Jump to content

Recommended Posts

Posted

არც ისე დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა პირველი ცნობები AMD-ეს გრაფიკულ პროცესორ Radeon HD 7000-ებზე, რომლებიც ცნობილნი არიან Southern Islands სახელწოდებით. ინფორმაციულმა წყარომ ამჯერად საშუალება მოგვცა, რომ მათ შესახებ უფრო დაწვრილებით გვესაუბრა.

Mobility Radeon HD 7000 პროდუქტები გამოიშვებიან 28 ნმ ნორმების გათვალისწინებით და შესრულებულნი იქნებიან MXM 3.0 მოდულების სახის მიხედვით. როგორც იუწყებიან, AMD გეგმავს მთლიანი ხაზის წარმოებას - პირველიდან ბოლო დონემდე.

f5e48b4ad2d1.jpg

ჯგუფის სათავეში მოექცევა მოდელი Wimbledon სახელწოდებით, რომელიც შექმნილია TDP 65 ვ-ზე. 256-ბიტიანი 'შინით' აღნიშნული GPU დაკავშირებული იქნება 2-4 გბ GDDR5 ტიპის მეხსიერებასთან. წარმადობით ის 25%-ით გადააჭარბებს Blackcomb-ს - Mobility Radeon HD 6000 სერიიდან, ხოლო მისი გამოჩენა მოსალოდნელია მომდევნო წლის მეორე კვარტალში.

მეორე საფეხურს დაიკავებს პროდუქტი Heathrow.მოდიფიკაციის შესაბამისად, მას ექნება 192 ან 128-ბიტიანი ინტერფეისი და 1-დან 3 გბ-მდე GDDR5. TDP-ს მნიშვნელობა კი დასახელებულია 45 ვ.

ქვევით მოთავსდა GPU Chelsea - 128-იანი GDDR5-ით, 1-2 გბ მეხსიერებით, 20-30 ვ-იანი TDP-თი. წარმადობით ის უფრო უკეთესი იქნება Mobility Radeon HD 6000 სერიის Whistler-ზე - 30%-ით.

აღნიშნულ ხაზს ასრულებს Thames - TDP 15-20 ვ, რომელიც ასევე აღჭურვილია 128-ბიტიანი ინტერფეისითა და დაკომპლექტებული იქნება 1 გბ GDDR5 ან GDDR3 მეხსიერებით. თავის წინამორბედ Seymour-ს - Mobility Radeon HD 6000 სერიიდან, ის 100%-ით სჯობნის.

Heathrow-ის, Chelsea-სა და Thames-ის გამოსვლა კი ამ წლის მეოთხე კვარტალშია დაგეგმილი.

  • Upvote 2
  • Downvote 1
Posted

საინტერესო ინფორმაციაა, ოდნავ მაინც შეგვიქმნის წარმოდგენას ახალ ჩიპებზე. ვთუნდაც მობილურებზე.

Posted

ეს ახალი 7000 სერიის რადეონები 2011 წლის მე 4 კვარტალშI გამოვაო :rolleyes:

Posted

28nm?

უჟე?

პროდუქცია ბაზარზე, 1 წელიწადში.

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.