Jump to content

Recommended Posts

Posted

მოგესალმებით!! დიდი ხანი არ ვყოფილვარ აქ და იმედი მაქვს ისევ არის/დარჩა მცოდნე ხალხი ამ ფორუმზე :)

მოკლედ 2 კვირის წინ Active SMART-მა კომპის ჩართვისას სისტემურ დისკზე ამოაგდო ეს შეცდომა:

aacb9f8fd81at.jpg

შეცდომა იყო Calibration Retry Count = 1.

მერე დაიწყო BSOD-ები.. ჩართვისას, WinRar-ის გახსნის დროს, ფაილების გადაწერის დროს სხვა ვინჩესტერებზე და ა.შ.

დავიტანჯე და გადავაყენე Windows-ი სხვა ვინჩესტერზე და დავიწყე ამ ვინტის ტესტები ბედ ბლოკებზე

ვამოწმებდი ამ სოფტებით - HDDScan, Hard Disk Sentinel და HD Tune Pro

არც ერთმა არ ამოაგდო ბედ ბლოკი! HDDScan-მა იპოვა 21 ნელი ბლოკი < 150ms

მხოლოდ HD Tune Pro-მ ისევ Warning! დაწერა ამ Calibration Retry Count = 1, დანარჩენებ სოფტებში ეს პარამეტრი დგას 0-ზე

რა პარამეტრია ეს? და რამდენად საშიში არის ეს გაფრთხილება?

უკვე მე-3 დღეა თვალს ვადევნებ ამ პარამეტრს სხვადასხვა SMART სოფტით (CrystalDiskInfo, HDDScan, Hard Disk Sentinel) და ჯერ ჯერობით 0

HD Tune Pro-ში კი ისევ 1

ვდებ ყველა სოფტის დღევანდელ რეპორტს და შეხედეთ:

3eca0ad1b74et.jpg>>>>>5581e1c720b7t.jpg>>>>>f7fc4a854e64t.jpg>>>>>e7ff9675822et.jpg

Posted

Calibration Retry Count არის HDD-ს მექანიკური სისტემების პრობლემა, არა რაიმე სექტორის.

შესაბამისად, ვერცერთი პროგრამა ბედ-სექტორს ვერ იპოვნის მაგ ერორის გამო.

ეგ ერორი ხტება მაშინ, როცა HDD ვერ აკეთებს თვითკალიბრაციას. თვითკალიბრაციაში იგულისხმება HDD-ს ჩართვისას მაგნიტური თავაკის "გასწორება" ფირფიტებზე არსებულ ტრეკებთან. რადგან ეგ ერორი ამოაგდო SMART-მა, ე.ი. შენს დისკს მექანიზმში პრობლემები აქვს დაწყებული.

იდეაში, ეგ არ ნიშნავს რომ HDD უკვე განწირულია 100%, მაგრამ კრიტიკული ინფოსთვის, OS-ისთვის და ა.შ. გამოყენება უკვე აღარ შეიძლება.

  • Upvote 2
Posted

სმარტი გაუთიშე და ნელნელა დაარეზერვე ინფო.

ვინჩესტერიდან მაგნიტი ამოიღე და მანქანის კარბურატორზე დაყენე

Posted

ბიჭებო დამეხმარეთ. ჩემ მყარ დისკს აქვს ესეთი პრობლემა

reallocated sectors count c დისკი მთლიანად დაბრედილია d კიდე კარგადაა. როგორც სურათზეა.

რას მირჩევთ რა ვქნა?

p.s სისტემა ჩართულია და ვამუშავებ(სხვა გზა არ მაქვს) მაგრამ არაფერი უჭირს და კარგად მუშაობს.

  • Barca locked this topic
Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.