Jump to content

Recommended Posts

Posted

მოგესალმებით,

http://www.alta.com.ge/geo/products.php?action=details&id=53524

ამ ტელევიზორის შეძენას ვაპირებ საახალწლოდ, ოღონდ მინდა გამოვიყენო როგორც მონიტორი. ტექიკურად სავარაუდოდ ეს შესაძლებელი იქნება, მაგრამ მაინტერესებს, რამდენად ივარგებს ამად. სახლში კომპიუტერთან დღეში 3-4 საათს მაინც ვატარებ და რამე უარყოფით ზეგავლეას ხომ არ მოახდენს მხედველობაზე და და.შ ეხლა 21.5 იანი მონიტორი მაქვს და ამასაც იგივე რეზოლუცია აქვს, ეკრანზე შეხედვისას არ მინდა პიქსელები მომხვდეს თვალში და ამ შემთხვევაში ხომ არ მექნება ეს პრობლემა?

იგივე ფასში ვერ ვნახე 3დ მონიტორი მინ. 27" და მაგიტომ მომივიდა თავში აზრად მაგის შეძენა.

უხეშად რომ შევადაროთ,

ამასთან - http://ultra.ge/?path=0-1-10-11-146-147-155&product_id=86623

ან ამასთან http://www.alta.com.ge/geo/products.php?action=details&id=52467 შედარებით როგორი გამოსახულება/ფერები ექნება?

მადლობა ყურადღებისათვის :)

Posted

გააჩნია, რა მანძილზე მოგიწევს დადგმა, მეც ვსინჯე 32-იანის მონიტორად დადგმა, 1 კვირა გავუძელი და მერე ავიღე, თვალებზე რომ არაფერი ვთქვა, თავი ამატკივა, 1 საათში ისე მღლიდა, თითქოს 5-6 საათი ვიჯექი, თავბრუსხვევის შეგრძნება.

თვითონ მოდელი, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ჩემი აზრით ჩვეულებრივი კომპ. მაგიდისთვის ნამეტანი დიდია, მინიმუმ 1,5 მეტრზე უნდა იჯდე. 1 კვირიანი ხმარების შემდეგ დავრწმუნდი, რომ 27"-იანი არის მაქსიმალური ზომა, თუ მაქსიმუმ 1 მეტრზე იჯდები.

რამოდენიმე დღის წინ 3D მონიტორებს ვეძებდი და რომელიღაც მაღაზიის საიტზე წავაწყდი 900 ლარის ფარგლებში 27"-იან 3D-ს (თუ რა თქმა უნდა, 3D-ს ეძებ (თუმცა, პირადად მე, აუცილებლად 3D-ს ავიღებდი)).

  • Upvote 1
Posted

საერთოდ თუ კომპისთვის გინდა რეკომენდირებულია 21.5_დან 23_მდე. რომ მუშაობისას ან თამაშისას არ გამოიწვიოს თვალების დაღლა და თავის ტკივილი. რაც უფრო დიდია მონიტორი და რაც უფრო ახლოს ზიხარ მით მეტად გიწევს თვალების და კისრის მოძრაობა რაც იწვევს დაღლას და თუ კომპისთვის გინდა ips მატრიცაზე იყიდე ძაან მაგარი ჩვენება აქვს

27 მონიტორთან თვალები რომ არ დაგეღალოს სადღაც 2 დან 3 მეტრამდე მაინც უნდა იჯდე

  • Upvote 1
Posted

eXtreme-Hunter

მაგიდაზე ადგილს გამოვუძებნი, პრობლემა არაა, მაგრამ გვერდითი ეფექტების მეშინია. ისე, მართალი ხარ, კომპიუტერიდან 2-3 მეტრის სიშორეზე ხომ არ დავჯდები არა. 27-იანი ჯობია. მეც 3დ მინდა ყველა შემთხვევაში, თან უკვე უნდა იყოს ნორმალურები. მე ვერსად ვახე მასეთი მონიტორი.

donnod

გააჩნია რისთვის, მე მულტიმედიური დანიშნულებისთვის 27-იც მისაღებად მიმაჩნია :)))

იპს მატრიცა 3დ მხარდაჭერით 27-იანი 1000 ლარამდე ფარგლებში თუ არის სიამოვნებით ვიყიდი.

3D მხარდაჭერით IPS 1000 ლარად ნამდვილად ვერ იშოვი, შენ როგორც გატყობ 3D უფრო გინდა და 3D_თვის რაც დიდია ეკრანი მით უკეთესია, მაგრამ კომპთან სამუშაოდ უკვე ძაან დამღლელია თვალებისთვის. რავიცი გადაწყვიტე. ყველაზე კაი ვარიანტია ცალკე 3D ტელევიზორი იყიდო და ცალკე მონიტორი IPS მატრიცაზე, მაგრამ მაყუთის ამბავია

http://www.hotspot.g...b-49110/p25311/

27_ანი და TV-ტუნერით IPS

http://mbc.ge/index.php?productID=2092

27 3D TV

Posted

ლაშა, ამაზე გეუბნებოდი (სადღაც წავაწყდითქო, მაგრამ რატომღაც 900 ლარის ფარგლებში მახსოვდა... ააა, გამახსენდა, 900 ლარად მაი მარკეტზე ედოთ).

Posted

3D მხარდაჭერით IPS 1000 ლარად ნამდვილად ვერ იშოვი, შენ როგორც გატყობ 3D უფრო გინდა და 3D_თვის რაც დიდია ეკრანი მით უკეთესია, მაგრამ კომპთან სამუშაოდ უკვე ძაან დამღლელია თვალებისთვის. რავიცი გადაწყვიტე. ყველაზე კაი ვარიანტია ცალკე 3D ტელევიზორი იყიდო და ცალკე მონიტორი IPS მატრიცაზე, მაგრამ მაყუთის ამბავია

http://www.hotspot.g...b-49110/p25311/

27_ანი და TV-ტუნერით IPS

http://mbc.ge/index.php?productID=2092

27 3D TV

http://www.hotspot.g...170--dv/p14867/ ეს მონიტორი ადრე 744 ლარი ღირდა? გაძვირდა მონიტორები? :S

მაგ მონიტორს საკმაოდ კარგი გამოხმაურებები აქვს საზღვარგარეთ, სხვა თუ არაფერი გაიჩითა მაგას დავითრევ ან სამსუნგის ტელევიზორი + ჩემი მონიტორი მექნება, ფუნქციებს გავანაწილებ ამ ორს შორის. როგორ დაიტვირთება თითოეული თავისთავად ნათელია :)

ადგილი მაქვს და მგონი ჯობია ასე გავანაწილო. თანხა იგივე მეხარჯება, სამაგიეროდ + და - შორის იდეალური ბალანსი გამოდის. ტექნიკურად როგორც ვიცი შესაძლებელია ამის გაკეთება, ამ დეტალებს მერე გავარკვევ.

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.