Ako*G Posted January 5, 2011 Posted January 5, 2011 კომპანია Gainward-მა გადაწყვიტა გაეხარებინა გეიმერთა გულები და წარმოადგინა GeForce GTX 580-ის ახალი, არარეფერანს მოდელი. ახალი ვიდეო-კარტა გამოვიდა "GOOD" მარკით, რომელიც იშიფრება როგორც Gainward Optimized Own Design. პირველი, რაც ამ "მონსტრის" დანახვისთანავე გვხვდება თვალში, ეს არის ახალი გაგრილება - მას ხომ ორი 80 მმ-იანი ფანი უყენია, რომელთა ბრუნვის სიჩქარე PWM -ის მეშვეობით რეგულირდება. მწარმოებლის თქმით, ახალი გაგრილება 32%-ით უფრო ეფექტურია და 6,6 დეციბალით უფრო ჩუმია, ვიდრე რეფერანს-მოდელის გაგრილება. გაგრილების სისტემის ასეთმა ეფექტურობამ მწარმოებლებს საშუალება მისცა GPU-ს სიხშირე 783 MHz-მდე, ხოლო Memory-ს სიხშირე 2010 MHz-მდე გაეზარდა. ახალ ვიდეო-კარტას, ისევე როგორც რეფერანს-მოდელს, აქვს 1,5GB (1536MB) სიდიდის GDDR5 მეხსიერება, 384 ბიტიანი სალტით. შეგახსენებთ, რომ GeForce GTX 580-ის რეფერანსული სიხშირეები ასეთია: GPU clock(MHz) - 772 Memory clock (MHz) - 2004 მას უკანა მხარეს გამოტანილი აქვს ორი Dual-link DVI-I, ერთი DisplayPort და ერთი HDMI პორტები. სამწუხაროდ, ფასი და გაყიდვაში ჩაშვების თარიღი ჯერ ცნობილი არ არის. 5
Barca Posted January 5, 2011 Posted January 5, 2011 ვაა აკო კაია ეს უფრო მაგარია ვიდრე ის გეინვორდები ჯიტეკში რომ აქვთ ტუმცა არც ისაა ცუდი :thumbsup:
George Posted January 5, 2011 Posted January 5, 2011 კარგი რამეა ესა პალიტსაც ასეთი აქვს დაახლოებით 580-ზე და ძველ 480-ზეც ერთნაირი გაგრილება ქონდათ მახსოვს 2 ვენტილატორიან პალიტის და ჯეინვორდის კარტებს
სოსო Posted January 5, 2011 Posted January 5, 2011 დიზაინი და გაგრილება კიდევ თორემ 783 MHz vs 772 MHz 2010MHz vs 2004 MHz აჩქარებაა?! გვეკაიფებიან :D
Barca Posted January 11, 2011 Posted January 11, 2011 ლამზი და კარგია,მაგრამ ფასებს როდის დააკლებენ? ალბათ როცა 2 ბირთვიანი GTX 595 გამოვა :rolleyes:
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now