NEIRON Posted June 20, 2012 Posted June 20, 2012 გამარჯობათ! ამ თემაში დაიდება ვიდეოები,რაც საჭიროა ყველამ ვიცოდეთ,რადგან ნებისმიერ წვრილმანზე ხელოსანთან სიარული დამღლელია. პ.ს: თუ ზოგმა იცით ესენი,არ გვინდა ამის დამცინავად გამოხატვა,რადგან სასარგებლოს არაფერს აკეთებს ეს საქციელი,თუ რამე ვიდეო დადეთ შემეცნებითი [/CODE] მთავარი რაც საჭიროა ხოლმე,არის ტესტერი,აქ ახსნილია თუ რა ფუნქცია რას ზომავს: გაზომვის შემდგომ უკვე შეკეთებას ვახდენთ,რაც უმეტესად მირჩილვით(პაიკა) სრულდება: თუნდაც როცა ნოუთბუკის დამტენი ფუჭდება,უმეტესობა საყიდლად გარბის,არადა ყველაზე ხშირად სადენი წყდება ხოლმე შტეკერის მიდამოში,საჭიროა მაგი სადენის და შტეკერის გაფცქვნა ,ასე 10-სმ-იანი მონაკვეთის მოჭრა,თუ ტესტერი არ გვაქვს ცუდია(ჩინური 2 ლარი ღირს,რას ასეთ ამბავში წავა მშვენივრად),თუმცა უმაგისოდაც შეიძლება,როცა სადენს გავფცქვნით და მიმავალი სადენის ფერს დავიმახსოვრებთ,თუ სად ერთდება. ყველა ნოუთს კი ზედვე ახატია,თუ შტეკერის რომელი მხარეა + და -. მობილურის დამტენებზეც იმავე ვარიანტია,მაგის გაფუჭების მიზეზი არის სადენისს ჩაწყვეტა შტეკერის მიდამოში,ან იშვიათად სადენის ადაპტერიდან გამომავალ მიდამოში. ახლა კი რა გვინდა იმისთვის რომ მივარჩილოთ სადენი: კალა(2 -3ლარი ღირს 1 მეტრო მავთული თავისი კანიფოლით,რაც რამდენიმე ათეულ მირჩილვაზე გეყოფათ),ლინკ: http://dac.ge/category.php?catid=7&subcatid=10 კანიფოლი-მე საკმეველსაც ვხმარობ,იმავეა რაც ანალოგი. სარჩილავი,ანუ "პაიალნიკი" -მისი სიმძლავრე ვატობით იზომება,იყიდეთ 40 ან 60 ვატიანი ,ლინკ: http://dac.ge/category.php?catid=27&subcatid=114 იმისათვის რომ ეს ყველაფერი ლამაზად გამოიყურებოდეს,სასურველია თერმოკუმშვადი მილი,ლინკ: http://dac.ge/category.php?catid=18&subcatid=62 მილის ბოლო გახურების შემდეგ: ამ მილს მოვჭრით სასურველ ზომაზე(ზემოთ ვიდეოშია მირჩილვაზე) და სანთებელით გავახურებთ,შედეგს ვიღებთ ასეთს: 5
Shopen Posted June 20, 2012 Posted June 20, 2012 კარგი თემაა ყოჩაღ ერთგვარი სტიმული მოგცა ცალკე ტოპიკის გამოყოფამ :D
c.a.y.z.y Posted June 20, 2012 Posted June 20, 2012 კარგი თემაა ყოჩაღ ერთგვარი სტიმული მოგცა ცალკე ტოპიკის გამოყოფამ გეთანხმები ძაან კაი იდია მოუვიდა NEIRON-ს :thumbsup:
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now