Jump to content

Recommended Posts

Posted

როგორც ერთ-ერთ ნიუსში ავღნიშნე, Intel-ი იწყებს ულტრაბუქების წარმოებას. Intel -ის მმართველმა, პოლ ოტელინმა განაცხადა, რომ ისინი იწყებენ პირველი ულტრაბუქების პარტიის გამოშვებას რომლის რაოდენობაც იქნება 40, არ დაგვავიწყდეს, რომ ეს გახლავთ სენსორული, Windows 8-ის სისტემით აღჭურვილი და Ivy Bridge-ის პროცესორებით მოპიკეთებული ულტრაბუქები.

pto11.jpg

მთლიანობაში იქმნება 140 ზე მეტი ულტრაბუქი Ivy-Bridge-ზე დაფუძნებული. თვალშისაცემია ის ფაქტიც, რომ სენსორული ეკრანები ჯერ უმცირესობაშია, სწორედ ამიტომ , ამ პრობლემის მოგვარებაში დაეხმარებათ ტრანსფორმაცია ულტრაბუქის პლანშეტად. ამაში კი ასევე დახმარებას გაუწევს 2 ეკრანიანი ASUS Taichi.

qg66s.jpg

ასევე, პოლ ოტელინმა დიდი სიამაყით განაცხადა , რომ ამა წლის შემოდგომაზე გამოვა ულტრაბუქი, რომლის ღირებულებაც იქნება $700.

საქმე იმაშია, რომ უკვე დღესაც შეგიძლიათ შეიძინოთ ამერიკის შეერთებულ შტატებში ულტრაბუქი : Best Buy-ს მაღაზიებში 14 დიუმიანი ეკრანით HP Envy $700-ად, ხოლო ულტრაბუქი Acer Aspire კი იყიდება $650-ად Walmart-ის მაღაზიებში.

Intel-ის პარტნიეორები ამბობენ, რომ 20 ზე მეტი პლანშეტი, აღჭურვილი Windows 8-ის სისტემით იქნება აღჭურვილი ენერგოეფექტური, 2 ბირთვიანი 32-нм -იანი პროცესორით Clover Trail (1,8—2 გიგაჰერცით) და გრაფიკით Power VR SGX 544MP2. ფაქტიურად, ეს გახლავთ ის 2 ბირთვიანი სახის პროცესორი,რომელიც დღესაც გამოიყენება სმარტფონებში.

  • Upvote 2

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.