X-treme user Posted May 27, 2012 Posted May 27, 2012 ვიდეობარათზე ორიგინალური სურათი არცთუ ისე ხშირად გვხვდება. დიზაინერული გადაწყვეტილების ერთ-ერთი ასეთი მაგალითი გახლავთ GeForce GTX 670 - KFA2-ს შესრულებით. ახლა კი, ჩინურ კომპანია Axigon-მა, თავის მხრივ, საკუთარი წარმოების ამ პროდუქტზე გადაწყვიტა ველოცირაპტორის მტაცებელი თვალის გამოსახვა. Axigon GTX 670 Raptor - Nvidia-ს სტანდარტულ დაფებზე საინტერესოდ გამოიყურება: ის დამზადებულია GeForce GTX 680-ის PCB-ზე და აჩქარებულია მის სიხშირეებამდე (1006(1058)/6008 მჰზ). GK104 ბირთვის ნაკადური პროცესორების რაოდენობა კი, სხვა ვერსიების მსგავსად, შეადგენს 1344 ცალს. მეხსიერების სალტის ზომა და 2 გბ GDDR5, რეკომენდებული მაჩვენებლების შესაბამისია. ნაწარმის მიმდინარე ღირებულება გახლავთ 3000 იუანი, რაც 473 აშშ დოლარის ეკვივალენტია. Overclockers.ua 4 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.