Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია SilverStone-მა დაანონსა მძლავრი კვების ბლოკი ZM1350, რომელიც პირველად წარმოდგენილი იყო წელს CES 2012 გამოფენაზე, სხვა 1000-1500 ვატიანი კვების ბლოკებისგან განსხვავებით ის გრილდება 80მმ-იანი ვენტილატორით (აღსანიშნავია რომ 80მმ-იანი ქულერით 1200 ვატი სიმძლავრის კვების ბლოკებს დიდი ხანია უშვებს კომპანია Antec), ვენტილატორის ბრუნვის სიჩქარის რეგულირება შეიძლება გადამრთველით უკანა მხარეს.

110235-zeus-zm1350-1.jpg

სრულად მოდულარული Zeus ZM1350 აქვს 1350W სიმძლავრე. ხოლო დატვირთვა +12 ვოლტზე არ აღემატება 105А-ს (1260W). საინტერესოა მწარმოებლის განცხადება რომ ძაბვის რეგულაცია +3.3, +5 და +12 ვოლტიან განხრებზე მხოლოდ 1%-ია (ATX სტანდარტით დასაშვებია მაქსიმუმ 5%). კვების ბლოკის უკანა მხარეს არის ძირითადი განხრების ძაბვის გასაზომი შესაერთებელი.

110235-zeus-zm1350-2.jpg

კვების ბლოკი არის 80+ ვერცხლის სერტიფიკატის მქონე. ასევე კვების ბლოკს აქვს დაცვები მაღალი ძაბვისგან და მოკლე ჩართვსგან. კომპლექტში შედის ორი EPS12V კაბელი, 8 ცალი PCI-E Power (6+2) კაბელი და 16 სატა კაბელი.

110235-zeus-zm1350-3.jpg

ზომებით 150x86x230მმ კვების ბლოკი იწონის 4.5 კგ.

  • Upvote 4
Posted

აუ რა კვებააააააა

Posted

ფასი ერთ საიტზე ვნახე მარტო და 280-300 ევროო

და 290 დოლარად ენერმაქსის 1350 ოქროს სტანდარტის იყიდება

და თერმალთეიკის 1350-იან ვაბშე 200 დოლარად

ხოდა 280-300 ევრო ნამეტანი ძვირია

არ გავკარი 80მმ-იან ქულერს

Posted

ძაან ძვირებია ნეტა ვინმე იყიდიის? O_o

Posted

80-იანი ქულერი ქონდა კ-მექსის 500 ვატიანი კვება რომ მეყენა იმას. რაარი მაგხელა ფასს იხდი და ენანებათ ცოტა დიდი ვინტილატორის გაკეთება? მარტო მაგის გამო არ უნდა იყიდოს არავინ.

  • Upvote 1
Posted

+1

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.