სოსო Posted November 3, 2012 Posted November 3, 2012 ჩინური კომპანია Colorful-ს პროდუქცია ქვეყნის საზღვრებს გარეთ ნაკლებად ცნობილია, მაგრამ მათი ახალი ქმნილებისთვის გვერდის აქცევა ძნელია. iGame GTX 660 Ti WCG Edition შეიძლება ჩაითვალოს ტექნოლოგიაში ხელოვნების ნიმუშად. მე ვიტყოდი, რომ ის სამხატვრო ხელოვნების ნიმუშად უფრო ჩაითვლებოდა. მოდელი სპეციალურად World Cyber Games (WCG) ჩემპიონატისთვის არის შექმნილი რომელიც 29 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე ტარდება ქალაქ კუნშანში, და ეს მოდელი შეზღუდული რაოდენობით გამოვა. კომპანიამ ამ ვიდეო კარტაში გამოიყენა ცნობილი Shark Bionic გაგრილების სისგტემა, რომელსაც აქვს დამატებითი რადიატორები რომელთა მოხსნაც შეიძლება. ამ რადიატორების გამო ვიდეო კარტის სიგრძე მნიშვნელოვნად იზრდება, და ალბათ მისი მთავარი ფუნქცია კონკურენტების "დაშინებაა" ალუმინის და სპილენძის "ხროვის" ქვეშ იმალება GK104 1344 CUDA ბირთვით და 192 ბიტიანი მეხსიერების სალტით. ვიდეო მეხსიერების მოცულობა 2GB-ია ხოლო მეხისერების და GPU სიხშირეები ჯერჯერობით უცნობია. ვიდეო დაფას აქვს 4+2 ფაზიანი კვების სისტემა და კვებას იღებს ორი ცალი 6 პინიანი PCI-e შესაერთებლიდან. ვიდეო გამოსავლებს შორის ჩანს გადამრთველი რომელიც სავარაუდოდ ორ ბიოსს შორის სწრაფი გადართვისთვის არის საჭირო. 5 Quote
Gamersa Ninja Posted November 3, 2012 Posted November 3, 2012 აუ მაგრა მომწონს ამ კარტის დიზაინი ფასი მიახლოებით რა იქნება არავინ არ იცის? Quote
Shopen Posted November 3, 2012 Posted November 3, 2012 აუ მაგრა მომწონს ამ კარტის დიზაინი ფასი მიახლოებით რა იქნება არავინ არ იცის? ჯერ-ჯერობით უცნობია ფასი Quote
KeRe Posted November 3, 2012 Posted November 3, 2012 აუ მაგრა მომწონს ამ კარტის დიზაინი ფასი მიახლოებით რა იქნება არავინ არ იცის? შენი ვიდეო მოხატე ეგრე :D Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.