Jump to content

Recommended Posts

Posted

Bloodborne პს-ზე გაუშვიათ  PlayStation 4 ემულატორით: https://overclockers.ru/blog/Dante/show/173081/Bloodborne-smogli-zapustit-v-emulyatore-PlayStation-4-na-PK

  • 5 months later...
Posted

ჩავრთე როგორც იქნა , არაუშავრა ძლიერი პროცესორი ჭირდება როგორც ჩანს , მაგრამ მაინც მიუხედავათ იმისა რო მთლათ ვერაა ბოლომდე მოხოდილი მაინც გაასწორა , ნოსტალგია მქონდა ბოქსის თამაშებზე და ამდენი ხნის მერე წავითამაშე 

ძირითადათ ეს თამაშებია რომლებიც დარჩა ექსკლუზივათ midtown madness 3, Grabbed by the Ghoulies, Brute Force, ჰეილო კი გამოვიდა პს ზე რამდენი ხანია 

ნუ ჯერ ესეთ ეტაპზეა და დაიხვეწება როგორც პს2 ის ემულატორი დაიხვეწა 

ჩარტვა მარტივია , უნდა ჩამოქაჩო თვითონ ემულატორი , მერე ატვირთო თავისივე ფაილები , შემდეგ ჩამოქაჩო თამაშები Xiso ფორმატში , სამივე ლინკი მითითებულია 

 

Xemu Download

Files for xemu

XISO GAMES

Posted

ეხლა ჩავრთე პირველათ , აუუ რა მაგრა წაიღო grabbed by the ghoulies 

ადრე მხოლოდ დემო მქონდა ნათამაშები და ძაან მომეწონა , იმდენჯერ ვითამშე რო ყველა კუთხე დაზეპირებული მქონდა , არანაირი ჭედვები აი ისე წაიღო თითქოს ბოქსზე თამაშობო , რამდენი ხნის ოცნება მქონდა ამის თამაში 

 

 

Posted

.

 

 

 

Posted

დღეს დღეობით აქტუალური ემულატორები

PLAYSTATION
ემულატორიები

ps1 ემულატორი duckstation 


duckstation არის დღეისთვის ყველაზე განვითარებული ps1 ემულატორი მრავალი ფუნქციით და თავისებურებით
ყველაზე მთავარი რომელთაგანაც არის აფსქიელინგი 1x იდან 16x ამდე ანუ 480p- იდან 8k-მდე ნებისმიერ რეზოლუციაზე და ამ ემულატორს ასევე შეუძლია texture warping-ის მიტიგაცია PGXP geometry correction ოფციით
texture warping-ი არის პს1ის ასეთი არასასიამოვნო ეფექტი სადაც პერსპექტივის შეცვლისას ტექსტურა იწელება ანდა იკუმშება
აქ ვხედავთ თუ როგორ გამოიყურება თამაში PGXPის გარეშე

PGXPoff.jpg.2b316ebfe45df2bf6b5fe0fcfae698d2.jpg

ხოლო აქ თუ როგორ გამოიყურება PGXPის დახმარებით
PGXPon.jpg.c7ae5bfe370d1711cbd25977cab01cad.jpg
როგორც ვხედავთ ტექსტურები პირველ ფოტოში ოღრო ჩოღროდაა დახატული ხოლო მეორეში გამოსწორებული PGXPის დახმარებით
ps1 ემულაცია უკვე იმ დონეზეა დახვეწილი რომ სისტემის აბსოლიტურად ყველა თამაშის გახსნა შეიძლება მთლიანი სისწრაფით მილიონი გაუმჯობესებით და სკრიპტით

ps2 ემულატორი PCSX2







pcsx2 არის დღეისთვის ყველაზე განვითარებული პს2 ემულატორი სადაც უმრავლესობა პს2 თამაშის ემულირებაა შესაძლებელი
ამ ემულატორსაც ახლავს რეზოლუციის აფსქეილინგი და სხვა ბევრი თავისებურება
აღსანიშნავია ის რომ მიუხედავად იმისა რომ ამ ემულატორმა წინა 4 წელს გაიარა უდიდესი პროგრესი და დღეისთვის უმრავლესობა სისტემის თამაშის გასვლა შეიძლება
ემულატორს მაინც აქვს პრობლემები
ძირითადად ორიგინალ სისტემასთან შედარებით ძალიან დიდი ინპუტ ლაგი ზოგიერთ თამაშში და უცნაური ტექსტურის ბაგები
ამ ემულატორისთვის ხშირად გამოდის აპდეითები და ნელ ნელა ის იხვეწება ყველა თამაშში

არსებობს ამ ემულატორის ორი ვერსია
ნორმალური და
nightly
ჯერ nightly ში ამატებენ ყველა განახლებას და ოპტიმიზაციას ამიტომაც ჯობია nightly ვერსიის გამოყენება

PSP ემულატორი PPSSPP

PPSSPP
არის ყველაზე განვითარებული PSP ემულატორი რომელსაც აღსანიშნავი ფუნქციებიდან გააჩნია უამრავი გრაფიკული და სისტემური ოფცია(აფსკეილინგი გრაფიკული აპი და ა.ს.შ) ასევე ადვილად მოწყობადი ადჰოკ მულტიპლეიერი რითიც შეგიძლია ნებისმიერი psp-ის თამაში ონლაინ მეგობრებთან ითამაშო
აღსანიშნავია ისიც რომ ამ ემულატორზე ზოგიერთ თამაშებისთვის გამოსულია ტექსტურ პაკები რომლებიც დაბალი ხარისხის პსპ ტექსტურებს და ტექსტს უფრომ მაღალ ხარისხში გაწვდის მაგრამ ასეთი ტექსტური პაკი ბევრი თამაშისთვის არაა გამოსული
მე რაც ვიცი ესეთია
ACE COMBAT X- რომლისთვისაც გამოსულია HD TEXTURE PACK ი რაც თამაშს ვიზუალურად უფრო მისაღებს ხდის დიდი ეკრანისთვის


ps3 ემულატორი RPCS3


RPCS3 არის ყველაზე განვითარებული ps3 ემულატორი რომელიც საკმაოდ ცოტა ხნის წინ გახდა ნორმალურად გამოყენებადი
მას აქვს როგორც უამრავ სხვა ემულატორს გრაფიკული დაა სისტემური ოფციები ასევე საჩალიჩო მაგრამ მულტიპლეიერის მხარდაჭერა

ამ ემულატორზე აღსანიშნავია ის ფაქტი რომ მას სჭირდება შედარებით თანამედროვე სისტემა ფუნქციონირებისთვის და ასევე უკეთესი წარმადობა აქვს პროცესორებთან რომლებსაც
AVX ინსტრუქციები ახლავთ
ამ ემულატორის წარმადობა უკე სერიოზულადაა დამოკიდებული თამაშიდან თამაშამდე მაგრამ მასზე საკმაოდ ხშირად გამოდის განახლებები და ბიბლიოთეკის დიდი ნაწილი უკვე ნორმალურად გასვლადიო
ხოლო ცალკეულ შემთხვევებში აფსკეილით და 60 ფპსით

ps vita ემულატორი VITA3K


VITA3K არის ჯერ ჯერობით ყველაზე მუშა ემულატორი პს ვიტაზე
ის არის ძალიან ახალი და უმრავლესობა თამაში მუშაობს გრაფიკული ბაგებით და ფრიზებით
ცალკეულ შემთხვევებში ზოგიერთი თამაში ნრომალურად მიდის მაგრამ არამგონია რომ ამ დროს ღირს მისი გამოყენება ზედხსენებული მიზეზების გამო
იმედი მაქვს უახლოეს დროს დაიხვეწება


ps4 ემულატორი SHADPS4


SHADPS4 არის დღეისთვის ერთადერთი ასე თუ ისე მუშა პს4 ემულატორი რომელსაც არ აქვს ბევრი თამაშის მხარდაჭერა მაგრამ ამ ემულატორის პროგრესი მიმდინარეობს საკმაოდ სწრაფი ტემპებით და ზოგი თამაში როგორიცაა მაგალითად bloodborne უკვე გასვლადიცაა 30 ფპსში შედარებით ძლიერ და თანამედროვე სისტემაზე
თუ ბლოდბორნის გარდა სხვა თამაში გაინტერესებთ სამწუხაროდ მარტო 2
d პლათფორმერები ითამაშება ნორმალურად
მაგრამ პროგრესი იმდენად სწრაფია დარწყმუნებული ვარ უახლოეს დროს ბევრი სხვა თამაშის გახსნა გახდება შესაძლებელი


XBOX ემულატორები

XBOX ემულატორი XEMU


XEMU არის ორიგინალი იქსბოქსის ყველაზე განვითარებული ემულატორი რომელიც გამოირჩევა ონლაინ ფუნქციონალის მთლიანი მხარდაჭერით და ბიბლიოთეკის საკმაოდ დიდი მხარდაჭერით
სადღაც 85% სისტემის თამაშები გაისვლება
ემულატორს ასევე გააჩნია აფსქეილინგი მაგრამ ჯერ ჯერობით მარტო
1080p-მდე
ამ ემულატორს აქვს ხშირი განახლებები და მას თანდათან დახვეწენ

XBOX 360 ემულატორი XENIA


XENIA არის ყველაზე განვითარებული ემულატორი იქსბოქს 360ისთვის
აღსანიშნავია ის ფაქტი რომ ამ ემულატორს აქვს
MASTER და CANARY ვერსია
ყველაზე განახლებული ვერსია
CANARY გახლავთ მაგრამ ვერსიებთან დაკავშირებით არის ბევრი ნიუანსი
ზოგიერთი თამაში ძველ ვერსიებზუ უფრო კარგად მუშაოვბს ზოგიერთუ ახალზე
ამიტომაც რეკომენდირებულია თამაშებისთვის ცალკეული ბილდების ჩაწერა და დაყოფა
ასევე აღსანიშნავია ის რომ ემულატორს არ აქვს ყველაზე ინტუიტიური ინტერფეისი რაც მას განასხვავებს თანამედროვე ემულატორებისგან
თამაშებისთვის არსებობს სხვადასხვა ოპტიმალური ოფციები რომლებიც ტექსტურ ფაილში უნდა შეიცვალოს
ამიტომაც კიდევ ერთხელ რეკომენდირებულია ყველა თამაშისთვის ცალკე
XENIAს ფაილი და ბილდი იქონიოთ
ემულატორს ხშირი განახლებები არ აქვს მაგრამ ემულატორის ირგვლივ არიდ დიდი საზოგადოება რომელიც ცალკე თამაშებისთვის ოპტიმალურ სეტტინგებს და ვერსიას მოგაწვდით
ცოტა საჩალიჩო ემულატორია მაგრამ ჩალიჩის მერე ბიბლიოთეკის დიდი ნაწილი არის გავლადი და ზოგიერთ შემთხვევაში გაუმჯობესებულად გავლადი

XBOX ONE compatibility layer WinDurango


WinDurango არის არა ემულატორი არამედ ვინდოუსზე compatibility layer-
ის საშვალებას იძლევა ვინდოუსზე
xbox one-ის თამაშების აპლიკაციივით გახსნას
ასეთი მეთოდით გახსნილ თამაშებში საკმაოდ ცუდი წარმადობაა და
xbox one-ის ბიბლიოთეკა თითქმის მთლიანად არის კომპიუტერზე ხელმისაწვდომი ამიტომაც ეს დიდად საჭირო რამე არ არის
ნებისმიერ შემთხვევაში თუ გაინტერესებთ შეგიძლიათ გაეცნოთ


NINTENDO ემულატორები

(კლასიკურ ნინტენდოს და სხვა სისტემების ემულატორს ცალკე ბოლოში
ანვიხილავ მულტისისტემის სექციაში)


NINTENDO WII/GAMECUBE ემულატორი DOLPHIN


DOLPHIN არის ყველაზე დახვეწილი ემულატორი რომელიც მოიცავს WII და GAMECUBE სისტემებს
ორივე სისტემებიდან თამაშების სადღაც 97%ი გავლადია და მათგან 65% იდეალურადაა ემულირებული
ემულატორს გააჩნია უამრავი გრაფიკული და სისტემური ოფცია საიდანაც აფსკეილის და მილიონი სხვა რამის ჩალიჩლი შეიძლება
ემულატორს აქვს ძალიან ჩემი აზრით რაც არის ემულატორები მათგან ყველაზე ინტუიტიური ინტერფეისი ასევე იდეალურად მუშაო ონლაინ მხარდაჭერა
ამ ემულატორს აქვს ხშირი განახლებები და ძალიან დიდი საზოგადოება რომელიც ხშირად მართავს ონლაინ ივენთებს

WII U ემულატორი CEMU


CEMU არის WII U სისტემის ყველაზე მუშა ემულატორი
მიახლოებით ბიბლიოთეკის 55% არის გავლადი ხოლო მათგან 15% მუშაობს იდეალურად
ეს ემულატორი კეთდება იგივე ხალხის დახმარებით ვინც
DOLPHINი გააკეთა და პროგრესიც ამ ემულატორს აქვს შედარებით სწრაფი
თუ ნინტენდო არ მოკლავს პროექტს იგი საკმაოდ შორს გავა უახლოეს დროს


NINTENDO 3DS ემულატორი CITRA

CITRA არის 3DSის ყველაზე თანამედროვე ემულატორი რომელზეც თამაშების უმრავლესობა და ასევე ონლაინ სერვისები მუშაობს
აღსანიშნავია ის ფაქტი რომ ამ ემულატორს აკეთებდა იგივე გუნდი რომელიც მუშაობდა სვიჩის
YUZU ემულატორზე (ამაზე ცოტა მოგვიანებით) და სამწუხაროდ ეს უმულატორი განახლებებს აღარ მიიღებს
ამის მიუხედავად
CITRA მშვენიერ მდგომარეობაში იქნა დატოვებული და ჯერ ჯერობით რჩება 3DS ის ყველაზე კარგად მომუშავე ემულატორი


NINTENDO SWITCH ემულატორები და მათი ტრაგედია...
სვიჩს აქვს ორი აქტუალური ემულატორი რომლების მიახლოებით ერთ დონეზე დგანან

RYUJINX და YUZU რომლებსაც შეტაკებები ქონდათ ნინტენდოსთან
ამ შეტაკებების შედეგად ორივე ემულატორის პროგრესი შეჩერდა

YUZU საერთოდ ინტერნეტიდან პანჩურით იქნა გაგდებული და მისი დეველოპერების გუნდი დაიშალა ამიტომაც მის ჩაწერას მარტო შავ ბნელი საიტებიდან შეძლებთ
ხოლო ryujinx-ი ჯერ ჯერობით ხელმისაწვდომი დარჩა
თვითონ ემულატორი განახლებებს არ მიიღებს მაგრამ
შავ ბნელი გზებით საზოგადოება მაინც ნინტენდოსგან დამალულად აკეთებს გიტჰაბის ფორკებს და თავისით აკეთებს ემულატორის განახლებებს
ბიბლიოთეკის ნახევარზე მეტი გასვლადია რიუჯინგსზე მაგრამ რაც ყველაზე სამწუხაროა უახლეს გამოსულ თამაშებს ვერ ითამაშებთ თუ რათქმაუნდა შავ ბნელი გზებიტ ახალი ფორკებს არ გადაავლეთ თვალი სადაც საზოგადოება ბევრი სისხლით და ოფლით მაინც ამატებს მატ მხარდაჭერას

მულტისისტემური ემულატორები კლასიკური სისტემებისთვის

მე ვიცი ორი მულტისისტემური ემულატორი
ერთი არის ჩემი აზრით სატანის გაკეთებული იმისთვის რომ აწვალოს და ნერვები დათხაროს ადამიანებს
ეს გახლავთ
RETROARCH
ეს არის მარტივად გასაგები რომ იყოს ემულატორების კომპენდიუმი სადაც სხვადასხვა ემულატორის ბირთვებია
რატო არის ის ეშმაკის ნაშიერი?
იმიტომ რომ ინტერფიესი აქვს გაუგებარი და ტვინის საწური
ასევე ბირთვებად აქვს ძველ ძველი ემულატორები და გაუნახლებელი ემულატორები რაც თამაშის ხარისხზე აისახება
და ყველა ეს ბირთვი არის ლიმიტირებული თავიანთ ოფციებში და ფუნქციონალში
მეორე მულტი სისტემა რაც ვიცი არის უკვე მშვენიერი სისტემა კლასიკური კონსოლების ემულირებისთვის
მას ქვია
BIZHAWK-
იგი ის შექმნილია სპიდრანებისთვის მაგრამ
მას მოყვება დაულეველი ფუნქციონალი
მასში არსებული ბირთვები არის უახლესი ვერსიის
და ეს ბირთვები სპეციალურად არის შერჩეული იდეალური ემულაციის და ფუნქციონალის გამო
ამ მულტი სისტემას აქვს მხარდაჭერა უმრავლესობა კლასიკური კონსოლების და კომპიუტერული სისტემების
დაწყებული ატარიდან დამთავრებული
nintendo 64-ით
მთავარი ფოკუსი ამ მულტი სისტემის არის ორიგინალ კონსოლებთან რაც შეიძლება ახლო ემულირება და
LUA სკრიპტინგის მხარდაჭერა რაც თამაშების მოდიფიცირების უფლებას გაძლევს
ასევე აღსანიშნავია ინტუიტიური ინტერფეისი და გიგანტური საზოგადოება რომელსაც მილიონი სხავასხა სკრიპტი აქვს გაკეთებული მრავალი თამაშისთვის 

  • 3 weeks later...
Posted

xemu ს ვტესტავ ეს დღეებია და არი რამდენიმე თამაში რომლებიც ძაან კარგათ ეშვება , ახალი ვერსია გამოსულა კიდე თებერვალში , დახვეწავენ კიდე როგორც ჩანს და უმრავლესობა თამაშს ვითამაშებთ

Tao Feng ბოქსის ექსკლუზივი , ვისაც ნოსტალგია აქ შეუძლია ითამაშოს უპრობლემოდ მუშაობს , მაიკროსოფტის სტუდიის

გადმოსაწერი ბმული

Opera-Snapshot-2025-02-27-135934-www-goo

 

Tom Clancy's Ghost Recon

ესეც ტაქტიკური შუთერი , მე ძაან მომწონს მიუხედავათ გრაფიკისა თავის დროზე ბევრი მაქ ნათამნაშები

გადმოწერა

5569148-tom-clancys-ghost-recon-xbox-fro

 

Grabbed By The Ghoulies 

ესეც ბოქსის ექსკლუზივი , მაიკროსოფტ სტუდიის ესეც 

გადმოწერა

image.png

 

კიდე თუ რომელიმე იმუშავებს კარგათ დავდებ 

 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.