Jump to content

გამონათქვამები,რომლებიც გვიადვილებენ ცხოვრებას


Recommended Posts

Posted

გადავწყვიტე გამეხსნა ეს თემა,რადგან საინტერესოა ის უმნიშვნელო,მაგრამ ძალზედ შედეგიანი მაგალითები თუ ციტატები წიგნებიდან,რაც ცვლის ჩვენს ცხოვრებას უკეთსობისკენ

გავუზიაროთ ერთმანეთს:

რამდენიმეს მე მოვიყვან,რაც მომეწონა და გამახსენდა,წიგნი:დეილ კარნეგი

"როცაა ადამიანი იწყებს ბრძოლას თავის თავთან,ესეიგი ის რაიმედ ღირს "

"ადამიანს უნდა ვასწავლო ისე,თითქოს მას არც კი ვასწავლით და უცნობი საკითხი წარუდგინოთ როგორც დავიწყებული"- რატომ?იმიტომ რომ რამდენჯერაც ჩვენთვის უთქვამთ რომ ეს ასე არ არის,უმეტეს შემთხვევაში ჩვენ ვიღებთ "გავირების" პოზიციას და ვუხეშობთ,ვიცავთ საკუთარ პრინციპებს,"საკითხის შეცურება" კი სულ სხვა ეფექტს იძლევა.

პიროვნების სახელით მიმართვა ყველაზე დიდ დადებით ეფექტს იძლევა,რადგან საკუთრი სახელით მიმართვა ყველაზე კარგი მოსასმენია -დაფიქრდით,გატესტეთ,მართლაც ასეა.

საუბრისას ისაუბრეთ იმაზე,რაც აინტერესებს თქვენ თანამოსაუბრეს-უმეტეს შემთხვევაში,როცა ჩვენ გვიყვებიან ამბებს ,ეს უინტერესოა,ზუსტად ასე იღლება თანამოსაუბრე ჩვენით,საუბრის არასწორად წარმართვისას.

საუბრისას თანამოსაუბრეს უნდა ვაგრძნობინოთ მისი პიროვნების მნიშვნელობა ,რაც ლამაზად და სიყალბის გარეშე უნდა იყოს-ჩვენ ხომ გვიყვარს როცა სხვაზე წინ ვართ თუნდაც ინტელექტით ,მასე მოსწონს თითოეულს,მაგრამ ამას თუ აგრძნობინებთ,თანამოსაუბრე კუდამოძუებული დაჯდება თვენზე გულში გაბრაზებული ,შედეგი კი რასაც ელით მოლაპარაკებისგან 0-იქნება.

ადამიანს რომ შეცდომა ვუთხრათ ,ისე რომ არ განაწყენდეს ჩვენზე,ჯერ შაქარი უნდა მივაყოლოთ სიტყვიერად,მერე კი მარილი,ეგეც ზომიერად.

საუკეთესო გამოსავალი ჩხუბში-მისი გვერდის ავლაა,ამით ჩვენ მოვიგებთ,რადგან ჩხუბში ვერ გავიმარჯვებთ.

მე $#^#(|ადე მოკლედ მეთქვა და ეგეც რამდენიმე მონაკვეთი ,დეილ კარნეგს კი ძალიან კარგად აქვს ეს თითოეული საკითხი მაგალითებით განხილული.

ამ "წესების" (და არამარტო) გაუთვალისწინებლობა კი,თითოეულ ჩვენგანს აგრძნობინებს მის მნიშვნელობას ურთიერთობისას.

Posted

შენ უკვე უნდა იცოდე, რომ აღარაფერს წარმოადგენ, როდესაც სხვისთვის შენი უპირატესობის დასამტკიცებლად ვინმეს სთხოვ დახმარებას.

ეს ჩემია

Archived

This topic is now archived and is closed to further replies.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.