Jump to content

Recommended Posts

Posted

რანში dxdiag რომ ვწერ დირექტიქსის ვერსიას მაჩვენებს 9ს

10 მინდა რომ მქონდეს და საიდან გადმოვწერო მუშა?

ერთი მეათე ვერსია დავაყენე მარა მაინც 9 მანახებს სისტემა რატოო ? :(

Posted

თუ გინდა DX11-ს მოგყიდი იაფად, ინტერნეტში არ იშოვება მუშა ვერსიები

XP-ს 9ზე მეტის მხარდაჭერა არ აქვს

Posted

:lol:

apuna

როგორც ასეთი პროგრამულად DX-ის ვერსიას ვერ გააუმჯობესებ, უნდა გქონდეს შესაბამისი პროგრამული/აპარატული უზრუნველყოფა. GT220 აკმაყოფილებს DX10-ს.. ანუ ისღა დაგვრჩენია ვივარაუდოთ რომ ოპერაციული სისტემა გიყენია ძველი. XP-ს DX9-ის ჩათვლით აქვს DX-ის ბიბლიოთეკების მხარდაჭერა.

Posted (edited)

ანუ ვერ დააყენებ XP-ზე DX9.0C-ზე მეტს რაც არ უნდა თანამედროვე ვიდეოკარტა გქონდეს

და არც ეცადო ინტერნეტში არაოფიციალური DX10-ის დაყენებას XP-სთვის, გადასაყენებელი გაგიხდება

თუკი DX10 გინდა გჭირდება Vista/Seven/Win8, ამათგან Vista/-ს აქვს DX10 მხარდაჭერა, Vista/Seven/Win8-ს DX11

ოღონდ, რომ გამოიყენო DX-ის ვერსია, Windows-თან ერთად უნდა გქონდეს შესაბამისი ვიდეოკარტაც, მაგალითად რომ დააყენო Seven (vista-ს არ გირჩევ, ძველია და გრუზი თან, Win8 კი ნამეტანი ახალი, თან აქტივაციის და ზოგჯერ დრაივერების პრობლემებია) დაყენდება DX11-იც (ეწერება dxdiag-ში), მაგრამ შენს კარტას (GT 220) აქვს მხოლოდ DX10.1 მხარდაჭერა, ამიტომ DX11-ს ვერ გამოიყენებ, მარტო DX10.1 და ქვემოთ

ასე, რომ dxdiag-ში რაც წერია ყოველთვის არ ნიშნავს, რომ იყენებ

ორივე: ოპერაციული სისტემაც და ვიდეოკარტის სპეციფიკაციაც უნდა შეესაბამებოდეს ერთმანეთს

თუ არ შეესაბამება, მაშინ გამოიყენებს იმას, რომელიც უფრო დაბალი DX-ია

მაგალითად

XP-ზე, Geforce 5200, GT 9800,GT 220 და GTX680 გამოიყენებენე მარტო DX9-ს ამავდროულად dxdiag-შიც dx9 იქნება მითითებული

Vista-ზე კი Geforce 5200 გამოიყენებს DX9-ს, GT 9800 DX10-ს, GT220 და GTX680 DX10,1-ს, dxdiag-ში იქნება dx10.1 (თუ Vista SP1 ან SP2 არის)

Vista/Seven/win8-ზე: Geforce 5200 გამოიყენებს DX9-ს, GT 9800 DX10-ს, GT220 dx 10.1 და GTX680 11.0-ს dxdiag-ში კი ეწერება 11

იმედია გასაგებად დავწერე :)

ვიდეოკარტების მხარდაჭერილი dx-ის ვერსია ადვილად შეგიძლიათ ნახოთ მწარმოებლის საიტზე ან სხვაგან სადმე (მაგ. გუგლში) ამ კარტის სპეციფიკაციებში

Vista-საც აქვს DX11-ის მხარდაჭერა თუ update-ს გაუკეთებ, მაგრამ მაგას ვინღა აყენებს... : d

ჩავასწორე ამის მერე :)

Edited by gio_kiborg
  • Upvote 1
Posted

Vista-საც აქვს DX11-ის მხარდაჭერა თუ update-ს გაუკეთებ, მაგრამ მაგას ვინღა აყენებს... : d

Posted

[

Vista-საც აქვს DX11-ის მხარდაჭერა თუ update-ს გაუკეთებ, მაგრამ მაგას ვინღა აყენებს... : d

აუ ეგ აღარც ვიცოდი DX11 თუ ქონდა, 10,1-ის მერე აღაც გამიდევნებია Vista-სთვის თვალი :)

  • Upvote 1
Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.