0%BC,_1995)

b7e229b34517.jpg

Posted

მერამდენე საუკუნეა და მერამდენე თემა?!

1) უხეშად ვიტყვი, მაგრამ დავწერ მაინც: ბევრ მამაოს არ აქვს საკადრისი განათლება , არ არის ჩახედული მეცნიერულად ამ საკითხში, რადგან ქურდობიდან და ცოდვის მონანიებიდან ხდებოდნენ ზოგნი ამ გზაზე, რომელთგანაც სრულყოფილი ცოდნა ბევრს არ აქვს. ჩვენთან როცა ბრმად ჯვარს ურტყამდნენ თავს, კათოლიკე ბერები 3 საუკუნით ადრე მეცნიერულ ნაშრომებს დებდნენ და უამრავ მათ ნაშრომს დღემდე ვიყენებთ .

2)სხვა მხრივ კაი ხანია ეგ პროცესია დაწყებული და ხმას არ იღებენ, ამ კინკილა ჩიპს გამოეკიდნენ რა, ლოგიკურად დამისაბუთონ , 21 საუკუნეა და მინდა ლოგიკას გამობმული აზრი, რომელიც მხოლოდ ობიექტურ საფუძველზეა გამოძერწილი.

ამდენი კომუნიკაციის საშვალებით ისედაც ადვილად განშიფრვადი ვარ(თ) და ნაღდად მახატია ის ვიღაც "ჭ" ბარათში(რომელიც რამდენიმე მაქვს) , 666-იან ჩიპს ჩადებს თუ "სამოთხის გასაღებს" .

დაიკიდეთ, რადგან სხვა გზა არც გაქვთ,+ ასე იოლიცაა და მითუმეტეს ობიექტურად არც არაფერია საშიში!

Posted

:facepalm:

მერამდენე თემა შეიძლება ამაზე. ჯერ ერთი არ ეწინააღმდეგება რელიგიას ეს აიდი ბარათი.

მეორეც თუ თვლი რო ეწინააღმდეგება, არ აიღო. წულუკიანმა ალტერნავია იქნებაო.

გადაწყდა პრობლემა მარტივად :)

Posted

:ups:

Posted

აუუუუუ გაწიიი მამაოოოო ფუუუუნჯიიიიი :facepalm:

Posted

მეორედ ვიღებ უკვე ID და ჩემის აქმე წასულია უკვე ? :D :D: D: D :D

არაუშავრა რონი ჯეიმს დიოს ვნახავ არ მგონია ეგ სამოთხეში მომხვდარიყო :D :D :D

Posted

ყველაზე ცუდი ის კი არ არის, რას დაიჯერებთ, ან რას შეხედავთ სკეპტიკურად, არამედ ის, რა დამოკიდებულება გაქვთ თინეიჯერებს საკუთარი ეკლესიისა და რელიგიის მიმართ და როგორ მოიხსენიებთ თუნდაც მამაოს, ერთია რა გწამთ, და მეორე როგორი პატივისცემა და მინიმუმი მორიდება გექნებათ, ეხლა რომ მუსულმანები არ ხართ, მაგის გამო თქვენი წინაპრები თავს აკლავდნენ, თქვენ კიდევ, პატივისცემა კი არა, აქეთ საღადაოს ხდით რელიგიის თემას. ძალიან ცუდია. ჭკუას კი არ გარიგებთ, უბრალოდ, ჩემი ასაკიდან ყველაფერი კარგად ჩანს და გული შემტკივა. ღმერთმა ყველას ხელი მოგიმართოთ დამსახურებისამებრ, თუმცა, დიდი სურვილი მაქვს, ყველა იმსახურებდეს საუკეთესოს.

პ.ს. ჩემი პოსტის მიმართ ზედმეტად რომ არ გადახტეთ ფანტაზიებში, 1 წელია, რაც id ბარათი მაქვს აღებული, გამგები გაიგებს რისი თქმაც მინდა, დებატებს არ ვაპირებ, მხოლოდ ჩემი აზრი გამოვთქვი და თუ ვინმე არასწორედ გაიგებს, მატრაკვეცული კამათისგან თავი შეიკავოს!

თემის ავტორო, როგორც გული გიკარნახებს ისე მოიქეცი ჯიგარო, არავინ დაგაძალებს მის აღებას, ან არ აღებას, მთავარია სწორედ იცხოვრო, სულიერადაც და ხორციელადაც.

Posted

ათეისტების შემოსვლა შეიძლება აქ? :)

Posted

ათეისტების შემოსვლა შეიძლება აქ? :)

ზუსტად მაგაზე მაქვს ლაპარაკი, რომ ათეისტიც რომც იყო, მორიდებით მიუდექი მაგ საკითხს და რადგან არ გწამს, ეგ იმის უფლებას არ გაძლევს, რომ შეურაცხყო! ძალით ვერავინ მოგაბრუნებს ეკლესიისკენ, ეს შენში უნდა იდოს, მაგრამ რომც არ იდოს, პატივი ეცი იმას, რაც შენი ქვეყნის რწმენას ეხება და 1 ტრიპაჩული აზრის დასაფიქსირებლად არ იმკრეხელო (შენზე არ მაქვს საუბარი, მხოლოდ მეორე პირში ვლაპარაკობ), შენ თუ შენ საკუთარ რელიგიას პატივს არ სცემ, მაშინ როგორღა დაიცავ მას? ვიღაც ურჯულო, რომ შენ თვალწინ შეურაცხყოფდეს შენს ეკლესიას, შენ ჩუმად უნდა უსმენდე და უღიმოდე? მერე რა, რომ არ გწამს?! მაგის და მიუხედავად, უნდა მოაკეტინო და ბოლომდე დაიცვა ის, რის გამოც შენს ქვეყანას საუკენეების მანძილზე უვაჟკაცესი ბრძოლები ჰქონდა გაჩაღებული, შენ კიდევ რას შვები? იმის მაგივრად, რომ იცავდე, აქეთ შენ ლანძღავ? მუსულმანს გაულანძღე აბა მუჰამედი, ან მეჩეთი, თავს მოგაჭრის (იმის და მიუხედავად, სწამს, თუ არა) და რა გამოდის, ისინი ჩვენზე ვაჟკაცები არიან? ისინი, ვისაც 10-ჯერ ნაკლები ჯარით ვეომებოდით და ვანადგურებდით? ცუდ შედარებას მოვიყვან - უბანში რომ ისეთი მეზობელი გყავდეს, ვისაც პატივს არ ცემ, და სხვა, უცხო უბნელს მისი დაჩაგვრა მოუნდეს, ხომ დაიცავ იმის და მიუხედავად, შენ პატივს ცემ იმ მეზობელს თუ არა, მაგრამ შენია და არავის აძლევ იმის უფლებას, რომ შენს ტერიტორიაზე დაგიჩაგროს! მაგრამ, თუ შენ თვითონ დაუწყებ თავში ჩარტყმას და ამას სხვებიც ხედავენ, ისიც დაჩაგრავს და ვერაფერს მოთხოვ, გეტყვის - რა გინდა ძმაო, ეს კაცი რასაც იმსახურებს, იმას ვუკეთებ, მეც შენგან გავიგე, რომ დასაჩაგრია, შენ თვითონ ჩაგრავ და მე მიშლი? ამ საქციელით მხოლოდ ის მეზობელი კი არ იჩაგრება, შენც გაჯ...ენ თავზე, რადგან შენსას აყენებს შეურაცხყოფას შენსავე ტერიტორიაზე და ჩემი გაგებით ეგ იგივეა, რაც შენზე და.მა

გაავლეთ პარალელი ამ ორ ფაქტორს შორის და მიხვდებით რისი თქმაც მინდა.

დასცინი იმას, რისიც მე მწამს და რისი რწმენითაც ვცხოვრობ? რა გამოდის? ესეიგი, მეც დამცინი ხო? და, დაგაცინინებ რო თავს?! პირველზე გაგაფრთხილებ, მეორეზე შემოგარტყავ და მესამეზე გესვრი... და ეს ყველაფერი უნდა მოხდეს იმის გამო, რომ ბაცნურად უდგები იმ საკითხს, რაც შენთვის მიუღებელია? არ გწამს და ნუ გწამს, მაგრამ ნურც გამილანძღავ, თორემ მოგეკითხება! :)

Posted

ყველაზე ცუდი ის კი არ არის, რას დაიჯერებთ, ან რას შეხედავთ სკეპტიკურად, არამედ ის, რა დამოკიდებულება გაქვთ თინეიჯერებს საკუთარი ეკლესიისა და რელიგიის მიმართ და როგორ მოიხსენიებთ თუნდაც მამაოს, ერთია რა გწამთ, და მეორე როგორი პატივისცემა და მინიმუმი მორიდება გექნებათ, ეხლა რომ მუსულმანები არ ხართ, მაგის გამო თქვენი წინაპრები თავს აკლავდნენ, თქვენ კიდევ, პატივისცემა კი არა, აქეთ საღადაოს ხდით რელიგიის თემას. ძალიან ცუდია. ჭკუას კი არ გარიგებთ, უბრალოდ, ჩემი ასაკიდან ყველაფერი კარგად ჩანს და გული შემტკივა. ღმერთმა ყველას ხელი მოგიმართოთ დამსახურებისამებრ, თუმცა, დიდი სურვილი მაქვს, ყველა იმსახურებდეს საუკეთესოს.

პ.ს. ჩემი პოსტის მიმართ ზედმეტად რომ არ გადახტეთ ფანტაზიებში, 1 წელია, რაც id ბარათი მაქვს აღებული, გამგები გაიგებს რისი თქმაც მინდა, დებატებს არ ვაპირებ, მხოლოდ ჩემი აზრი გამოვთქვი და თუ ვინმე არასწორედ გაიგებს, მატრაკვეცული კამათისგან თავი შეიკავოს!

თემის ავტორო, როგორც გული გიკარნახებს ისე მოიქეცი ჯიგარო, არავინ დაგაძალებს მის აღებას, ან არ აღებას, მთავარია სწორედ იცხოვრო, სულიერადაც და ხორციელადაც.

+999999999999999999999999999999999999

Posted

კახას ვეთანხმები რაღაცებში. რელიგიის შეურაცხყოფით უფრო კაი ტიპი ვერ გახდები. ასე რომ ვინც რელიგიის მიმართ სკეპტიკურად ვართ განწყობილნი სჯობს თავი შევიკავოთ უაზრო კომენტარებისგან რაც ხანდახან არ გამოგვდის ხოლმე. :)

რაც შეეხება ID ბარათებს და მისთანებს: თუ უარს ვამბობთ ტექნოლოგიურ განვითარებაზე მაშინ მივატოვოთ ყველაფერი და დავბრუნდეთ გამოქვაბულებში. სხვანაირად ვერ ვიცხოვრებთ დღევანდელობაში.

თემა გაიასნდა და დახურეთ ეხლა.

Posted

ჩვენთან როცა ბრმად ჯვარს ურტყამდნენ თავს, კათოლიკე ბერები 3 საუკუნით ადრე

მეცნიერულ ნაშრომებს დებდნენ და უამრავ მათ ნაშრომს დღემდე ვიყენებთ .

ესე რატომ უნდა მოიხსენიო, დამცინავათ, ქართველმა ქრისტიანმა კაცმა, სარწმუნოების გადამრჩენელი წინაპრები. და არ ამარტო სარწმუნოების.

მაგის დამსახურეება დღეს ყოველ საათში ხალიჩას რომ არ ვშლით და ალაჰს არ გავიძახით, ყოველ დილით მოლას ყვირილი რომ არ გვაღვიძებს.

Posted

ყველაზე კარგი იქნება ვისაც გაინტერესებთ "შეიძლება" თუ არა და გინდათ იმ პასუხში დარწმუნებული იყოთ რომელსაც მიიღებთ მიბრძანდით პატრიარქთან (მგონი შეიძლება არა?) ან საეკლესიო პირთან/მოძღვართან და ჰკითხეთ აქ კამათს აზრი არა აქვს

საქმე იმაშია რომ მაგაზე საეკლესიო პირებიც ვერ თანხმდებიან ერთი ნაწილი ერთს იძახის მეორე - მეორეს.
Posted

ესე რატომ უნდა მოიხსენიო, დამცინავათ, ქართველმა ქრისტიანმა კაცმა, სარწმუნოების გადამრჩენელი წინაპრები. და არ ამარტო სარწმუნოების.

მაგის დამსახურეება დღეს ყოველ საათში ხალიჩას რომ არ ვშლით და ალაჰს არ გავიძახით, ყოველ დილით მოლას ყვირილი რომ არ გვაღვიძებს.

არც დავიწყებ დაკონკრეტებას თუ ვინ ვიგულისხმე მაგ ფენაში და ყველა ერთად ავთქვიფე თუ/არა, არ მინდა, რადგან მაინც უკეთ შემეძლო დამეწერა მიუხედავად ამისა

უხეშადაც გამომივიდა დაწერა და არც ვუარყოფ, კორექტულადაც შემეძლო დამეწერა იმავე აზრი.

მართლები ხართ, მეტი არაფერი არ შეიძლება ვთქვა, ბოდიშით !! რადგან მართლა შევეხე თქვენს "მე" -ს , მსგავსი კი მეც არ მესიამოვნებოდა.

Posted

ისევ გადავხედე ჩემ პირველ ნაწერს, მერამდენედ უკვე ...

უხეშად დამიწერია, ძალიან, არადა ყოველთვის ვცდილობ ხოლმე კორექტულად ვწერო, მაგრამ ამ შემთხვევაში(და შეიძლება სხვაზეც), ცუდად დავწერე , რომელმაც შეურაცმყოფა მოგაყენათ თქვენ.

დიდი მადლობის მეტი არაფერი მეთქმის თქვენთან, რადგან ჩემ არაკორექტულ პოსტზე სრულად გაწონასწორებული პასუხი მივიღე, რომელის უგულებელყოფაც შეუძლებელია

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გაწონასწორებული პასუხისთვის და ბოდიშით თქვენთან

მე ვერ გავიგე რა დაწერე უხეშად :)

Posted

1) უხეშად ვიტყვი, მაგრამ დავწერ მაინც: ბევრ მამაოს არ აქვს საკადრისი განათლება , არ არის ჩახედული მეცნიერულად ამ საკითხში, რადგან ქურდობიდან და ცოდვის მონანიებიდან ხდებოდნენ ზოგნი ამ გზაზე, რომელთგანაც სრულყოფილი ცოდნა ბევრს არ აქვს. ჩვენთან როცა ბრმად ჯვარს ურტყამდნენ თავს, კათოლიკე ბერები 3 საუკუნით ადრე მეცნიერულ ნაშრომებს დებდნენ და უამრავ მათ ნაშრომს დღემდე ვიყენებთ .

დაიკიდეთ, რადგან სხვა გზა არც გაქვთ,+ ასე იოლიცაა და მითუმეტეს ობიექტურად არც არაფერია საშიში!

ეს ნაწილობრივ სიმართლეცაა მაგრამ მაინც ცოტა უხესადაა ნათქვამი.

Posted

ra aris nawilobriv simarTle, SegiZlia ufro konkretulaT dawero?

Posted
ბევრ მამაოს არ აქვს საკადრისი განათლება , არ არის ჩახედული მეცნიერულად ამ საკითხში, რადგან ქურდობიდან და ცოდვის მონანიებიდან ხდებოდნენ ზოგნი ამ გზაზე, რომელთგანაც სრულყოფილი ცოდნა ბევრს არ აქვს
Posted

ნიკა დიდ პატივს გცემ და ვაფასებ ყველაფერს რასაც აკეთებ, ბევრი რაღაც მინდახია და წამიკითხია შენი გაკეთებული თუ დაწერილი ამ ფორუმზე, აქედან გამომდინარე ასე თუ ისე შეიძლება შეგექმნეს ადამიანზე წარმოდგენა. მეც ვიფიქრე რაც დაწერე არ იყო გამიზნული და არ გავდა შენს პოსტს, უბრალოთ ძალაინ გულზე მომხვდა, ბევრი ძვირფასი ითელებოდა ფეხქვეშ ( ესე მომეჩვენა). შეიძლება არც უნდა მიმექცია ყურადღება და არც უნდა დამეკომენტარებინა )

maxoooooo, ეგ კიდე სხვა საკითხა რომელიც მე სულ სხვანაირათ მესმის და არ არის ჩემი გასარჩევი ვინ როგორ და რატომ ხდებოდა მღვდელი, მორწმუნე და ა.შ.

Posted

ესე რატომ უნდა მოიხსენიო, დამცინავათ, ქართველმა ქრისტიანმა კაცმა, სარწმუნოების გადამრჩენელი წინაპრები. და არ ამარტო სარწმუნოების.

მაგის დამსახურეება დღეს ყოველ საათში ხალიჩას რომ არ ვშლით და ალაჰს არ გავიძახით, ყოველ დილით მოლას ყვირილი რომ არ გვაღვიძებს.

კონკრეტულად შენ არ გპასუხობ, მაგრამ როგორც დავინახე Expreme-Hunter-მა დაგაპლიუსა და მას მინდა ვუთხრა... ამ კომენტარშიც იყო რელიგიის და სარწმუნოების მიმართ შეურაცხყოფელი მიმართვა და ხსენება :)

ჩვენი თუ არა სხვისი... :)

Archived

This topic is now archived and is closed to further replies.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.