სოსო Posted November 9, 2012 Posted November 9, 2012 კომპანია SilverStone-მა დაანონსა მძლავრი კვების ბლოკი ZM1350, რომელიც პირველად წარმოდგენილი იყო წელს CES 2012 გამოფენაზე, სხვა 1000-1500 ვატიანი კვების ბლოკებისგან განსხვავებით ის გრილდება 80მმ-იანი ვენტილატორით (აღსანიშნავია რომ 80მმ-იანი ქულერით 1200 ვატი სიმძლავრის კვების ბლოკებს დიდი ხანია უშვებს კომპანია Antec), ვენტილატორის ბრუნვის სიჩქარის რეგულირება შეიძლება გადამრთველით უკანა მხარეს. სრულად მოდულარული Zeus ZM1350 აქვს 1350W სიმძლავრე. ხოლო დატვირთვა +12 ვოლტზე არ აღემატება 105А-ს (1260W). საინტერესოა მწარმოებლის განცხადება რომ ძაბვის რეგულაცია +3.3, +5 და +12 ვოლტიან განხრებზე მხოლოდ 1%-ია (ATX სტანდარტით დასაშვებია მაქსიმუმ 5%). კვების ბლოკის უკანა მხარეს არის ძირითადი განხრების ძაბვის გასაზომი შესაერთებელი. კვების ბლოკი არის 80+ ვერცხლის სერტიფიკატის მქონე. ასევე კვების ბლოკს აქვს დაცვები მაღალი ძაბვისგან და მოკლე ჩართვსგან. კომპლექტში შედის ორი EPS12V კაბელი, 8 ცალი PCI-E Power (6+2) კაბელი და 16 სატა კაბელი. ზომებით 150x86x230მმ კვების ბლოკი იწონის 4.5 კგ. 4 Quote
სოსო Posted November 9, 2012 Author Posted November 9, 2012 ფასი ერთ საიტზე ვნახე მარტო და 280-300 ევროო და 290 დოლარად ენერმაქსის 1350 ოქროს სტანდარტის იყიდება და თერმალთეიკის 1350-იან ვაბშე 200 დოლარად ხოდა 280-300 ევრო ნამეტანი ძვირია არ გავკარი 80მმ-იან ქულერს Quote
c.a.y.z.y Posted November 9, 2012 Posted November 9, 2012 ძაან ძვირებია ნეტა ვინმე იყიდიის? O_o Quote
მიშო Posted November 9, 2012 Posted November 9, 2012 80-იანი ქულერი ქონდა კ-მექსის 500 ვატიანი კვება რომ მეყენა იმას. რაარი მაგხელა ფასს იხდი და ენანებათ ცოტა დიდი ვინტილატორის გაკეთება? მარტო მაგის გამო არ უნდა იყიდოს არავინ. 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.