X-treme user Posted December 28, 2010 Posted December 28, 2010 როგორც ცნობილია, იანვრის CES-ის გამოფენაზე, უნდა შედგეს ASUS-ის პლანშეტური კომპიუტერების ანონსიც და იმისათვის, რომ ფანებისა და დაინტერესებული პირებისთვის ოდნავ მაინც შეემსუბუქებინათ ეს 10-დღიანი მოლოდინი, კომპანიამ გამოაქვექნა აღნიშნული პროდუქტების რამოდენიმე ფოტოსურათი. პირველი ნაწარმი დაფუძნებულია Intel პლატფორმაზე (არ არის გამორიცხული, რომ Oak Trail-ზე), მუშაობს Windows-ის ეგიდის ქვეშ და აღჭურვილია USB 3.0 ინტერფეისის პორტით. მეორე მოდელი კი ემყარება ერთკრისტალიან Tegra 2 სისტემასა და Android-ს (შესაძლოა Android 3.0-ზე). სავარაუდოდ, ისინი მიიღებენ QWERTY-კლავიატურებს, ყოველ შემთხვევაში, სურათებზე ორივე მათგანი სწორედ ასე ფიგურირებს. ორივე მოწყობილობა აღჭურვილია 10-დიუმიანი სენსორული დისპლეით, ხოლო მაღაზიების დახლებზე მათი გამოჩენა მოსალოდნელია 2011 წლის პირველი კვარტლისათვის. Notebook Italia 2
მიშა Posted December 28, 2010 Posted December 28, 2010 ეს ნოუთს უფრო გავს მგონი, რაღაც იხსნება, გადასაშლელია, კლავიატურით და ა.შ.
gajaviki Posted December 28, 2010 Posted December 28, 2010 მიშა მე როგორც მივხვდი პირველი ორი სურათი არის იმ ანდროიდის სურათი და დანარჩენი რაღაც ლეპტოპს მივამსგავსე.
მიშა Posted December 28, 2010 Posted December 28, 2010 მიშა მე როგორც მივხვდი პირველი ორი სურათი არის იმ ანდროიდის სურათი და დანარჩენი რაღაც ლეპტოპს მივამსგავსე. მეც რაღაც მასე აღვიქვამ.
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now