სოსო Posted November 26, 2012 Posted November 26, 2012 Thermalright-მა დაანონსა Archon ქულერის ახალი მოდიფიკაცია Archon SB-E X2. კონსტრუქციაში შეტანილია გარკვეული ცვლილებები, სითბური მილაკების რიცხვი გაიზარდა 6-დან 8-მდე. ქულერის სამაგრად გამოიყენება გაუმჯობესებული VX BTKII რომლითაც შესაძლებელია პროცესორზე ქულერის მჭიდროდ დამაგრების ძალის რეგულირება. ზომები დარჩა უცვლელი და შეადგენს 155(L)x53(W)x170(H)მმ, წონა შეადგენს 1125გ (წყვილი TY-141 ვენტილატორების ჩათვლით). ვენტილატორების გარეშე წონა 775გ შეადგენს. Archon SB-E X2 ქულერს აქვს მონიკელებული სპილენძის ძირი, 8 ცალი მონიკელებული სპილენძის სითბური მილაკი 6მმ დიამეტრით, ალუმინის რადიატორი და ორი TY-141 ვენტილატორი 140მმ დიამეტრით, 73.6 CFM ჰაერის ნაკადით და ხმაურის დონით 21dBA, ბრუნვის სიჩქარე 900 ~ 1300 RPM ( PWM კონტროლით) ქულერი თავსებადია ყველა თანამედროვე Intel-ის და AMD სოკეტებთან მათ შორის LGA1155, LGA2011, AM3+ და FM2 და როგორც მწარმოებელი გვპირდება მისი ჩატევა მოხერხდება მაღალი, სავარცხელისებური რადიატორების მქონე ოპერებს შორისაც, რაც ენთუზიასტებისთვის ხშირად დიდი პრობლემაა. ქულერის საცალო რეკომენდებული ფასი ერთი წყაროს ინფორმაციით 100 დოლარამდეა http://www.techpowerup.com/175958/Thermalright-Officially-Introduces-the-Archon-SB-E-X2-CPU-Cooler.html ხოლო მეორე წყაროს ინფორმაციით 70 დოლარამდე http://www.legitreviews.com/news/14556/ 7 Quote
L1nux Posted November 26, 2012 Posted November 26, 2012 აუ რა კაი ფისოა ^^ ჩვენში დარჩეს მგონი არაა ძლაინ დიდი ფასი მითუმეტეს 8 heatpip თ აქვს... Quote
სოსო Posted November 26, 2012 Author Posted November 26, 2012 70 დოლარი მისაღები ფასია და100 დოლარი ძვირია მაგ ფასად კორსაირის H100 იყიდება http://www.amazon.com/Corsair-Series-Extreme-Performance-CWCH100/dp/B0051U7HMS/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1353968906&sr=8-1&keywords=H100 Quote
Gamersa Ninja Posted November 27, 2012 Posted November 27, 2012 რამდენადაც ვიცი სპილენძი ალუმინზე უკეთესი თბოგამტარია და ენანებათ? Quote
სოსო Posted November 27, 2012 Author Posted November 27, 2012 ძვირი ღირს უფრო და სპილენძის ქულერები უფრო მეტი თვითღირებულებით არის Quote
c.a.y.z.y Posted November 27, 2012 Posted November 27, 2012 ძაან მაგარი ქულერია რა (ნოქჩუა და თერმალრაითი მევასება ყველაზე ძაან) Quote
OgaiB Posted December 10, 2012 Posted December 10, 2012 70 დოლარი მისაღები ფასია და100 დოლარი ძვირია მაგ ფასად კორსაირის H100 იყიდება http://www.amazon.co...1&keywords=H100 კორსაირის H100-ს ეს ქულერი სადაც დაიჭერს, იმას უზამს ჯერ 6 მილაკიანი იყო უმხეცესი და ეს 8 მილაკით მთლად გიჟი იქნება. თან ძირის ფართობიც გაზრდილი აქვს. მისწრება იქნება 2011 სოკეტის პროცესორებზე რამდენადაც ვიცი სპილენძი ალუმინზე უკეთესი თბოგამტარია და ენანებათ? ფირფიტებიც რომ სპილენძის იყოს, ეს ქულერი 2 კილოგრამზე მეტი გამოვა და დაღუნავს მაზერს. ულტრა 120 ექსტრიმეს სპილენძის ვერსია 1.9 კგ იყო და წკიპზე იყო მაზერი.თან ის უფრო დაბალი იყო: http://www.bjorn3d.c...-copper-cooler/ თან დიდი განსხვავება არ იყო ალუმინისფირფიტიან და სპილენძისფირფიტიანს შორის. მთავარი ძირია და მილაკები. ასევე ფირიტების "პაიკა", ფართობი და ოპტიმალური დაშორება ფირფიტებს შორის ჰაერის სამოძრაოდ და სითბოს მოსაშორებლად. Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.