Jump to content

Recommended Posts

Posted

NEC-მა განაცხადა SpectraView 241 პროფესიონალურ მონიტორის ევროპაში გაყიდვების დაწყების შესახებ. მისი შეძენა შესაძლებელი იქნება უკვე ივნისში, დაახლოებით 1500 ევროს ფასად. საინტერესოა, რომ კომპანიის ამ რეგიონის ქვეგანყოფილების ასორტიმენტში აღნიშნული მოდელი ჯერჯერობით არ შეინიშნება, თუმცა, არის მსგავსი მახასიათებლების მქონე გადაწყვეტილება - SpectraView Reference 241 (1693 ევრო).

1s_002.jpg

ახალ დისპლეის საფუძვლად უდევს P-IPS ტიპის (Professional In-Panel Switching) 10-ბიტიანი თხევად-კრისტალური პანელი, 24 დუიმ დიაგონალითა და 1920 х 1200 პიქსელ გაფართოებით. განცხადებული სტატიკური კონტრასტულობის დონე შეადგენს 1000:1, დაყოვნების დრო კი - 16 მ/წმ-ს.

გარდა ამისა, ნაწარმი აგრეთვე აღჭურვილია ფერთა კორექციის 12-ბიტიანი შიდა ცხრილით (Look-Up-Tabelle, LUT) და გააჩნია ICC-პროფილების გამოყენების მხარდაჭერა, რომლებიც იქმნება საფირმო პროგრამა SpecraView Profiler 5-ის საშუალებით.

2s_002.jpg

მონიტორმა მიიღო D-Sub, DisplayPort, ორი DVI და USB-პორტების კონცენტრატორი. აღინიშნება ტექნოლოგია Picture-in-Picture-იც. კომპლექტში შემავალი სადგამი კი, იძლევა შეტრიალების, დახრის და სიმაღლის რეგულირების შესაძლებლობას 15 სმ-ს ფარგლებში.

SpectraView 241-ზე მოქმედებს მწარმოებლის 3-წლიანი გარანტია.

  • Upvote 5
Posted

ძალიან მაგარი რამეა ,მაგრამ ყველას არ გამოადგება რა თქმა უნდა

Posted

შეიძლება მე ვერ ვხვდები ამის უზარმაზარ დადებით მხარეს მაგრამ ზედმეტად ძვირი მეჩვენება 24-ანი მონიტორისთვის. 1500 ევრო :( მონაცემების ისე თუ ასე გამეგება და ერთადერთი მატრიცა აქვს მაგარი, მაგრამ დაყოვნების დრო 16მ/წმ ბევრი არაა?? ჩვეულებრივ მონიტორებს 5 აქვთ ხოლმე :)

მადლობა ინფოსთვის.

Posted

თან full HD არ არის. უაზრობაა ამხელა თანხის მიცემა ამ მონიტორში. იაფიც რომ ღირდეს მაინც არ ვიყიდდი.

Posted

ინფო კარგია მაგრამ მონიტორი არც ისე კარგი მგონი ფასის მიხედვით

Posted

1500 ევროდ სახლის კინოთეატრს ვიყიდი

Posted

1500 ევროდ სახლის კინოთეატრს ვიყიდი

გეთანხმები ან მააგარ კომპს მაგარი მონიტორით და ვიდეოთი

Posted

ამას შეიძლება უფრო კაი ფერები აქ ვიდრე რეალობაში, მაგრამ 1500 ევროდ კაცი ცხოვრებას აიწყობ :D

Posted

არაა ეს ჩვეულებრივი მომხმარებელთათვის გათვლილი მონიტორი და იმიტომ აქვს ამხელა ფასი..

Posted

1920 х 1200 სწორედაც რომ Full HD ია ,უბრალოდ განსხვავებულია Aspect Ratio , 16:10 ზე აქვს ამას

ეს თქვენ არ გამოგადგებათ და მნიშვნელობას ვერც გაიგებთ :D ეს განკუთვნილია პროფესიონალებისთვის ვინც გრაფიკაზე ,დიზაინზე მუშაობს ,მათთვის ძალიან მაგარი რამეა ,ამით თამაშების თამაში და ეგეთები არ იქნება მოსახერხებელი ,განა არ შეიძლება მაგრამ სხვა დანიშნულება აქვს ,და ტექნოლოგიურად საკმაოდ მაღალი დონეა ,ფასიც შესაბამისი აქვს , ნუ ცოტა ძვირია მაინც ევროებში ,მაგრამ აშშ ში ალბათ დოლარებში ექნება ეს ფასი

Posted

აშკარად ეტყობა რომ ეს ეკრანი თამაშისთვის არ გაიყიდება, როგორც ლევანმა აღნიშნა გრაფიკასთან სამუშაოდ არის განკუთვნილი, თუნდაც რეზოლუციას და ეკრანის სისქეს დააკვირდით.

Posted

amas ferebi eqneba me imis :D

Posted

8 მილიწამითაც მშვენივრად ვთამაშობ თამაშებს. მილიწამებს მაშინ აქვს აზრი როცა ონლაინ თამაშების ავადმყოფი ხარ. სხვა შემთხვევაში 20 მილიწამიც არაფერი არ არის.

e51026feb1b7.jpg

Posted

სწორია ოკელა, მართლა ეგრეა, ონლაინში თან რესპონსის გარდა ინპუტ ლაგის პაკაზატელიც მნიშვნელოვანია, ეგ თუ კარგი აქვს მაგ 8მს-ითაც საკმაოთ კარგათ ითამაშება ონლაინ შუტერები

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.