შაკო Posted June 2, 2012 Posted June 2, 2012 დღეისათვის მაღალი ტექნოლოგიები იმდენად სწრაფად ვითარდებიან, რომ მობილური ელექტრონიკის მწარმოებლებს ხანდახან წარმოსახვა ან გაბედულობა არ ჰყოფნით ამ ტექნოლოგიების ღირსეული გამოყენება შემოგვთავაზონ. ყველაზე თამამნი არიან კონცეპტების შემქმნელები, ვისი ნამუშევრებიც საოცარი ფუნქციებითაც გამოირჩევიან, და შთამბეჭდავი დიზაინითაც. ახალი ნამუშევარი წარმოადგინა ბრიტანელმა დიზაინერმა ფილიპ პირსმა (Philip Pearce), კონცეპტის სახელია Flexiphone. ამ მოწყობილობის ყველაზე უმნიშვნელო შესაძლებლობა დრეკადი კორპუსია; მომხმარებელს ტელეფონისთვის ნებისმიერი ფორმის მიცემა შეუძლია მაქსიმალურად კომფორტული მუშაობისთვის. Flexiphone-ის მეორე ღირსება, უეჭველად განსაკუთრებული აკუმულატორია, რომელიც კომპანიის NEC მიერაა შექმნილი. ეს «ორგანული ბატარეა» პრაქტიკულად მყისიერად იტენება, პროცესი სულ რაღაც 30 წამს გრძელდება. ტელეფონის მესამე ღირსება კი დამცავი დაფარვაა. ეს არ არის დღეისათვის მოდური Gorilla Glass, არამედ ნამდვილი გრაფენი, რომლის თვისებები აქამდე ბოლომდე არ არის შესწავლილი. ყველაფერ ამასთან ერთად, ტელეფონი წყალგაუმტარ კორპუსშია მოთავსებული; გათვალისწინებული აგრეთვე გარე მისაერთებელი მოდულები კლავიატურა და დინამიკი. რაც შეეხება Flexiphone-ის პროგრამულ პლატფორმას, მის შესახებ ავტორი დუმილს ამჯობინებს, მაგრამ ეკრანზე ჩვენ ვხედავთ იკონკებს Internet Explorer, Gmail და iPod. როგორც ჩანს, ეს იმისთვისაა გაკეთებული, რომ არც ერთი კონკურენტი ბანაკის თაყვანისმცემელი არ დარჩეს უკმაყოფილო. წყარო : designbuzz.com მე აქიდან ავიღე : http://geocybers.com 4 Quote
lomsa Posted June 5, 2012 Posted June 5, 2012 დადებითი მხარეები გასაგებია და უარყოფითი? დღნაჩვობაა. არ მომეწონა :დ მადლობა ავტორს Quote
მიშო Posted June 5, 2012 Posted June 5, 2012 დადებითი მხარეები გასაგებია და უარყოფითი? ფასი ექნება ალბათ ისეთი რო ვაკეში საკუთარ კორპუსს ააშენებ :D 1 Quote
gajaviki Posted June 5, 2012 Posted June 5, 2012 გორილა გლასი ფლექსიბელი როგორ უნდა გახადონ? სისულელეა. Quote
ANuB1S Posted June 5, 2012 Posted June 5, 2012 გორილა გლასი ფლექსიბელი როგორ უნდა გახადონ? სისულელეა. ეს არ არის დღეისათვის მოდური Gorilla Glass, არამედ ნამდვილი გრაფენი. მაგრამ... საკუთარი თავის გაპიარება მგონია ეს კონცეპტი... 30 წამში დატენვა... იუჰუუუუუუუუ :დ ავშენდებით :დ Quote
gajaviki Posted June 5, 2012 Posted June 5, 2012 ეს არ არის დღეისათვის მოდური Gorilla Glass, არამედ ნამდვილი გრაფენი. მაგრამ... საკუთარი თავის გაპიარება მგონია ეს კონცეპტი... 30 წამში დატენვა... იუჰუუუუუუუუ :დ ავშენდებით :დ 30 წამში დატენვა და 15 წამში დაჯდომა :D Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.