NEIRON Posted March 16, 2013 Posted March 16, 2013 თუ სპეციალურად არ ჩაწერა მგონი არაფრი წერია სიტყვაზე ჩემს კომპში შევქმენი პდფ-ი და რითიც იდენტიფიცრდებას შევძლებ, არ იქნება რამე ინფო?!
Shopen Posted March 16, 2013 Posted March 16, 2013 ვაა რამდენი მომესალმა.საღოლ სასტავ ესე აპირებ ყოფნას ფორუმზე?
ბექა Posted March 16, 2013 Posted March 16, 2013 სიტყვაზე ჩემს კომპში შევქმენი პდფ-ი და რითიც იდენტიფიცრდებას შევძლებ, არ იქნება რამე ინფო?! რავი მგონია რომ არა
Shopen Posted March 16, 2013 Posted March 16, 2013 წინა პოსტი წაიკითხე აბაა. წავიკითხე, არ მოგესალმეთ ბოდიში დიდი ხანია არ გამოჩენილხარ ;)
პითონი Posted March 16, 2013 Posted March 16, 2013 წავიკითხე, არ მოგესალმეთ ბოდიში დიდი ხანია არ გამოჩენილხარ აქ ვარ ხოლმე.ვაკვირდები ყველაფერს.პროსტა არ ვწერ:D
gajaviki Posted March 17, 2013 Posted March 17, 2013 წავიკითხე, არ მოგესალმეთ ბოდიში დიდი ხანია არ გამოჩენილხარ :D
Shopen Posted March 17, 2013 Posted March 17, 2013 PayPal-ის წერილი საქართველოს ეკონომიკისა სამინისტროს ინფორმაციით, PayPal–ის ელექტრონულ საგადასახადო სისტემაში საქართველოს ჩართვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გრძელდება, თუმცა კონკრეტული თარიღის დასახელება ჯერჯერობით შეუძლებელია. მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებები დიდი ხანია მიმდინარეობს, მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული ელექტრონული საგადასახადო სისტემა PayPal, რომელიც 190–ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს, საქართველოში კვლავ არ არის ხელმისაწვდომი. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ქაშიბაძე აცხადებს, რომ ბოლო წერილი PayPal–ის წარმომადგენლებისგან საქართველომ დაახლოებით 5 დღის წინ მიიღო: “მოგვწერეს, რომ ერთი მხრივ, ევროპის ოფისის მენეჯმენტში განხორციელებული ცვლილებების გამო და მეორე მხრივ, მათი სტრატეგიული გეგმებიდან გამომდინარე, პროცესი კვლავ იწელება. PayPal–ის სტრატეგიული გეგმა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი რეგიონის მასშტაბით საქართველოსთან ერთად ერთიანად აპირებენ რამდენიმე სახელმწიფოში შესვლას”, – აცხადებს ირაკლი ქაშიბაძე. მისი თქმით, სხვა მხრივ ქვეყანას ყველანაირი მზაობა გააჩნია: “ყველა წერილში, რომელსაც ჩვენ მათ ვუგზავნით, აღვნიშნავთ, რომ იმ კრიტერიუმების შესრულების კუთხით, რასაც ქვეყანა უნდა აკმაყოფილებდეს, აბსოლუტური მზაობა გვაქვს, როგორც ეროვნულ ბანკში, ასევე ფინანსთა სამინისტროში”, – აცხადებს ირაკლი ქაშიბაძე. PayPal–ის საქართველოში შემოსვლის მოთხოვნით გვერდი შეიქმნა სოციალურ ქსელ Facebook-ზე. არსებობს პეტიციაც, მომხმარებლები 30 000 ხელმოწერის შეგროვებას ცდილობენ. მათი განცხადებით, ხალხის მხარდაჭერა ერთ–ერთი გადამწყვეტი ფაქტორი შეიძლება ყოფილიყო PayPal–ის შემოსვლაზე დადებითი გადაწყვეტილების მისაღებად: “უკვე რამდენი ხანია მიდის ამაზე საუბარი. ასე მგონია, 2100 წელსაც ვერ შემოვა საქართველოში PayPal–ი. ვისაც რეალურად გვჭირდება ამ სერვისის გამოყენება, ძალიან დიდი ძალისხმევის დახარჯვა გვიწევს. მე ამერიკული მისამართით დავრეგისტრირდი, მაგრამ რაც Usa2Georgia-მ მისამართი შეცვალა, ბარათი მოვხსენი. თქვეს, 2012 წლის ბოლოს აუცილებლად შემოვაო, მაგრამ, როგორც ჩანს, ტყუილად ველოდე”, – აცხადებს ერთ–ერთი მომხმარებელი კახა კაპანაძე. იმის გამო, რომ PayPal საქართველოში ხელმისაწვდომი არაა, საქართველოს მოქალაქეები სერვისით სარგებლობის სხვა გზებს ეძებენ და ამერიკის, უკრაინის ან თურქეთის მისამართის გამოყენებით რეგისტრირდებიან. ირაკლი ქაშიბაძე აცხადებს, რომ სწორედ საზოგადოების მხრიდან ასეთი აქტიურობის გამო დაინტერესდა სახელმწიფო იმით, რომ PayPal–მა ის საკუთარ ქსელში ჩართოს. თუმცა, მისი თქმით, სერვისის ამოქმედება ქვეყნის ეკონომიკაზე მნიშვნელოვნად არ აისახება: “რომ გითხრათ, რომ დიდი გავლენას მოახდენს ეს ქვეყნის ეკონომიკაზე, არა მგონია, ალტერნატიული გადახდის სისტემებს უკვე იყენებენ საქართველოში. PayPal უფრო გამოიყენება Ebay–ზე და სხვა საიტებზე, ასევე საინტერესოა მათთვის, ვინც PayPal-ით იღებს შემოსავალს რისკის შესამცირებლად, თუმცა ძირითადად უცხოური მაღაზიებიდან პროდუქციის შესაძენად ალტერნატიული საშუალებების გამოყენება ხდება, ეს იქნება ვიზაბარათები თუ სხვა სისტემები. რეალურად რომ გითხრათ, რომ კარდინალური ცვლილება მოხდება, არა მგონია, მაგრამ ბევრი ადამიანი გამოიყენებს”, – აცხადებს ირაკლი ქაშიბაძე. TBC pay-ს გენერალური დირექტორი დავით კენჭაძე მიიჩნევს, რომ PayPal–ს საქართველოში დასამკვიდრებლად გარკვეული დრო დასჭირდება: “რეალურად ქართველ მომხმარებელს გადახდის საშუალება ისედაც აქვს, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე მნიშვნელოვან საიტს. გასაგებია, რომ ბევრს აქვს მოლოდინი, რომ Pay Pal-ის შემოსვლის შემდეგ რაღაცები გამარტივდება, მაგრამ მე არ მაქვს განსაკუთრებული მოლოდინი, რომ Pay Pal-ის შემოსვლის შემდეგ რამე რევოლუციურად შეიცვალოს საქართველოში. ალბათ ამასაც დრო დასჭირდება, რომ მომხმარებელმა შეისწავლოს. ამჟამად ძალიან ბევრი ადამიანი ვიზა პლასტიკური ბარათებით სარგებლობს და ამის დახმარებით იწერენ სხვადასხვა პროდუქციას სხვადასხვა საიტებიდან. PayPal-ი იქნება კიდევ ერთი დამატებითი, უფრო მარტივი და უსაფრთხო საშუალება. არა მგონია, რომ ამან რაიმე განსაკუთრებული გააკეთოს ეკონომიკაში. ძირითადად გამოიყენებენ ალბათ Ebay-ზე ვაჭრობისას, რადგან საქართველოში ამ კუთხით არის, როგორც ვიცით, ძალიან დიდი პრობლემა”, – აცხადებს დავით კენჭაძე. უშედეგოა ესეც :crash:
maxoooooo Posted March 17, 2013 Posted March 17, 2013 :vikingi: :vikingi: ჩვენ ხო ბედი არ გვაქ არაფერში
kapan_gio Posted March 17, 2013 Posted March 17, 2013 https://www.facebook.com/pages/%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A7%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/218604691596088 :vis:
გუგაეონ Posted March 17, 2013 Posted March 17, 2013 ბიჭებო facebook-ზე მინდა unlike ყველაგვერდზე და შეიძლება ერთად რომვქნა?
kapan_gio Posted March 17, 2013 Posted March 17, 2013 ბიჭებო facebook-ზე მინდა unlike ყველაგვერდზე და შეიძლება ერთად რომვქნა? სათითაოდ თუ იზავ თორე სხვა გზა არაა
Shopen Posted March 17, 2013 Posted March 17, 2013 ბიჭებო facebook-ზე მინდა unlike ყველაგვერდზე და შეიძლება ერთად რომვქნა? მე სათითაოდ დავერია ქართული ფეიჯების 85% მოუდღანი საქციელი ;დ
გუგაეონ Posted March 17, 2013 Posted March 17, 2013 არ დაგეზარა? მაგრა მეზარება ორიათას რაღაც გვერდი მაქვს დალაიქებული მეზარება :D
Shopen Posted March 17, 2013 Posted March 17, 2013 არ დაგეზარა? მაგრა მეზარება ორიათას რაღაც გვერდი მაქვს დალაიქებული მეზარება არაა სულ 250 მქონდა ქართული დიდი გვერდები ორმლებიც არის "იუმორით" აღსავსენი იმათ გავუკეთე ანლაიქი ისე ისევ 250 აწერია დალაიქებული გვერდები აქ არ მოაკლდა მაგრამ რაც მთავარი ის Yლეობები აღა მეჩითება
Shopen Posted March 17, 2013 Posted March 17, 2013 ჯერ რატო იწონებთ ფბ-ს გვერდებს ეგ მითხარით. რაიემე ნორმ. პოსტი რო ვნახო შემდეგ როდესაც სრულიად უსაქმურად ვარ
მიშო Posted March 17, 2013 Posted March 17, 2013 რაიემე ნორმ. პოსტი რო ვნახო შემდეგ როდესაც სრულიად უსაქმურად ვარ ფბ-ს გვერდები კი არა მეგობრების გამოწერებს ვაუქმებ ისე მიშლის ნერვებს უაზრო პოსტები :D
Shopen Posted March 17, 2013 Posted March 17, 2013 ფბ-ს გვერდები კი არა მეგობრების გამოწერებს ვაუქმებ ისე მიშლის ნერვებს უაზრო პოსტები მეც, ვაფშე არ მიზიდავს FB არ მომონწ მაგრამ მაგრამ ტყუილად რო ვარ კომპთან უნებლიედ შევდივარ :D
გუგაეონ Posted March 17, 2013 Posted March 17, 2013 http://itmania.ge/archives/4386 უცებ წავშალე ყველა გვერდი :D
Recommended Posts
Archived
This topic is now archived and is closed to further replies.