Jump to content

Recommended Posts

Posted

flexiphone-11.jpg

დღეისათვის მაღალი ტექნოლოგიები იმდენად სწრაფად ვითარდებიან, რომ მობილური ელექტრონიკის მწარმოებლებს ხანდახან წარმოსახვა ან გაბედულობა არ ჰყოფნით ამ ტექნოლოგიების ღირსეული გამოყენება შემოგვთავაზონ. ყველაზე თამამნი არიან კონცეპტების შემქმნელები, ვისი ნამუშევრებიც საოცარი ფუნქციებითაც გამოირჩევიან, და შთამბეჭდავი დიზაინითაც.

ახალი ნამუშევარი წარმოადგინა ბრიტანელმა დიზაინერმა ფილიპ პირსმა (Philip Pearce), კონცეპტის სახელია Flexiphone. ამ მოწყობილობის ყველაზე უმნიშვნელო შესაძლებლობა დრეკადი კორპუსია; მომხმარებელს ტელეფონისთვის ნებისმიერი ფორმის მიცემა შეუძლია მაქსიმალურად კომფორტული მუშაობისთვის. Flexiphone-ის მეორე ღირსება, უეჭველად განსაკუთრებული აკუმულატორია, რომელიც კომპანიის NEC მიერაა შექმნილი. ეს «ორგანული ბატარეა» პრაქტიკულად მყისიერად იტენება, პროცესი სულ რაღაც 30 წამს გრძელდება.

flexiphone-21.jpg

ტელეფონის მესამე ღირსება კი დამცავი დაფარვაა. ეს არ არის დღეისათვის მოდური Gorilla Glass, არამედ ნამდვილი გრაფენი, რომლის თვისებები აქამდე ბოლომდე არ არის შესწავლილი. ყველაფერ ამასთან ერთად, ტელეფონი წყალგაუმტარ კორპუსშია მოთავსებული; გათვალისწინებული აგრეთვე გარე მისაერთებელი მოდულები კლავიატურა და დინამიკი. რაც შეეხება Flexiphone-ის პროგრამულ პლატფორმას, მის შესახებ ავტორი დუმილს ამჯობინებს, მაგრამ ეკრანზე ჩვენ ვხედავთ იკონკებს Internet Explorer, Gmail და iPod. როგორც ჩანს, ეს იმისთვისაა გაკეთებული, რომ არც ერთი კონკურენტი ბანაკის თაყვანისმცემელი არ დარჩეს უკმაყოფილო.

flexiphone-31.jpg

წყარო : designbuzz.com

მე აქიდან ავიღე : http://geocybers.com

  • Upvote 4
Posted

დადებითი მხარეები გასაგებია და უარყოფითი? :D

Posted

დადებითი მხარეები გასაგებია და უარყოფითი? :D

დღნაჩვობაა. არ მომეწონა :დ

მადლობა ავტორს

Posted

დადებითი მხარეები გასაგებია და უარყოფითი? :D

ფასი ექნება ალბათ ისეთი რო ვაკეში საკუთარ კორპუსს ააშენებ :D

  • Upvote 1
Posted

გორილა გლასი ფლექსიბელი როგორ უნდა გახადონ? :D

სისულელეა.

Posted

გორილა გლასი ფლექსიბელი როგორ უნდა გახადონ? :D

სისულელეა.

ეს არ არის დღეისათვის მოდური Gorilla Glass, არამედ ნამდვილი გრაფენი. მაგრამ... საკუთარი თავის გაპიარება მგონია ეს კონცეპტი... 30 წამში დატენვა... იუჰუუუუუუუუ :დ ავშენდებით :დ
Posted

ეს არ არის დღეისათვის მოდური Gorilla Glass, არამედ ნამდვილი გრაფენი. მაგრამ... საკუთარი თავის გაპიარება მგონია ეს კონცეპტი... 30 წამში დატენვა... იუჰუუუუუუუუ :დ ავშენდებით :დ

30 წამში დატენვა და 15 წამში დაჯდომა :D

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.