გუგაეონ Posted February 2, 2013 Posted February 2, 2013 კომპანია Localytics–მა, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, ოპერაციული სისტემა Android–ის მართვის ქვეშ ფუნქციონირებადი ტაბლეტების პოპულარობის დონე შეაფასა. როგორც ცნობილი გახდა, მწვანე რობოტებით აღჭურვილი კომპიუტერების 59%-ის ექსპლუატაცია აშშ-ს ტერიტორიაზე ხორციელდება. მიზერული, 5%-ით, მეორე პოზიციაზე დიდი ბრიტანეთი იმყოფება. შემდეგ მოდიან კორეა და ესპანეთი - 2%. Localytics-ის მონაცემებით, ყველაზე პოპულარული Android–ტაბლეტები Kindle Fire–სერიის მოწყობილობები გახლავთ. შეერთებულ შტატებში, ეს გაჯეტები Google–ის OS-ით მართვადი მინი–კომპიუტერების ბაზრის მესამედს აკონტროლებენ. Nook–ის ტაბლეტებზე, დაახლოებით, 10% მოდის; Samsung Galaxy–ს ხაზი 9%–ს აკონტროლებს, ხოლო Nexus 7 — 8%–ს. შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა მონაცემებით, 2012 წელს, 120–დან 130 მლნ–მდე პლანშეტური კომპიუტერი გაიყიდა. აქიდან აიპადის წილი სრული ბაზრის 53,8%–ს შეადგენს, რაც წინა წლის რეზულტატთან შედარებით, 2,5 პროცენტიან ვარდნას შეესაბამება. ამასთან, Android–მოწყობილობები აგრძელებენ ამ სეგმენტის ათვისებას. ეს ოპერაციული სისტემა დღეისათვის 42,7%–ს აკონტროლებს; ზრდა - 2,9%. წყარო: localytics.com 4
user24 Posted December 31, 2022 Posted December 31, 2022 ქართულად წიგნების .mobi ფაილები როგორ ჩავწერო? Pdf to mobi კონვერტორებით ქართულად ვერ აღიქვამს სიმბოებს დამეხმარეთ რა:D
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now