Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია AMD კვლავ კარგავს პოზიციებს x86 პროცესორების ბაზარზე. სულ რაღაც ერთი წლის წინ მისი წილი შეადგენდა 18.8%-ს ხოლო ამა წლის მესამე კვარტალში ის უკვე 16.1%-ს შეადგენს. რაც საკმაოდ სწრაფი ვარდნაა და შეშფოთების მიზეზი ნამდვილად გვაქვს. ამასთან კომპანიის მთავარმა კონკურენტმა Intel-მა გააუმჯობესა ეს მაჩვენებელი 80.6%-იდან 83.3%-მდე, დანარჩენი 0.6% ეკუთვნის კომპანიას VIA.

amd.png

ანალიტიკოსების აზრით (Mercury Research) ეკონომიური პრობლემების გამო x86 პროცესორების საერთო რიცხვის შემცირება პირველ რიგში AMD-სთვის იყო დიდი დარტყმა, ვიდრე მისი კონკურენტებისთვის. მნიშვნელოვნად შემცირდა მობილური სეგმენტის პროცესორების რიცხვი როგორც AMD ასევე Intel-ის წარმოების. ამის მიზეზი ARM არქიტექტურის პროცესორების წილის მნიშვნელოვანი ზრდა გახდა, რომლებიც უკვე ხშირად გამოიყენება ნოუთბუკებში და ნეთბუკებში.

Mercury Research კვლევის მიხედვით მზა პერსონალური კომპიუტერების (მათ შორის ნოუთბუკების და ნეთბუკების) წილი შემცირდა მთლიანობაში 8.6%-ით. სწორედ ამის გამო დაზარალდა პირველ რიგში AMD, რომელიც ჯერ კიდევ კონკურენტუნარიანია ამ სეგმენტში. ხოლო სამაგიდო კომპიუტერების სეგმენტში Intel-ის პოზიციები ტრადიციულად ძლიერია, ასევე აგრესიული ფასების პოლიტიკის გატარებით Intel-მა შეძლო კიდევ უფრო გაეზარდა უპირატესობა კონკურენტთან შედარებით. თუმცა ანალიტიკოსების აზრით Microsoft Windows 8 გამოსვლამ შესაძლოა კვლავ გაზარდოს მზა პერსონალური კომპიუტერების და ნოუთბუქების მიმართ მოთხოვნა, და შესაძლოა AMD-ს კიდევ ექნება შანსი გაიუმჯობესოს პოზიციები ბაზარზე.

  • Upvote 4
Posted

expected?

for sure

Posted

აუ ეხლა ამან რაიმე ძაან მაგარი უნდა გამოუშვას თორე დაერხა, და ენვიდიას კიდე კონკურენტი ჭირდება ნამდვილად

Posted

აუ ეხლა ამან რაიმე ძაან მაგარი უნდა გამოუშვას თორე დაერხა, და ენვიდიას კიდე კონკურენტი ჭირდება ნამდვილად

თავიდანვე ესე იყო და უნდა გააგრძელოს დაბალი ფასები თავის პროდუქტზე ამით იყო AMD კარგი, ეხლაც საგრძნობლად დაუწია ისე ფასებს

  • Upvote 1
Posted

APU-ებით ნელ-ნელა ავა ზევით ნახეთ თუ არა

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.