Ako*G Posted January 5, 2011 Posted January 5, 2011 კომპანია Gainward-მა გადაწყვიტა გაეხარებინა გეიმერთა გულები და წარმოადგინა GeForce GTX 580-ის ახალი, არარეფერანს მოდელი. ახალი ვიდეო-კარტა გამოვიდა "GOOD" მარკით, რომელიც იშიფრება როგორც Gainward Optimized Own Design. პირველი, რაც ამ "მონსტრის" დანახვისთანავე გვხვდება თვალში, ეს არის ახალი გაგრილება - მას ხომ ორი 80 მმ-იანი ფანი უყენია, რომელთა ბრუნვის სიჩქარე PWM -ის მეშვეობით რეგულირდება. მწარმოებლის თქმით, ახალი გაგრილება 32%-ით უფრო ეფექტურია და 6,6 დეციბალით უფრო ჩუმია, ვიდრე რეფერანს-მოდელის გაგრილება. გაგრილების სისტემის ასეთმა ეფექტურობამ მწარმოებლებს საშუალება მისცა GPU-ს სიხშირე 783 MHz-მდე, ხოლო Memory-ს სიხშირე 2010 MHz-მდე გაეზარდა. ახალ ვიდეო-კარტას, ისევე როგორც რეფერანს-მოდელს, აქვს 1,5GB (1536MB) სიდიდის GDDR5 მეხსიერება, 384 ბიტიანი სალტით. შეგახსენებთ, რომ GeForce GTX 580-ის რეფერანსული სიხშირეები ასეთია: GPU clock(MHz) - 772 Memory clock (MHz) - 2004 მას უკანა მხარეს გამოტანილი აქვს ორი Dual-link DVI-I, ერთი DisplayPort და ერთი HDMI პორტები. სამწუხაროდ, ფასი და გაყიდვაში ჩაშვების თარიღი ჯერ ცნობილი არ არის. 5 Quote
Barca Posted January 5, 2011 Posted January 5, 2011 ვაა აკო კაია ეს უფრო მაგარია ვიდრე ის გეინვორდები ჯიტეკში რომ აქვთ ტუმცა არც ისაა ცუდი :thumbsup: Quote
George Posted January 5, 2011 Posted January 5, 2011 კარგი რამეა ესა პალიტსაც ასეთი აქვს დაახლოებით 580-ზე და ძველ 480-ზეც ერთნაირი გაგრილება ქონდათ მახსოვს 2 ვენტილატორიან პალიტის და ჯეინვორდის კარტებს Quote
სოსო Posted January 5, 2011 Posted January 5, 2011 დიზაინი და გაგრილება კიდევ თორემ 783 MHz vs 772 MHz 2010MHz vs 2004 MHz აჩქარებაა?! გვეკაიფებიან :D Quote
გიაჩხეო Posted January 5, 2011 Posted January 5, 2011 ლამზი და კარგია,მაგრამ ფასებს როდის დააკლებენ? Quote
Barca Posted January 11, 2011 Posted January 11, 2011 ლამზი და კარგია,მაგრამ ფასებს როდის დააკლებენ? ალბათ როცა 2 ბირთვიანი GTX 595 გამოვა :rolleyes: Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.