Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია AMD-ემ ოფიციალურად წარადგინა 'აჩქარებული პროცესორების' (Accelerated Processing Unit, APU) პროდუქციის ახალი კატეგორია, რომელიც კომპანიის თქმით, 'გააერთიანებს უფრო მეტ გამომთვლელ შესაძლებლობებს, ვიდრე ნებისმიერი CPU - აღნიშნული ტექნიკის ისტორიაში'.

1448aa98539c.jpg

APU AMD Fusion ოჯახში შევიდნენ ის ნაწარმები, რომელთა ერთ კრისტალშიც განთავსებულია მრავალბირთვიანი, x86-თან შესაფერისი CPU, სამაგიდო დონის GPU, რომელსაც აქვს DirectX 11-ისა და პარალელური დამუშავების მხარდაჭერა, მაღალი გარჩევადობის ვიდეოს ასწრაფების გამოყოფილი ბლოკი (UVD3) და მაღალსიჩქარიანი ინტერფეისი, სხვადასხვა ტიპის ბირთვების დამაკავშირებელი. კომპიუტერების მწარმოებლებმა, მათ შორის Acer-მა, ASUS-მა, Dell-მა, Fujitsu-მ, HP-მ, Lenovo-მ, MSI-მ, Samsung-მა, Sony-მ და Toshiba-მ უკვე აირჩიეს APU AMD Fusion-ი - ახალი თაობის desktop სისტემებისთვის, ნოუთბუქებისა და ნეტბუქებისათვის - HD ხარისხის ვიდეოს მხარდაჭერით. APU AMD Fusion-ის ბაზაზე გამოშვებული პლანშეტები გაყიდვაში მოგვიანებით, მიმდინარე კვარტალში გამოვლენ. AMD-ეს შეფასებით, AMD Fusion-ი უზრუნველყოფს კომპიუტერების 10 სთ-იან და უფრო ხანგრძლივ მუშაობას ავტონომიურ რეჟიმში.

f4788eaf3a8f.jpg

წარმოდგენილ იქნა APU-ს სამი სერია: E, C და A. მათგან პირველი ორი უკვე ხელმისაწვდომია. E ხაზში (კოდური დასახელება Zacate) შედიან E-350 (ორი ბირთვი, 1,6 გჰზ, TDP 18 ვ) და E-240 მოდელები (ერთი ბირთვი, 1,5 გჰზ, 18 ვ). C-ში (Ontario) ასევე ორი პროდუქტია: C-50 (ორი ბირთვი, 1,0 გჰზ, 9 ვ) და C-30 (ერთი ბირთვი, 1,2 გჰზ, 9 ვ).

550c48e219d6.jpg

მიმდინარე წლის ნახევარში აგრეთვე გამოვა 32-ნანომეტრული A სერიის APU Fusion-ი (Llano), რომლებსაც ექნებათ ოთხამდე x86-თან შესაფერისი ბირთვი და GPU - DirectX 11-ის მხარდაჭერით. ამ ბაზაზე დამზადებული პროდუქტების გამოჩენა მოსალოდნელია 2011-ის ნახევრიდან.

  • Upvote 4
Posted

x86-თან შესაფერისი

თავსებადი

იგულისხმება 32 ბიტიანი ინსტრუქციების (პროგრამული ბრძანებების) ნაკრები

კომპიუტერების მწარმოებლებმა, მათ შორის Acer-მა, ASUS-მა, Dell-მა, Fujitsu-მ, HP-მ, Lenovo-მ, MSI-მ, Samsung-მა, Sony-მ და Toshiba-მ უკვე აირჩიეს APU AMD Fusion-ი - ახალი თაობის desktop სისტემებისთვის,

GO AMD, GO

თორემ გაგვღლიტა ინტელმა

Posted

ვიცოდი რაც იგულისხმებოდა, მაგრამ რატომღაც ვერ გავიხსენე ეგ სიტყვა.. 10X სოსო :)

Posted

და ახლა ეგ პროცესორები რამდენ ნანომეტრზეა დამზადებული? 45?

C-50 საკაიფოა მემგონი ლეპტოპი დიდხანს გაძლებს

Posted
მიმდინარე წლის ნახევარში აგრეთვე გამოვა 32-ნანომეტრული A სერიის APU Fusion-ი (Llano)
Posted

თორემ გაგვღლიტა ინტელმა

არ ვიცი, ეს ჩვენს გაღლეტას შეაჩერებს თუ არა მაგრამ არჩევანის საშუალება ნაღდად გვეძლევა,მადლობა ინფოსთვის

Posted

აგერ გაუტესტიათ ჩემი ფავორიტი C-50 :D

f0bec6e07487.jpg

Posted

ნათელი მაგალითი იმისა რომ ინტელი ვიდეო დაფების გამოშვების აზრზე არ არის :D

Posted

ნათელი მაგალითი იმისა რომ ინტელი ვიდეო დაფების გამოშვების აზრზე არ არის :D

იყო, იყო :D

სენდისთან ერთად ისწავლა ნელ-ნელა :D

  • 3 months later...
Posted

AMD and MulticoreWare Team optimize OpenCL AMD Fusion APUs http://guru3d.com/news/amd-and-multicoreware-team-optimize-opencl-amd-fusion-apus/

Posted

AMD რულამს :P

Posted

AMD June launch schedule revealed http://guru3d.com/news/amd-june-launch-schedule-revealed/

  • 1 month later...
Posted

ყოჩაღ AMD,აღარ ხუმრობს

არადა როდის ხუმრობდა რო?:D

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.