Jump to content

გილოცავთ ყველას სვეტიცხოვლობის ბრწყინვალე დღესასწაულს


Recommended Posts

Posted

დღესასწაული კვართისა საუფლოჲსა და

სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა

მცხეთობა - სვეტიცხოვლობა

svetitskhoveli.jpg

სვეტიცხოველის საპატრიარქო ტაძარი (XI ს.)

ტროპარი: კათოლიკე ეკლესიისა დღესასწაული, სუეტისა წმიდისა და კუართისა საუფლოჲსა: ნათელი შემოჰკრებს კიდეთა სოფლისათა და სანოვაგედ წმიდად მიჰრონსა გვიწყაროებს, რომელნი წმიდასა ღმრთისმშობელსა და მისგან შობილსა ქრისტესა თაყუანის-ვსცემთ, რაჲთა ვპოვოთ ცხოვრება სულთა ჩუენთა.

წმინდა დავით აღმაშენებელი და სვეტი-ცხოველი

უფლის კვართი დაკრძალვის შემდეგ თუმცა აღარავის უხილავს, მაგრამ ქართველებს მეტად სწამდათ, რომ იგი სწორედ სვეტის ამაღლების ადგილას იყო დაფლული, ხოლო თუ ვინმეს ეჭვი შეეპარებოდა ამაში, ღვთისაგან განისწავლებოდა. თურმე თვით დიდი დავით აღმაშენებელი „განდრეკილობდა რეცა გონებით“ სვეტიცხოვლის მიმართ და ამბობდა, რა ვიცით, რა არის ამ კოშკის გოდოლის ქვეშ, რას ვცემთ თაყვანს, ეშმაკმა ხომ არ შეგვაცდინაო.. ერთხელ მეფეს სვეტი-ცხოვლის წინ ამგვარი დაბრკოლებული გონებით ულოცია. იმავე ღამეს, ძილში, თურმე სვეტის თავზე მჯდომი მოხუცებული ეჩვენა, რომლისგანაც თვალისმომჭრელი ნათელი გამოდიოდა. „დავით, დავით, - მიმართა მან გვირგვინოსანს, - არ იცი, ვინ ვარ; იცოდე, არც შენ და არც სხვას, ვისაც ჩემდა მომართ სასოება ექნება, არასდროს შერცხვება. ნუ ურწმუნოებ ჩემდამო, რამეთუ ვინც ურწმუნოებს, დაისჯებაო“.

გაეღვიძა მეფეს, შეშინებული მოახტა ცხენს, მთელი ღამე აჭენა და სვეტიცხოველში ცისკრის ლოცვისას მივიდა. პირქვე დაემხო, ცრემლით დაალტო იატაკი და „პირველთა ცდომათათვის და ურწმუნოებისა“ შენდობა ითხოვა ღვთისგან.

davit_ag.jpg

სვეტიცხოვლის სიწმინდენი

სვეტიცხოვლის ტაძარი მრავალ სიწმინდეს ფლობდა: უფლის კვართს, სასწაულმოქმედ სვეტს, წმინდა ილია წინასწარმეტყველის ხალენს. XX საუკუნის დასაწყისში (და ახლაც) იქვე გახლდათ დაბრძანებული ერთი იმ ოთხ ჯვართაგანი, რომლებიც წმინდა ნინომ სასწაულმოქმედი ხისგან შეაქმნევინა. ადრე, თემურ ლენგის შემოსევამდე, იგი მცხეთის ჯვრის მონასტერში ბრძანდებოდა. სასწაულმოქმედ ჯვარს (მის მიმართ განსაკუთრებით უშვილოებს ჰქონდათ სასოება) 2004 წლის 16 თებერვალს მირონი დაედინა. პატრიარქის კურთხევით, იგი მინანქრული ხატებით გაამშვენეს. მასში ჩატანებულია ძელიცხოველისა და წმინდა ნინოს ჯვრის ნაწილები.

სვეტიცხოვლის ერთ-ერთი მთავარი სიწმინდე ყოფილა საქადაგო ხატი სვეტი-ცხოველისა. ეს არის კარედში ჩაბრძანებული სვეტი-ცხოველის 36x17სმ ზომის ჭედური გამოსახულება. კარედის გვერდებზე გამოსახულნი არიან წმინდა ნინო და წმინდა მირიანი. კარედის ზემოთა ნაწილი მოოქროვილია. მასზე გამოსახულია კუბოში მწოლიარე სიდონია, მის მკერდზე კი აღმართულია სვეტი, რომელიც ანგელოზებს უპყრიათ ხელთ. სიდონიას ფერხთით გამოსახულია მლოცველი წმინდა ნინო, ხოლო ზემოთ - ორივე ხელით მაკურთხებელი მაცხოვარი. ხატში 44 წმინდა ნაწილი ყოფილა ჩატანებული. ის ამჟამად ხელოვნების მუზეუმშია დაცული.

ეს სიწმინდენი სწორედ ის საფარველი გახლავთ, რომელიც ბურავდა „არა ოდენ ვიდრემე გუამსა ღვთაებისასა, არამედ უფროისღა შიშლოებასა სულთა ჩვენთასა ცოდვისა მიერ“.

სვეტიცხოველი - ნიჭის ღვთიური ქმნილება

tadzari.jpg

წყარო: orthodoxy.ge

გილოცავთ ყველას ამ ბრწყინვალე დრესასწაულს, გვფარავდეს უფალი...

Posted

გილოცავთ ყველას მრავალს დაესწარიიიიით

Posted

გილოცავთ , მრავალს დაესწარით

Posted

გილოცავთ, უფალი გფარავდეთ...

Posted

მეც გილოცავთ მრავალ სვეტიცხოვლობას დაესწარით :)

Posted

გაიხარეთ :wub: ყველას გილოცავთ

Posted

გაიხარეთ ეც ყველას გილოცავთ:*

Archived

This topic is now archived and is closed to further replies.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.