Jump to content

Recommended Posts

Posted

ამას წინად რომელიღაც საიტზე ნოუთბუქებისა და დესკტოპების შედარებას წავაწყდი. როგორც მივხვდი ერთიდაიგივე სიმძლავრის ნოუთი და დესკტოპი სხვადასხვა "რამისთვის" გამოიყენება. ფაქტორები ეწერა (თუ ინტერნეტი გინდა, თუ გადაადგილება გინდა, თუ მხოლოდ სურათებისთვის, ვორდისთვის, მოკლედ გარდა თამაშისა - ჯობია ნოუთი იყიდო"ო". ხოლო თუ გინდა, რომ ითამაშო ძლიერი "თანამედროვე" თამაშები ჯობია დესკტოპიო). კი ბატონო, მაგრამ მარტო ამაშიც არაა საქმე, მე ერთი მაინტერესებს? თამაშებს და ა.შ შევეშვათ. ერთი და იგივე ძრავის კომპიუტერები ავიღოთ სიტყვაზე ნოთე ი5 - დესკტოპ ი5, რომელი უფრო სწრაფია? (რატო დავსვვი კითხვა?: ისე ჩემთვის ვერთობი ხან ვის შევეკითხები ნაურაზე ხან ვის - რამდენ მანდილოსანსაც ვკითხე :D - ყველა მეუბნება : პატარამ დიდს როგორ უდნა აჯობოსო , ალბათ მიხვდით რა ვიგულისხმე. ცოტა ლოგიკურადაც ჟღერს, მაგრამ მაინც თქვენი პასუხი მინდა!) რომელი უფრო სწრაფია (ყველა მხრივ) (ზუსტად ერთი და იგივე სიმძლავრით)

Posted

დესკტოპი ორჯერ ძლიერია ლეპტოპზე

Posted

არასწორად სვამ კIთხვას.

თუ ამბობ "ზუსტად ერთი და იმავე სიმძლავრით", გამოდის რომ წარმადობა თანაბარია და ვერცერთი სჯობს მეორეს :)

რეალურად კი, დესკტოპ პროცესორები სჯობს, სიხშირეები, კეშ მეხსიერება, ოპერების სიხშირეები, ოვერქლოქინგი და ა.შ. უკეთესი აქვს.

  • Upvote 2
Posted

+1 კიდევ გაგრილება... ზაფხულში ლეპტოპების უმეტესობა პატარა ნაგრუზკაზეც კი 75 გრადუსს უკაკუნებენ..

Posted

დესკტოპის უფრო ძლიერი როა ფაქტია , მარა რამდენჯერ არ ვიცი

Posted

ჯერადობებს დაანებეთ თავი აბსოლუტურად.

გააჩნია რა მოდელებს ადარებთ ერთმანეთს, თორემ შეIძლება mobile პროცი უფრო სწრაფიც იყოს დესკტოპ პროცზე.

  • Upvote 1
Posted

დესკტოპის i5 და ლეპტოპის i5 შეიძლება სხვადასხვა მოდელი იყოს. უფრო კონტკრეტულად უნდა დასვა შეკითხვა. ეგრე გადაჭრითაც ვერ იტყვი რო დესკტოპის ბევრად ძლიერია. მოდელს გააჩნია რათქმაუნდა.

ერთი და იგივე თაობის ბოლოს გამოსული პროცესორები რო შეადარო მაინც დესკტოპის აჯობებს, Clock Speed და Clock Speed ნაკლები აქვს ლეპტოპებს რადგან გაგრილების საშალება ნაკლებია. ასევე ლეპტოპები "რაზგონის ფუფუნებას" მოკლებულნი არიან.

Posted

ერთ რაღაცას გეტყვი მობილე პროცესორები დაბალ W სიხშირე ქეშ მუშაობენ (იმიტომ რომ დიდხანს გაზლოს რადგან თუ დიდ ელექტრო ენერგიას მოიხმარს უცებ დასვავს და კიდევ მაღალ სიხშირეზე უფრო ცხელი იქნება და გაგრილებაზე ცოტა პრობლემაა) რაც უფრო სუსტია ანუ და დესკტოპ მაღალ W +სიხშირე ქეშ მეხსიერება

თამაშებისთვის სჯობს დესკტოპ მაგრამ არის ზოგიერთი gamer notebook შექმნილი მაგალითათ alienwar, razer , .............. მაგრამ ძალიან ძვირი ღირს

Posted

ლეპტოპის ი5-ს 2 ბირთვი აქვს დესკტოპისას კი 4

  • Upvote 2
Posted

დესკტოპ ყოველთვის უფრო ძლიერია გინდ ვიდეო გინდ პროცი

Posted

ლეპტოპის ი5-ს 2 ბირთვი აქვს დესკტოპისას კი 4

ყველას არა. ეგრე დესკტოპის პირველ i5-ს თაობაშიც იყო ორბირთვიანი i5-ები. დესკტოპი იმიტო ჯობს რომ ენერგომოხმარებაში შეზღუდვა არ აქვთ და მაღალ სიხშირეებზე დგანან. ოპერებიც უკეთესია დესკტოპზე. ნაკლებად პრობლემურია ყოველმხრივ გინდ დაშლა-აწყობა, გინდ გაგრილება, გინდ დაზიანება.

  • 2 months later...
  • Barca locked this topic
Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.