სოსო Posted November 9, 2012 Posted November 9, 2012 Swiftech-ინჟინერებმა შეიტანეს გარკვეული ცვლილება MCRx20-QP რადიატორების კონსტრუქციაში. Rev2 მოდელები დამზადებულია სპილენძისგან და მათ აქვთ ჩაშენებული რეზერვუარი. ასევე საინტერესოა რომ რეზერვუარს აქვს L ფორმა რისი წყალობითაც სითხით შევსება შესაძლებელია როგორც ვერტიკალურ, ისე ჰორიზონტალურ მდგომარეობაში და ხელს უშლიან ჰაერის ბუშტუკების დარჩენას თხევადი გაგრილების სისტემაში. MCRx20-QP Res Rev2 რადიატორის ფიტინგი სტანდარტულია (G1/4 ზომის რეზბით), და მომხმარებლებს არ ექნებათ თავსებადობის პრობლემა ძველ სისტემებთან. გაყიდვაში იქნება მოდელები 160, 280, 402 და 522 მმ სიგრძის. განივი ზომები ყველა რადიატორს ერთი აქვს და შეადგენს 128 х 34 მმ. სხვა დეტალების ნახვა შეიძლება ოფიციალურ საიტზე MCRx20-QP Res Rev2. რადიატორების ფასი იქნება 39.95$-დან 82.95%-მდე მოდელის ზომის მიხედვით. 3 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.