X-treme user Posted January 1, 2011 Posted January 1, 2011 პირველ რიგში ყველას გილოცავთ ახალ წელს, დაესწარით მრავალს.. არ ვიცი, ვინ რამდენად ხართ ნიუსის კითხვის ხასიათზე, მაგრამ მაპატიეთ, მაინც უნდა გამოვაქვეყნო. Intel-ის Desktop Board განყოფილება გამოსაშვებად ამზადებს ორ ახალ სისტემურ პლატას high-end სოკეტ LGA1366-ზე, რომლებიც მოხვდებიან Extreme სერიის ხაზში. კომპანიის ასეთი ტიპის პროდუქტი - DX58SO 'SmackOver'-ი ჯერ კიდევ 2008 წლის ნოემბრის თვეში ვიხილეთ, როდესაც მაღაზიების დახლებზე პირველად გამოჩნდა Core i7 პროცესორები. თავისებურებათა თვალსაზრისით, ახალი დედაპლატები განახლებული სახის არიან და იყენებენ Rev. 13 X58-ის უახლეს ჩრდილოეთ ხიდს, მყარ კონდენსატორებს, აქვთ LGA1366-ის CPU-ების, USB 3.0-ისა და SATA 6-ის მხარდაჭერა. ეს ორი ნაწარმი წარმოდგენილია DX58SO2 'SmackOver II'-ისა და მისი 'lite' ვარიანტ - DX58OG-ის სახით. DX58SO2 იყენებს ციფრულ PWM CPU კვების წრედს, northbridge-ის თავზე განლაგებულ სპორტულ ლურჯი ფერის ჰითსინკ კლასტერს, VRM ადგილს და სამხრეთ ხიდს - northbridge-ისა და VRM-ის შორის სითბოს გამოყოფით. მას გააჩნია ექვსი შიდა SATA 3 გბიტ/წმ, ორ SATA 6 გბიტ/წმ და ორ eSATA 3 გბიტ/წმ პორტებს, ასევე ორ ორ USB 3.0 გამოსასვლელს, 8-არხიან HD აუდიოსა და გაფართოვების სლოტებს, რომელიც შედგება სამი PCI-Express 2.0 x16 (x16/x16/NC ან x16/x8/x8), ორი PCI-E x1 და ერთი PCI-ისაგან. DX58OG იყენებს იმავე PCB-ს, როგორსაც DX58SO, იმისგან განსხვავებით, რომ ბევრი თავისებურების ოდენობა შემცირებულია. CPU VRM-ს აქვს უფრო ცოტა ფაზები, მიუხედავად იმისა, რომ USB 3.0 და SATA 6 გბიტ/წმ პორტები ხელშეუხებელი დარჩა, გაქრა eSATA გასასვლელები და 8-იანი HD აუდიო CODEC-ის ნაცვლად, ვხედავთ 6-იანს, გარდა ამისა, მესამე PCI-Express x16 სლოტი დაყვანილია x1-მდე. ორივე პროდუქტი შედგება ახალი თავისებურებებისგან, რომლებსაც Intel-ი წარმოადგენს უახლეს Extreme სერიის პლატებთან ერთად, მაგალითად BIOS Vault ტექნოლოგია, რომელიც გვეხმარება BIOS-ის აღდგენაში, Back-to-BIOS ღილაკი და უფრო ეფექტური ინტერ-ფაზური დატვირთვის დასაბალანსებელ მექანიზმი. ახალი Desktop დაფები წესით სულ მალე უნდა გამოჩნდეს, დიდი ალბათობით ეს იანვრის დასაწყისში მოხდება. TechPowerUP! 1
ბექა Posted January 1, 2011 Posted January 1, 2011 :D დამასწარ გილოცავ ახალ წელს მრავალს დაესწარი :miyvarxar:
გიაჩხეო Posted January 1, 2011 Posted January 1, 2011 ნიუსის კითხვის რა მოგახსენო,გილოცავ ახალ წელს მრავალს დაესწარი
sauron Posted January 1, 2011 Posted January 1, 2011 კარგი ნიუსია მაგრამ არ მესმის უბრალოდ ინტელის მაზერები რატომ ღირს ძალიან ძვირი? თან არც ისეთი მონაცემები არ აქვთ
Raiden. Posted January 1, 2011 Posted January 1, 2011 კარგი ნიუსია საღოლ ავტორს დაგილოცავთ ყველას ახალ წელს :spiteful:
GABRONEISHN Posted January 1, 2011 Posted January 1, 2011 ვაა ესეიგი ინტელი ჯერჯერობით არ აპირებს X58 ის მივიწყებას, კაია მომწონს :)
ბექა Posted January 2, 2011 Posted January 2, 2011 ინტელის გამოშვებული მაზერები არ გაიშვა რატო სოსო ?
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now