Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Olympus Imaging Corporation-მა დაანონსა ახალი ობიექტივი M.ZUIKO DIGITAL ED 75mm f1.8, რომელიც გათვლილი იქნება პორტრეტულ, სპორტულ გადაღებისთვის შენობაში და Micro Four Thirds სტანდარტის მხარდაჭერის მქონე, ციფრულ კამერებთან გამოყენებისთვის.

PEN_75mm__001_XL_rdax_440x353.jpg

ნაწარმი გამოირჩევა 75 მმ-იანი ფიქსირებული ფოკუსური მანძილით, რომელიც კროპ-ფაქტორის გათვალისწინებით, გარდაიქმნება 150 მმ-ად (35 მმ ეკვივალენტი) - Olympus-ის აპარატებზე. კონსტრუქცია მოიცავს 9 ჯგუფში გაერთიანებულ, 10 ცალ ოპტიკურ ელემენტს, მათ შორის სამ ლინზას ზედაბალი დისპერსიის მაჩვენებლით (ED) - აბერაციის ოპტიმალური კორექციისთვის.

PEN_E-P3_75mm__silver_silver_tilt_XL_rdax_480x343.jpg

კორპუსი დამზადებულია მეტალისგან, ხოლო გამოსახულების მაღალი ხარისხით, M.ZUIKO DIGITAL ED 75mm f1.8საკმაოდ კომპაქტურიცაა - მისი სიგრძე სულ რაღაც 69 მმ-ია. შთაბეჭდილებას კიდევ უფრო ზრდის დიდი ზომის ფრონტალური მინა. ავტოფოკუსირებისთვის გამოიყენება ნაცადი მექანიზმი MSC (Movie & Still Compatible), რომელიც თავის მხრივ, უზრუნველყოფს სწრაფ და ჩუმ მუშაობას.

ტექნიკური მახასიათებლები ამგვარია:

  • ფოკუსური მანძილი - 75 მმ (150 მმ - 35 მმ-იან ეკვივალენტში);
  • ხედვის კუთხე - 16o;
  • ფოკუსირების მინიმალური დისტანცია - 0,84 მმ;
  • გამოსახულების მაქსიმალური გადიდება - 0,1x (0,2х - 35 მმ-იან ეკვივალენტში);
  • დიაფრაგმის ფარფლების რაოდენობა - 9;
  • მაქსიმალური და მინიმალური დიაფრაგმა - f/1.8 და f/22 შესაბამისად;
  • ფილტრის დიამეტრი - 58 მმ;
  • გაბარიტები (დიამეტრი x სიგრძე) -64 х 69 მმ;
  • მასა - 305 გ.

ევროპაში პროდუქტი გამოჩნდება ივლისში, 899$-ად. ამავდროულად, გაყიდვაში აგრეთვე გამოვა მისთვის განკუთვნილი აქსესუარებიც - მეტალის ბლენდები (LH-61F) და სახურავი (LC-61).

  • Upvote 5
Posted

სიამოვნებით გავტესტავდი

Posted

Olympus-მა საერთოდ აიღო ხელი სარკიანი კამერების გამოშვებაზე და მხოლოდ მიკრი 4/3-ზე გადაერთო. ყოველ შემთხვევაში, მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება.

Posted

ძვირი სიამოვნებაა

Posted

ძვირი სიამოვნებაა

MFT სისტემა ყოველთვის ძვირია. ყველაზე ძვირი ოპტიკა ზუსტად მაგისთვის გამოდის.

  • Barca unlocked this topic

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.