Popular Post xosito Posted October 19, 2012 Popular Post Posted October 19, 2012 მოგესალმებით ფორუმელნო დღეს ცოტა დრო გამოვნახე და გადავწყვიტე დამემზადებინა ჩემი ბნელი კლავიატურისათვის განათება, თავად ღილაკებში ვერ ჩავამაგრებდი, ამიტომ მომიწია კომპიუტერის მაგიდის ქვედა მხარეს დამაგრება. დასამზადებლად შემდეგი მასალები დამჭირდა: 5 ცალი შუქდიოდი 1 ცალი 2 წვერიანი კაბელი 1 ცალი ცამრთველი 1 ცალი მობილურის დამტენი და ორგანული მინის პატარა ნაჭერი. პირველ რიგში გავზომე მაგიდის ის ადგილი, სადაც განათების ჩამაგრებას ვაპირებდი. შემდეგ ორგანულ მინას მოვაჭერი საჭირო ზომის ნაწილი. მოჭრილი ნაწილი დავხვრიტე 5 ადგილას, სადაც შუქდიოდები ჩაჯდებოდა, ასევე ორივე მხარეს ერთჯერადი წებოთი დავაწებე, 2 პატარა ორგმინის ნაჭერი რადგან ნათურის უკანა მხარე მაგიდას არ შეხებოდა. შემდეგ ჩავამაგრე ნათურები. ჩამრთველი ღილაკი მქონდა შემდეგი ტიპის, (მხოლოდ მაშინ იქმნება წრედი, როდესაც დაწოლას განიცდის) ამიტომ მაგიდასთან ისე დავამაგრე ხელით ოდნავ მიწოლისას იჭედება და სინათლე ირთვება, ოდნავ ქვევით ჩამოწევისას კვლავ ქვრება სინათლე. იმედია თავი არ შეგაწყინეთ კიდევ ერთი უაზრო თემით და ვიმედოვნებ რამეში გამოგადგებათ :) 14 Quote
Shopen Posted October 19, 2012 Posted October 19, 2012 მშვენიალურია პირიქით ძალიან კარგია ესეთი თEმები,:) 1 Quote
aqvsenti Posted October 19, 2012 Posted October 19, 2012 mSvenier ! daa USB portzec xom iyo egeTis damzadeba SesaZlebeli ? 1 Quote
xosito Posted October 19, 2012 Author Posted October 19, 2012 მშვენიალურია პირიქით ძალიან კარგია ესეთი თEმები, გაიხარე, ვეცდები კიდევ რამე მოვიფიქრო გამოსადეგი mSvenier ! daa USB portzec xom iyo egeTis damzadeba SesaZlebeli ? გმადლობა კი USB პორტზე უნდა დამემზადებინა, მაგრამ მამალი შტეკერი ვერ ვისოვე ცალკე, რომ გამეკეთებინა და ჩემი USB კაბელების გადაჭრა დამენანა :D Quote
გიაჩხეო Posted October 19, 2012 Posted October 19, 2012 მშვენიერი იდეა და ნამუშევარია.უაზრო ნამდვილად არ არის,ეს განყოფილება სწორედ ასეთი თემებისთვისაა გახსნილი 2 Quote
c.a.y.z.y Posted October 19, 2012 Posted October 19, 2012 xosito საღოლ ხოს მაგარი ხარ მაგრამ რამენაირათ ვერ ჩავდგამთ კლავაში? 1 Quote
xosito Posted October 19, 2012 Author Posted October 19, 2012 მადლობა c.a.y.z.y ასეთი ვარიანტიც შეიზლება, თუ ამდაგვარ სადენს იშოვი 1 Quote
NEIRON Posted October 19, 2012 Posted October 19, 2012 თემა არის ძალიან კარგი ვინმე რამეს თუ დაამოდინგებთ მსგავსად, გახსენით თამამად თემა , არანაირი პრობლემაა , აბა რისთვისაა ეს განყოფილება .თემა დაემატა "ჩვენებურ მოდინგს" 1 Quote
c.a.y.z.y Posted October 19, 2012 Posted October 19, 2012 ვინმემ ხომარიცით სად შეიძლება მაგ რაღაცის ყიდვა USBში რო შეაერთებ ა რომ ანათებ? კვირას მოვდივარ თბილიში და ვიყიდი ბაემ თუ იყიდება Quote
NEIRON Posted October 19, 2012 Posted October 19, 2012 ვინმემ ხომარიცით სად შეიძლება მაგ რაღაცის ყიდვა USBში რო შეაერთებ ა რომ ანათებ? კვირას მოვდივარ თბილიში და ვიყიდი ბაემ თუ იყიდება 10-15 ლარი ღირს ლეპტოპისები როა. Quote
c.a.y.z.y Posted October 19, 2012 Posted October 19, 2012 რავი ფული თუ მექნა ვიყიდი მარა 1 პრობლემაა რა : ( ჩემ კლავას USB პადეშკა არ აქვს და თუ რამეა სად შევაერთო? 1 Quote
NEIRON Posted October 19, 2012 Posted October 19, 2012 რავი ფული თუ მექნა ვიყიდი მარა 1 პრობლემაა რა : ( ჩემ კლავას USB პადეშკა არ აქვს და თუ რამეა სად შევაერთო? scroll lock -ის ნათურის ადგილასაც შეიძლება , ან საერთოდ უსბ-ს 5,5 ვოლტზე რაც კლავში შედის ,ჩამრთველს კი დაუყენებ იქვე პატარას. Quote
c.a.y.z.y Posted October 19, 2012 Posted October 19, 2012 ჰო რავი რა, თუ ვიყიდე დამეხმარებით დაყენებაში? Quote
xosito Posted October 19, 2012 Author Posted October 19, 2012 NEIRON მადლობა ნიკა c.a.y.z.y კი არანაირი პრობლემა არაა დაგეხმარებით თუ გინდა სანთებელის ნათურას თუ დაითრევ და 1 კაბელს, პირდაპირ scroll lock-ის ან num lock-ის ადგილას რომ ნათურაა მაგის ადგილას დააყენებ, სქელი მავრთულით შეიძლება გადმოკიდო კლავიატურაზე და მშვენივრად გაგინათებს :) Quote
გიაჩხეო Posted October 20, 2012 Posted October 20, 2012 აქ იყიდება ეგ კაბელები http://www.performan...e44fe1bae363371 ორგ მინის საჭრელი დანის პირი ესეთი უნდა იყოს,ელიავაზე იყიდება Quote
c.a.y.z.y Posted October 20, 2012 Posted October 20, 2012 კარგი მადლობა ბიჭებო თუ ვიყიდე დავპოსტავ Quote
Harmony Lines Posted October 20, 2012 Posted October 20, 2012 ვახ შენ გენაცვალე რა, ააა ძმაო ამას ქვია კრეატივი ერთ დღესაც მოუვიდა კაცს და გააკეთა მშვენიერი რამ, საღოლ ძმა , საღოლ ნამდვილად დასაფასებელია, ნეირონი და შენ აცოცხლებთ აქაურობას, :* მაგრები ხართ რა ბიჭებო, ესე გააგრძელეთ. ოღონდ სურათები ატვირტეთ რა თავიდან, არ ხსნის რაღაც... 1 Quote
xosito Posted October 20, 2012 Author Posted October 20, 2012 NvidiaFan გაიხარე ვაიმე გამაგიჟა ამ images.geotorrents.com-მა და pix.ge სადაც რა მედო ყველგან გააქრეს სურათები ვეღარ გავიგე სად ავტვირთო <_< Quote
Harmony Lines Posted October 20, 2012 Posted October 20, 2012 რადიკალ-ზე ატვირთე, მაგრად უბერავს ეგ 2 უფლოადერი... Quote
c.a.y.z.y Posted October 20, 2012 Posted October 20, 2012 xos dzma eg rac gaakete adre gamiketa dzmakacma da veloze dabla mqonda xolme damagrebuli da dabla lurjat anatebda xlme ukan witlad da win tetri meyena magari vel myavda raa eh Quote
NEIRON Posted October 20, 2012 Posted October 20, 2012 ატვირთე გურამ ფოტოები, ზედა ტექსტიანად განლაგე პოსტში ატვირთული და ჩაგინაცვლბ არაა პრობლემა. http://postimage.org/ Quote
Shopen Posted October 20, 2012 Posted October 20, 2012 გიამ რო დადო რა კაი საიტი ყოფილა. აქვე დავწერ რა აი ეგეთი რაღაცეები კიდევ სად არის პატარა LED შუქები და რაღაცეები წვრილმანები Quote
გიაჩხეო Posted October 20, 2012 Posted October 20, 2012 აქ არის კიდე ეგეთი რაღაცეები http://www.sidewinde...selighting.html იქ გაქრა ეს სურათი Quote
Shopen Posted October 20, 2012 Posted October 20, 2012 აქ არის კიდე ეგეთი რაღაცეები http://www.sidewinde...selighting.html ვაა ეგ კაია თან იაფი ღირს. მადლობა;) Quote
NEIRON Posted October 20, 2012 Posted October 20, 2012 ვაა ეგ კაია თან იაფი ღირს. მადლობა ყველგან არ აქვთ ეგ ელიავაზე მე ასე 25 ლარი მითხრეს მაგაში რომ გავიკითხე. Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.