eXtreme-Hunter Posted March 3, 2014 Posted March 3, 2014 ეს ვერ დამიჯერებია,გატესტვა დაიდოს პრეზენტაციაზე ოფიციალურად უწერიათ (კედლებზე) ეგ მახასიათებლები და ალბათ მართლა შეუძლია, თორემ ტყუილად ხომ არ დააწერდნენ?! თუმცა, "ასჯერ გაგონილს, ერთხელ ნანახი სჯობსო" და ვნახოთ, რას იზავენ... 5000 ცხენი ძალიან უზარმაზარი ციფრია, ასეთი რა მასალის ძრავია, რომ ამხელა დატვირთვებს უძლებს? პ.ს. ისე, მაგრა არ მევასება ამ ბეტმობილის ვიდი. ბუგატიზე მეც მგონია, რომ უფრო მეტი შეუძლია, ვიდრე ეხლა აქვს, მაგრამ ეს მარკეტინგის ამბავია - ეხლა რომ მაქსიმუმი აჩვენონ, მერე რაღა დააანონსონ? ფაქტიურად, მაგ რეკორდებით ეყიდებათ. super sport-ის რეკორდი როგორც კი დადეს, ყველა ეგზემპლარი უცბად დაიტაცეს.
majinboo Posted March 3, 2014 Posted March 3, 2014 აბა შენ ეგა თქვი. ცვეტში Devel sixteen_ს სადმე უდაბნოში თუ დატესტავენ თორემ 560ით სად უნდა გაიქცეს ?! ნასასგან თუ ინათხოვრებენ ბილიკს როგორც ამერიკელებმა ქნეს Hennessey Venom GT_ის გასატესტად. ძაან კი მაინტერესებს ისე,სწორი ხარ ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობს...თუ ეგრეა ყველაზე სწრაფი არასერიულის ტიტულს მიიღებს. სერიულებში ზემოდხსენებული Venom Gt_ც არ გადის ცვეტში,11 ეგზემპლარი გამოუშვეს სულ... აგერ მაგათი 434
eXtreme-Hunter Posted March 3, 2014 Posted March 3, 2014 სერიულებში ზემოდხსენებული Venom Gt_ც არ გადის ცვეტში,11 ეგზემპლარი გამოუშვეს სულ... ეგ მეც ძალიან მიკვირს, სერიულში რა პონტში გაიყვანეს? უეჭველი ის არის მიზეზი, რომ ლოტუს ელიზის ძარაზეა აწყობილი, თუმცა მისგან მხოლოდ იერი შემორჩა, დანარჩენი აბსოლიტურად ყველაფერი მოდიფიცირებული აქვს. რაც არ უნდა იყოს, მაინც დასაფასებელია, თან ბუგატიზე ბევრად უფრო ბოლიდის შთაბეჭდილებას ტოვებს და დიდი შანსია, რომ ტრეკზეც დაჩაგროს, არ არის ბუგატის საქმე ეს ტრეკი რა, ეგ უნდა დააყენო ასაფრენ ბილიკზე და პილოტიც კი არ უნდა ჩასვა, გაზის პედალზე აგური დაადე და ეგ არის წერტილი რო დარბის რა უბედურებაა? სიმძიმის ცენტრის გადახრა/გადატანა, ასე ვთქვათ, ინერციები.
majinboo Posted March 3, 2014 Posted March 3, 2014 ბუგატი მართლა არაა ტრეკის მანქანა,დრაგზეც დაჩაგრავენ საკაიფოდ. მე ჰიპერქარებში ყველაზე მეტად koenigsegg მომწონს,დიზაინიც მხიბლავს საკაიფო აქვს,სიჩქარეზე რომ აღარაფერი ვთქვათ... ძალიან სიმპატიური ავტოა...400+ აქვს ყველა მოდელს მგონი,პახოდუ 6 მოდელია მარტო გამოსული,CCX,CCR,CCR,CCXR,Agera,Agera R... ზოგადად ბრენდს რაც შეეხება ყველაზე მეტად ფერარი მიყვარს,პაპსაც არაა,ხარისხზე რომ არ ვილაპარაკოთ, ყველაზე მეტად წითელი ლეგენდის F40/50 ეს მოდელები მომწონს
eXtreme-Hunter Posted March 3, 2014 Posted March 3, 2014 ბუგატი მართლა არაა ტრეკის მანქანა,დრაგზეც დაჩაგრავენ საკაიფოდ. მე ჰიპერქარებში ყველაზე მეტად koenigsegg მომწონს,დიზაინიც მხიბლავს საკაიფო აქვს,სიჩქარეზე რომ აღარაფერი ვთქვათ... ძალიან სიმპატიური ავტოა...400+ აქვს ყველა მოდელს მგონი,პახოდუ 6 მოდელია მარტო გამოსული,CCX,CCR,CCR,CCXR,Agera,Agera R... ზოგადად ბრენდს რაც შეეხება ყველაზე მეტად ფერარი მიყვარს,პაპსაც არაა,ხარისხზე რომ არ ვილაპარაკოთ, ყველაზე მეტად წითელი ლეგენდის F40/50 ეს მოდელები მომწონს ფერარი ჩემთვისაც N1-ია. laferrari-ს რომელი მანქანა შეედრება?!... კიონიგსეგი მართლა ძალიან მაგარია, მაგრამ gumpert apolo მირჩევნია. რა თქმა უნდა, ჰიპერქარები ყველა დასაფასებელია, მაგრამ ხომ იცი, ავტოინდუსტრიის ცენტრი მაინც გერმანიაა :)
majinboo Posted March 3, 2014 Posted March 3, 2014 აპოლოც მესიმპატიურება,მაგრამ არა ისე,როგორც კიონიგსეგი ლა ფერარი კი მართლა საოცარი რამე გამოუვიდათ,რომ დაინახავ დორბლი რომ მოგადგება სრაზუ,ნეტა მაგის მაყუთი მქონდესო... ლამბორგინი კი მომკალით და არ მომწონს,გასაკუთრებით კი ახალი ბეტმობილი მაგათი...გერმანული ავტოებიდან მგონი ყველა მესიმპატიურება
urekeli_l Posted March 3, 2014 Posted March 3, 2014 ამისთვის მომცა ფული და არც თქვენი ფერარი მინდა და არც ლამბორგინი p.s. სიყვარული ბრმაა ძმაო
eXtreme-Hunter Posted March 3, 2014 Posted March 3, 2014 აპოლოც მესიმპატიურება,მაგრამ არა ისე,როგორც კიონიგსეგი ფა ფერარი კი მართლა საოცარი რამე გამოუვიდათ,რომ დაინახავ დორბლი რომ მოგადგება სრაზუ,ნეტა მგაის მაყუთი მქონდესო... ლამბორგინი კი მომკალით და არ მომწონს,გასაკუთრებით კი ახალი ბეტმობილი მაგათი...გერმანული ავტოებიდან მგონი ყველა მესიმპატიურება ნუ, ეგ უკვე გემოვნების საკითხია... საკმაოდ კარგ ვიდზეა, მაგრამ აპოლო თითქოს უფრო აგრესიულ ვიდზეა და მომწონს. მარუსია არ მოგწონს? ისე საღოლ ფომენკოს, მაგარი თამამი ნაბიჯი გადადგა მაგის გამოშვებით. დასაფასებელია, რომ ისეთ ქვეყანაში, სადაც 30 წელი 07 გამოდიოდა, ეგეთი კაციც მოიძებნა. ბეტმობილზე არაფერს ვამბობ... ამისთვის მომცა ფული და არც თქვენი ფერარი მინდა და არც ლამბორგინი p.s. სიყვარული ბრმაა ძმაო გემოვნებაზე არ დაობენო, მაგრამ ამერიკული მაინც ამერიკულია...
eXtreme-Hunter Posted March 3, 2014 Posted March 3, 2014 ამერიკულ ჰამბურგერებს კი ყლაპავთ ხოხ, ეგრე რუს ქალებსაც სიამოვნებით მოვეალერსები, მაგრამ იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ღრუსეთი მიყვარს? არ იციან ამერიკელებმა კარგი მანქანების კეთება და, გინდ... ყველაზე კარგი რაც ყავთ, კორვეტია (თუმცა, მე-7 თაობა ბევრად უფრო სუსტი გააკეთეს, ვიდრე მე-6), ნუ, მუსტანგი და კამაროც შეიძლება გამონაკლისში ჩაითვალოს. დანარჩენები კი, ძალიან განსხვავდება 21-ე საუკუნის დონისგან. ბოლო 10-15 წელია ცოტა აზრზე მოვიდნენ და მიხვდნენ, რომ თურმე 6 ლიტრიან ძრავზე და 7 მეტრიან მანქანაზე პატარაც შეიძლება გამოუშვა. ძალიან განსხვავებული გემოვნება აქვთ, ვერასოდეს გავუგებ...
urekeli_l Posted March 3, 2014 Posted March 3, 2014 ბევრს ნუ ლაპარაკობ თორე ამერიკული ატომური ავიამზიდი შემოსულია უკვე შავ ზღვაში
ჯამბო Posted March 4, 2014 Posted March 4, 2014 ამისთვის მომცა ფული და არც თქვენი ფერარი მინდა და არც ლამბორგინი p.s. სიყვარული ბრმაა ძმაო მაგარი ბრმა ყოფილა , მაგის გამო ფერარზე და ლამბოზე უარს თუ ამბობ
eXtreme-Hunter Posted March 4, 2014 Posted March 4, 2014 ბევრს ნუ ლაპარაკობ თორე ამერიკული ატომური ავიამზიდი შემოსულია უკვე შავ ზღვაში ეხლა უკვე შენ ლაპარაკობ ბევრს. გემოვნებაზე არ გეკამათები, თუ მოგწონს, ეგ შენი ხედვაა, ზოგს მწვადი უყვარს და ზოგს ქაბაბი, მაგრამ ამერიკული ავტომობილები, რომ ძალიან ჩამორჩებიან ევროპულს, ეგ არ არის ახალი ამბავი. თუნდაც მაგ ტაჰოს პროფილს დააკვირდი, 20 წელია მაგ ფორმებით უშვებენ, არაფერი ახალი. ეხლა კი, ევროპულებს გადახედე, ყოველ მომდევნო თაობაშია რაღაც ახალი, როგორც ვიზუალურად, ასევე ტექნოლოგიურად. ამერიკული მანქანის სალონში ჩაიხედები და ისევ მე-20 საუკუნეა. პ.ს. ავტომობილებისგან განსხვავებით, სამხედრო ტექნიკაში მართლა მოწინავე ადგილზე არიან.
urekeli_l Posted March 4, 2014 Posted March 4, 2014 ახლა რა მაინტერესებს მე განბაჟება ავტომობილებზე როგორ გამოითვლება?
eXtreme-Hunter Posted March 4, 2014 Posted March 4, 2014 ახლა რა მაინტერესებს მე განბაჟება ავტომობილებზე როგორ გამოითვლება? http://www.myauto.ge/customs.php?car_year=2009&car_engine_volume=3000
eXtreme-Hunter Posted March 5, 2014 Posted March 5, 2014 კომპანია NanoFlowcell-ის ახალი ელექტროქარი QUANT e-Sportlimousine ლიხტენშტეინიდან. ვინც რუსული არ იცით, მოკლე აღწერას დაგიწერთ. მანქანა აღჭურვილია 4 ელექტრო ძრავით (თითო საბურავზე), რომელთა საერთო სიმძლავრეც 925 ცხ.ძალაა. მწარმოებლის ინფორმაციით, ავტომობილი 100კმ-ს ანვითარებს 2,8 წამში. მაქსიმალური სისწრაფე კი 380 კმ/სთ აქვს. მბრუნავი მომენტი 2900 თითო საბურავზე (საერთო ჯამში 11600). სტატიის ავტორს უკვირს, როგორ აღწევს ასეთ მონაცემებს და ამავე დროს რამოდენიმე წამში არ განმუხტავს ბატარეებს, პასუხი კი იმაშია, რომ მასში გამოყენებულია ნანოპროტონული (?) ბატარეები. თხევადი ელექტროლიტები ინახება 2 ავზში და აკუმულატორიდან მხოლოდ იმ მომენტში გაედინება, როცა ესაჭიროება ენერგია. ამ სისტემის დამონტაჟებაში Bosch-ის სპეციალისტები იღებდნენ მონაწილეობას. პ.ს. რამდენ კმ-ს გავლას შეძლებს მაქსიმალურად დამუხტული აკუმულატორები, ამაზე არაფერი წერია. როგორც ჩანს, ტესლას მაგრა გადაუჯოკრეს.
eXtreme-Hunter Posted March 5, 2014 Posted March 5, 2014 რა ეღირება ნეტა ჯერ მხოლოდ პროექტია და ჟენევის ავტოშოუზე გამოჩნდება პირველად, მაგრამ წარმოებაში როცა ჩაეშვება, ჩემი აზრით მინიმუმ 200K ეღირება.
eXtreme-Hunter Posted March 5, 2014 Posted March 5, 2014 ეუფ მე 100ზე დაბლა ვფიქრობდი 100K-ის ღირებულების მგონი მარტო აკუმულატორები ექნება. ელექტროქარები ჯერ-ჯერობით ძალიან ძვირი სიამოვნებაა, ისეთი ტექნოლოგიები და მასალა გამოიყენება, ჯერ ასე მასიურ სახეს ვერ მიიღებს და + ამას, პოლიტიკის ფაქტორიც მაგრა მოქმედებს, ნავთობისთვის ომობს ნახევარი მსოფლიო და იმხელა დონის მაფიაა, ასე ადვილად არავინ დათმობს!
Recommended Posts
Archived
This topic is now archived and is closed to further replies.