Rivium Posted July 3, 2012 Posted July 3, 2012 გამარჯობათ მაინტერესებს როგორი ბრენდი არის PNY SAPPHIRE ზოგადად... ასევე ყავს თუ არა ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში?
OverDozeD Posted July 3, 2012 Posted July 3, 2012 თემა შესაბამის განყოფილებაში გახსნა ჯობია, ან რჩევა-კონსულტაციებში ან vs ფორუმში რომელში გადავიტანო? ზოგადად ბრენდზე რთულია საუბარი, სხვადასხვა პროდუქტს სხვადასხვა ხარისხით უშვებენ. საფირის ვიდეოები ზოგადად ჯობია.
xosito Posted July 3, 2012 Posted July 3, 2012 PNY -ს გამოშვებული ATI-ს ვიდეოდაფა არ მინახავს და არც sapphire-ს გამოშვებული nvidia-ს დაფა მინახავ, მე საფირის გამოშვებული 3 ვიდეოდაფა მქონდა და სამივე თავის როლს მშვენივრად ასრულებდა არცერთზე არ შემქმნია არასდროს ტექნიკური პრობლემა, და ზოგადად საფირის ფირმას დიდი გამოცდილება აქვს როგორც ვიცი ვიდეო დაფების წარმოებაში ვიდრე PNY-ს, ამიტომ ორი ერთნაირი სიმძლავრის ნაწილიდან sapphire-ს გამოშვებულს ვამჯობინებდი. როგორც ვიცი წარმომადგენლობა არცერთს არ ჰყავს საქართველოში...
OgaiB Posted July 3, 2012 Posted July 3, 2012 PNY არის ენვიდიას ქვადრო ვიდეოკარტების ექსკლუზიური მწარმოებელი. ბოლო რამდენიმე წელია რაც დესკტოპ სეგმენტში შემოვიდა. უშვებს სტანდარტულ, სტოკ გაგრილების მხოლოდ ენვიდიას ვიდეოკარტებს საფირი არის ატის ძალიან დიდი ხნის პარტნიორი და მხოლოდ ატის ვიდეოკარტებს უშვებს. აქვს როგორც რეფერენსული ასევე საკმაოდ კარგი არარეფერენსული გაგრილების ვიდეოკარტები საქართველოში ოფიციალური წარმომადგენლობა ჰარდის არცერთ მწარმოებელს არ აქვს
Recommended Posts