Jump to content

International php confernce in Tbilisi


Recommended Posts

Posted

გამარჯობათ მეგობრებო,

მინდა გაცნობოთ,რომ 10-11 დეკემბერს თბილისში ჩატარდება საერთაშორისო php კონფერენცია,

ეს კონფერენცია ტარდება საქართველოს უნივერსიტეტის ეგიდით.მოგეხსენებათ,რომ საქართველოში და ზოგადად ჩვენს რეგიონში არცთუ სახარბიელო მდგომარეობაა ვებ დეველოპმენტის განხრით,მიუხედავათ უამრავი ვებ სტუდიებისა და ვებ პროგრამისტებისა რეალური განვითარების დონე საკმაოდ დაბალია.სწორედ ამიტომ გადაწყვიტა საქართველოს უნივერსიტეტის IT დეპარტამენტმა,რომ თავისი მცირე წვლილი შეიტანოს ამ სფეროს განვითარებაში და სათავეში ჩაუდგა ისეთი კონფერენციის ჩატარებას,რომელიც დაეხმარება

არსებულ ვებ სტუდიებსა და ვებ პროგრამისტებს განვითარებაში.

კონფერენციაზე სემინარებს წაიკითხავენ ისეთი გიგანტი კომპანიების სპიკერები,როგორებიც არიან Facebook,Zend technologies,Oracle და ა.შ. რა თქმა უნდა თემატიკაც იქნება შესაბამისი,

php და ზოგადად ვებ დეველოპმენტი. უცხოელი სპიკერების გარდა,მოლაპარაკებები ასევე მიმდინარეობს ქართველ ვებ პროგრამისტებთანაც, ასე რომ ამ კომპანიების გვერდით ჩვენი გამოცდილი სპიკერებიც წარმოაჩენენ თავიანთ ცოდნას.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, (რა თქმა უნდა ორგანიზატორებთან გასაუბრების შემდეგ,სადაც გაირკვევა თუ რა ცოდნა გააჩნია სპიკერს,რა თემებზე შეუძლია საუბარი და ა.შ.). კონფერენციაზე სტუმრის რანგში დასწრება არის აბსოლიტურად უფასო და ყველასთვის შესაძლებელი, ამისათვის საჭიროა უბრალოდ გაიაროთ რეგისტრაცია http://phpconference...egistration.php

აქვე დავამატებ რომ ეს კონფერენცია გრძელდება ორი დღის განმავლობაში

და php სესიების გარდა მოეწყობა ექსპო, სადაც სხვადასხვა კომპანიებს საშუალება ექნებათ

წარმოაჩინონ საკუთარი კომპანიის მიღწევები და ინოვაციები.

ასევე უნდა გითხრათ,რომ კონფერენცია ტარდება ინგლისურ ენაზე (ანუ ყველა სესია ჩატარდება ინგლისურად)

მგონი ყველაფერი გითხარით, თუ გაქვთ რაიმე კონკრეტული კითხვები, აქ ვარ და გისმენთ :)

ესეც ოფიციალური ვებ-გვერდი http://www.phpconference.ge

p.s

თემას შეგიძლიათ მიუჩინოთ სათანადო ადგილი ან ამავე განყოფილებაში დატოვეთ.

Posted

ძალიან კარგი რამეა აუცილებლად დავრეგისტრილდები და რა მაინტერესებს მარტო PHP - არის თუ C++ იქნება და Java -ზეც?

Posted

ძალიან კარგი რამეა აუცილებლად დავრეგისტრილდები და რა მაინტერესებს მარტო PHP - არის თუ C++ იქნება და Java -ზეც?

c++ და ჯავა სამწუხაროდ კონფერენციის ფორმატში ვერ ჯდება,

ამჯერად მხოლოდ PHP და მასთან და დაკავშირებულ თემებზე იქნება სესიები.

Posted

ვაპირებთ ჩვენი კომპანიაც დასწრებას. დავრეგისტრირდებით ამ დღეებში. :)

Posted

ვაპირებთ ჩვენი კომპანიაც დასწრებას. დავრეგისტრირდებით ამ დღეებში. :)

ძალიან სასიამოვნოა :)

დამიკავშირდი და პირადად გიმასპინძლებთ,აქაური ხალხის ნახვა განსაკუთრებულად გამიხარდება :D

Posted

ძალიან სასიამოვნოა :)

დამიკავშირდი და პირადად გიმასპინძლებთ,აქაური ხალხის ნახვა განსაკუთრებულად გამიხარდება :D

ნაშობა ჩითავს? boli.gif
Posted

ნაშობა ჩითავს? boli.gif

ოხ,რა კაცი რა კაცი :D

ნაშობის რა მოგახსენო ლომსა, ვებ დეველოპმენტით

ნაკლებად არის დაინტერესებული ნაშობა სამწუხაროდ,ასე რომ უნდა გვაპატიო :D

დასწრება თუ გინდა PM მოაგდე და მერე მე ვიცი :D

Posted

ოხ,რა კაცი რა კაცი :D

ნაშობის რა მოგახსენო ლომსა, ვებ დეველოპმენტით

ნაკლებად არის დაინტერესებული ნაშობა სამწუხაროდ,ასე რომ უნდა გვაპატიო :D

დასწრება თუ გინდა PM მოაგდე და მერე მე ვიცი :D

მოვეგდე

Archived

This topic is now archived and is closed to further replies.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.