გუგაეონ Posted March 1, 2013 Posted March 1, 2013 ჯერ კიდევ 2009 წელს გავიგეთ, რომ Counter-Strike–ის ერთ–ერთი შემქმნელი, მინ ლი (Minh «Gooseman» Le) ახალ ონლაინ–შუთერზე, Tactical Intervention–ზე მუშაობს, რომლის შექმნის პროცესი ანონსამდე საკმაოდ დიდი ხნის წინ დაიწყო. უფრო ზუსტად, თამაში უკვე შვიდი წელია, რაც დამუშავების სტადიაში იმყოფება და ძალიან მალე, 14–დან 28 მარტის ჩათვლით, გულშემატკივრები მისი ბეტა–ვერსიის დაგემოვნებას შესძლებენ. მიუხედავად იმისა, რომ დეტალური ინფორმაცია დღემდე არ ხმაურდება, გაირკვა: პროექტი free-to-play–ს პრინციპით გავრცელდება, ხოლო დეველოპერები შემოსავალს მიკროტრანზაქციების საშუალებით მიიღებენ, მოთამაშეები ფულს საკუთარი გმირის აღჭურვილობაში და იარაღებში გადაიხდიან. [media=] სრული ვერსიის გამოსვლის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
George Posted March 2, 2013 Posted March 2, 2013 შენც ისეთ იგრებზე უნდა გახსნა ხოლმე თემები რომლებიც პერსპექტიულათ გამოიყურებიან და უფრო გაამართლებენ მოლოდინებს ვიდრე არა და არა რაღაცა სტრანნი პროექტებზე უცნობი დებელოპერებისგან
ბერო Posted March 3, 2013 Posted March 3, 2013 შენც ისეთ იგრებზე უნდა გახსნა ხოლმე თემები რომლებიც პერსპექტიულათ გამოიყურებიან და უფრო გაამართლებენ მოლოდინებს ვიდრე არა და არა რაღაცა სტრანნი პროექტებზე უცნობი დებელოპერებისგან ვყოყმანობდი მიმეცა თუ არა დასტური, მაგრამ აღარ დავუკარგე ნაშრომი, თან დიდი ხნის პროექტიაო. საშინლად გამოიყურება ისე თანამედროვე FPS-ებთან შედარებით ჩავამატე მაინც საკვანძო სიტყვები სათაურში ვიკიზე დაყრდნობით
George Posted March 4, 2013 Posted March 4, 2013 ხო free-to-play ონლაინ შუტერი იქნებაო და უკეთესი გრაფიკის თავი არ ქონდათ ალბათ
გუგაეონ Posted March 4, 2013 Author Posted March 4, 2013 14 მარტს დაიწყება ბეტა ტესტირება და ორი კვირა გაგრძელდებაო ხო ბეტა ტესტირების დასრულებისთანავე, 28 მარტს გაეშვება.
George Posted August 22, 2013 Posted August 22, 2013 გამოვიდა უკვე ეს თამაში და ვხურავ თემას და გამოსული თამაშების განყოფილებაში გადამაქვს
Recommended Posts
Archived
This topic is now archived and is closed to further replies.