Jump to content

Recommended Posts

Posted

w8dec.jpg

კომპანია Gainward-მა გადაწყვიტა გაეხარებინა გეიმერთა გულები და წარმოადგინა GeForce GTX 580-ის ახალი, არარეფერანს მოდელი.

ახალი ვიდეო-კარტა გამოვიდა "GOOD" მარკით, რომელიც იშიფრება როგორც Gainward Optimized Own Design. პირველი, რაც ამ "მონსტრის" დანახვისთანავე გვხვდება თვალში, ეს არის ახალი გაგრილება - მას ხომ ორი 80 მმ-იანი ფანი უყენია, რომელთა ბრუნვის სიჩქარე PWM -ის მეშვეობით რეგულირდება. მწარმოებლის თქმით, ახალი გაგრილება 32%-ით უფრო ეფექტურია და 6,6 დეციბალით უფრო ჩუმია, ვიდრე რეფერანს-მოდელის გაგრილება.

14ffd.jpg

wim6n.jpg

გაგრილების სისტემის ასეთმა ეფექტურობამ მწარმოებლებს საშუალება მისცა GPU-ს სიხშირე 783 MHz-მდე, ხოლო Memory-ს სიხშირე 2010 MHz-მდე გაეზარდა. ახალ ვიდეო-კარტას, ისევე როგორც რეფერანს-მოდელს, აქვს 1,5GB (1536MB) სიდიდის GDDR5 მეხსიერება, 384 ბიტიანი სალტით.

y758t.jpg

9tahz.jpg

შეგახსენებთ, რომ GeForce GTX 580-ის რეფერანსული სიხშირეები ასეთია:

GPU clock(MHz) - 772

Memory clock (MHz) - 2004

მას უკანა მხარეს გამოტანილი აქვს ორი Dual-link DVI-I, ერთი DisplayPort და ერთი HDMI პორტები.

uqw8o.jpg

q8iff.jpg

სამწუხაროდ, ფასი და გაყიდვაში ჩაშვების თარიღი ჯერ ცნობილი არ არის.

  • Upvote 5
Posted

ვაა აკო კაია :miyvarxar:

ეს უფრო მაგარია ვიდრე ის გეინვორდები ჯიტეკში რომ აქვთ ტუმცა არც ისაა ცუდი :thumbsup:

Posted

კარგი რამეა ესა პალიტსაც ასეთი აქვს დაახლოებით 580-ზე და ძველ 480-ზეც ერთნაირი გაგრილება ქონდათ მახსოვს 2 ვენტილატორიან პალიტის და ჯეინვორდის კარტებს

Posted

დიზაინი და გაგრილება კიდევ თორემ

783 MHz vs 772 MHz

2010MHz vs 2004 MHz

აჩქარებაა?!

გვეკაიფებიან :D

Posted

ლამზი და კარგია,მაგრამ ფასებს როდის დააკლებენ?

Posted

ლამზი და კარგია,მაგრამ ფასებს როდის დააკლებენ?

ალბათ როცა 2 ბირთვიანი GTX 595 გამოვა :rolleyes:

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.