X-treme user Posted December 27, 2010 Posted December 27, 2010 მოგესალმებით, ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, ვაგრძელებ ჩემს მოკრძალებულ საქმიანობას ამ ფორუმზე და კვლავ ვუბრუნდები ჰანტერთა რიგებს (ეს სტატუსი ჩემდა გასაკვირად კვლავ შემომრჩა, ამისთვის ადმინისტრაციას ცალკე მადლობას ვუხდი ). თუ ნებას დამრთავთ, ჯერჯერობით დავიწყებ მცირე ზომის სიახლეებით და თანდათანობით ვრცელ მიმოხილვებზეც გადავინაცვლებ . ნოემბრის თვის ბოლოს, ცნობილი გახდა, რომ კომპანია Gigabyte-ი აპირებს, რომ გამოუშვას სისტემური პლატები გეიმერულ სისტემებისთვის. გამოქვეყნდა მხოლოდ მწირი ინფორმაცია ამ სადებიუტო პროდუქტის შესახებ, კერძოდ კი, მისი სახელწოდება - G1-Killer, სოკეტის ტიპი - LGA 1366 და ფასი - 299$. ამჯერად, კი ჩვენ საშუალება გვაქვს, რომ შევხედოთ სარეკლამო პოსტერებსაც, რომელთა საშუალებითაც უკვე ბუნდოვანი წარმოდგენა გვექმნება იმის შესახებ, თუ დაახლოვებით რა ტიპის კერძს უნდა ველოდოთ. შეგახსენებთ, რომ მისი გამოსვლა მოსალოდნელია იანვრის დასაწყისში, გამოფენა CES 2011-ზე. დედაპლატა G1-Killer დაფუძნებული იქნება Intel X58 სისტემურ ლოგიკაზე და მიიღებს ხიდს NVIDIA nForce 200-სა და PCI-Express x16 ტიპის სამ სლოტს. DDR3 მეხსიერების მოდულებისათვის კი გამოყოფილია 6 ცალი შესაბამისი განყოფილება. ახალი ნაწარმი ალბათ ასევე მიიღებს ექვს SATA 3 გბიტ/წმ და ორ SATA 6 გბიტ/წმ სახის პორტებსაც. გარეგნული თვალსაზრისით, პროდუქტის ყველაზე თვალსაჩინო დეტალად, რასაკვირველია, უნდა ჩაითვალოს ჩიპსეტის რადიატორი, რომელსაც ვაზნებით სავსე ავტომატის მჭიდის ფორმაშია შესრულებული. TechConnect Magazine 2 Quote
bekuna Posted December 27, 2010 Posted December 27, 2010 გიგაბიტისგან არ ვარ მიჩვეული ასეთ უაზრობებს არადა :D Quote
Fatal Fighter Posted December 27, 2010 Posted December 27, 2010 1155-ზე გამოუშვან კაცო რათ გვინდა 1366 :P Quote
Fatal Fighter Posted December 27, 2010 Posted December 27, 2010 როგორც ჩანს მხოლოდ დანას აყოლებენ :D Quote
westsider Posted December 27, 2010 Posted December 27, 2010 ყუმბარმტყორცნი არ მოყვება ბრატცი? hahaa p.s. zustad am seriidanaa X58A-UD11 romelic me davde 1155-ზე გამოუშვან კაცო რათ გვინდა 1366 1155 meinstrimSi gadis da 1366 jer kidev hai endshisavaraudod es ikneba Asus ROG Foxconn Quantum Force MSI Big Bang ebis stilshi spec seria ra Quote
ბექა Posted December 27, 2010 Posted December 27, 2010 ბოლოში ნამეტანია რა ვაზნები რის ვაზნები ვერ არიან ესენიც Quote
B_a_C_h_1993 Posted December 27, 2010 Posted December 27, 2010 მ4ა1_ის აბოიმა და 5.56ის კალიბრის ტყვიააა ეგ მაზერი ახალაიას უნდა დაუყენო კომპზე :dacinva: Quote
ბექა Posted December 27, 2010 Posted December 27, 2010 ეგეც დაგეწერა რამდენი ჩადის? ხოარ იჭედება ხოლმე ხუმრობა იქით იყვეს მაგარი მაზერია :miyvarxar: Quote
B_a_C_h_1993 Posted December 28, 2010 Posted December 28, 2010 ეგეც დაგეწერა რამდენი ჩადის? ხოარ იჭედება ხოლმე ხუმრობა იქით იყვეს მაგარი მაზერია სურათიდან გამომდინარე 30ტყვია ვერ ჩავა 20მდე რა გაჭედვით არამგონია ჰეკლერ კოხის ფირმის იქნება ხუმრობა იქით იყვეს მაგარი მაზერია კი მართლა საკაიფოა :babu: Quote
სოსო Posted December 28, 2010 Posted December 28, 2010 მოგესალმებით, ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, ვაგრძელებ ჩემს მოკრძალებულ საქმიანობას welcome back ყოველთვის კარგად გაფორმებული ნიუსები გქონდა :) Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.